რა აქვთ საერთო კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებს? — ქალი ლიდერები
კრიზისულ სიტუაციაში ჭეშმარიტი ლიდერობის მაგალითებს ეძებთ? იქნება ეს ისლანდია თუ ტაივანი, გერმანია თუ ახალი ზელანდია — ქალები ასპარეზზე გამოდიან, რათა მსოფლიოს აჩვენონ, როგორ უნდა იმართოს საკაცობრიო დონის ქაოსური სიტუაციები. აგრეთვე ფინეთში, ისლანდიასა და დანიაშიც ამ პანდემიამ გამოავლინა, რომ ქალებს ის უნარ-ჩვევები აქვთ, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა სამთავრობო დონეზე კრიტიკული მომენტებისას.
ბევრმა შეიძლება თქვას, ეს სახელმწიფოები ვირუსს წარმატებით იმიტომ უმკლავდებიან, რომ ან პატარა ქვეყნები არიან, ან კუნძულები, ან სხვა რამ გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა გერმანია დიდი და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, გაერთიანებული სამეფო კი კუნძულია და იქ სულ სხვა შედეგებს ვხედავთ.
ფაქტია, რომ ეს ქალი ლიდერები სახელმწიფოთა მართვის მომხიბვლელ, განსხვავებულ გზას გვაჩვენებენ.
2020 წლის 17 აპრილის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მიხედვით:
- დანია — სახელმწიფოს მეთაური: მეტე ფრედერიკსენი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 321;
- ისლანდია — სახელმწიფოს მეთაური: კატრინ იაკობსდოტირი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 8;
- ფინეთი — სახელმწიფოს მეთაური: სანა მარინი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 75;
- გერმანია — სახელმწიფოს მეთაური: ანგელა მერკელი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 3 868;
- ახალი ზელანდია — სახელმწიფოს მეთაური: ჯესინდა არდერნი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 11;
- ნორვეგია — სახელმწიფოს მეთაური: ერნა სულბერგი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 136;
- ტაივანი — სახელმწიფოს მეთაური: ცაი ინ-ვენი — დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი: 6.
და მაინც, რა არის ის, რასაც ეს მმართველები გვასწავლიან?
გულწრფელობა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზევე თანამემამულეებს მშვიდად აუწყა, რომ საქმე ისეთ სერიოზულ ვირუსთან ჰქონდათ, რომელიც მოსახლეობის 70 პროცენტამდე ნაწილს დააინფიცირებდა. "ეს სერიოზულია", — განაცხადა მან, — "თქვენც სერიოზულად მიუდექით". და როგორც ის, ასევე მისი ქვეყნის მოსახლეობაც ნამდვილად სერიოზულად მიუდგა ამ პრობლემას. ტესტირება დაუყოვნებლივ დაიწყო. ამდენად, გერმანიამ უარყოფის, სიბრაზის და თავის მოკატუნების ის ეტაპები გამოტოვა, რომლებსაც სხვა ბევრი ქვეყანა ვერ გადაურჩა. გერმანიაში დაავადებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები დიდად ჩამორჩება მისი ევროპელი მეზობლების მონაცემებს და სიტუაცია იმდენად უმჯობესდება, რომ, სავარაუდოდ, შეზღუდვების შემსუბუქებაც მალევე დაიწყება.
სიმტკიცე
ერთ-ერთი ყველაზე პირველი და სწრაფი რეაგირება სიტუაციაზე ტაივანის ლიდერს, ცაი ინ-ვენს ჰქონდა. ჯერ კიდევ იანვარში, როცა ახალი დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინ-ვენმა 124 წესი და შეზღუდვა შემოიღო, რათა აერიდებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება საყოველთაო კარანტინის გარეშე, რომლის გამოცხადებაც ბევრ სხვა ქვეყანაში გახდა საჭირო. ტაივანი აშშ-სა და ევროპისთვის 10 მილიონი სამედიცინო ნიღბის გაგზავნასაც გეგმავს. ინ-ვენის რეაგირება კრიზისულ სიტუაციაზე, CNN-ის შეფასებით, "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო". მან მოახერხა, ეპიდემია კონტროლის ქვეშ მოექცია, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დრომდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული.
ვირუსის გამოჩენისთანავე უხანიდან სამშობლოში დაბრუნებული ტაივანის მოქალაქეები მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
ფოტო: AFP
ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯესინდა არდერნმა, კარანტინი ქვეყანაში ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადა. მან დაუფარავად დაიწყო განგაშის ზარის რეკვა და იმის ახსნაც, რატომ იყო ეს საჭირო. არდერნმა ხალხს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ ჯერ კიდევ მაშინ მოუწოდა, როცა ქვეყანაში დაავადების მხოლოდ ექვსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე კი მან უცხოელების ჩამოსვლა საერთოდ აკრძალა. ეს მტკიცე ნაბიჯები ახლა ახალ ზელანდიას დაავადების ქარიშხლისგან იფარავს. აპრილის შუა რიცხვების მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების მხოლოდ 11 შემთხვევა ფიქსირდება და მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრებასა და მომატებაზე საუბრობენ, არდერნი მათ შემსუბუქებას აპირებს. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულ ახალზელანდიელებს 14 დღით კვლავ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ათავსებენ კარანტინში.
ტექნოლოგიური მზადყოფნა
ისლანდიაში, რომლის ლიდერი პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირია, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე უფასო ტესტირებას სთავაზობენ. ამის შედეგად, ქვეყანა მალე COVID-19-ის გავრცელების რეალური ტემპის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მონაცემებს წარუდგენს მსოფლიოს. უმეტეს ქვეყნებში ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ იმ ადამიანებზე იყენებენ, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, ისლანდიაში კი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და ტესტირების გავლა ყველას შეუძლია. ქვეყნის მოსახლეობის პროპორციული მაჩვენებლით, ისლანდიაში ხუთჯერ მეტმა ადამიანმა გაიარა ტესტირება, ვიდრე სამხრეთ კორეაში. დაავადების შემთხვევათა მსგავსი კონტროლი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, არ გამოაცხადოს კარანტინი ან არ დახუროს სკოლები.
ფინეთში COVID-19-ზე ტესტის გაკეთება სპეციალურ სადგურებში მანქანიდან გადმოუსვლელადაცაა შესაძლებელი.
ფოტო: Heikki Saukkomaa / Getty Images
ფინელი სანა მარინი გასული წლის დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური გახდა. კორონავირუსთან საბრძოლველად მილენიალმა ლიდერმა გადაწყვიტა, სოციალურ მედიაში პოპულარული ხალხი გამოეყენებინა. იმის გათვალისწინებით, რომ პრესას დღეისთვის ბევრი არ ეცნობა, ფინეთის მთავრობა იწვევს ნებისმიერი ასაკის ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერს, რომელიც პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საჭირო და გადამოწმებულ ინფორმაციას გაავრცელებს.
სიყვარული
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ერნა სულბერგი, გამოვიდა ინოვაციური ინიციატივით, ტელევიზორის ეკრანებიდან გასაუბრებოდა საკუთარი ქვეყნის ბავშვებს. მან ეს შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის სამწუთიანი პრეს-კონფერენციის კვალდაკვალ ჩაატარა. სულბერგმა პრეს-კონფერენცია, რომელზეც უფროსები არ დაიშვებოდნენ, მხოლოდ ბავშვებს მიუძღვნა. მან უპასუხა მოზარდების კითხვებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარიდან იყო გამოგზავნილი. პრემიერ-მინისტრმა იმის ასახსნელადაც გამონახა დრო, თუ რატომ არის ნორმალური, გვეშინოდეს.
ამ იდეის ორიგინალურობა და სიცხადე ნამდვილად საინტერესო და გულის ამაჩუყებელია. ეს კი აჩენს კითხვას, კიდევ რამდენ უბრალო, თუმცა კეთილშობილურ ინოვაციას შემოგვთავაზებენ ქალი ლიდერები?
ზოგადად, მათ მიერ გამოხატული ემპათია და მზრუნველობა პარალელური სამყაროსთვის დამახასიათებელ რეალობას უფრო ჰგავს, ვიდრე იმ მსოფლიოს ყოველდღიურობას, რომელში ცხოვრებასაც შევეჩვიეთ. ისინი თითქოს თავიანთი ვიდეოებიდან იწვდიან ჩვენკენ ხელებს, რათა გულწრფელად და სიყვარულით ჩაგვიკრან გულში. ვინ იფიქრებდა, რომ ლიდერებს ასე მოქცევა შეეძლოთ? თურმე, შეძლებიათ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ერნა სულბერგი.
ფოტო: Getty Images
ახლა შეადარეთ ამ ლიდერების ისტორიები ძალაუფლების მფლობელი კაცების მოქმედებებს, რომლებიც ავტორიტარიზმის მოპოვებასა თუ განმტკიცებას უფრო ემსახურება, ვიდრე ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვას: სხვების დადანაშაულება, სასამართლოზე ზემოქმედება, ჟურნალისტების დემონიზება და თავიანთი ქვეყნების ბნელ "მე არასდროს გადავდგები" რიტორიკაში გახვევა (გავიხსენოთ თუნდაც ტრამპი, ბოლსონარუ, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ და სხვა მრავალი).
წლების განმავლობაში არაერთი ისეთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა შედეგებიც მორიდებით მიუთითებს, რომ ქალების ლიდერული უნარები და მართვის სტილი, შესაძლოა, განსხვავებული და სარგებლის მომტანი იყოს. იმის ნაცვლად, რომ ამ მონაცემებს ყური ვუგდოთ, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია და კომპანია პირიქით, ქალებს მოუწოდებს, რომ თუკი ლიდერობა და წარმატების მიღწევა სურთ, კაცებივით მოიქცნენ. ამ აზრის საპირისპიროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქალი მმართველების შემთხვევები ლიდერობის იმ თვისებათა თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებიც კაცებმა უნდა ისწავლონ ქალებისგან.
დროა, ქალების მიღწევები და პოტენციალი ვაღიაროთ — შესაბამისად, მეტად ვანდოთ მათ ლიდერობის სადავეები.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
კომენტარები