ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
29 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 713 171;
- გარდაცვლილი —33 854 ;
- გამოჯანმრთელებული — 148 995.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 91;
- გამოჯანმრთელებული — 18;
- კარანტინის რეჟიმში — 4876;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 264.
დღის ფაქტი
ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელება ძირითადად შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელზე, მი ფენგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 3000-მდე აქტიური შემთხვევა რჩება.
თუმცა, ფენგის თქმით, ჩინეთში ეპიდემიის ახალი ტალღის წარმოქმნის საფრთხე არსებობს, რადგანაც იმპორტირებული შემთხვევები იზრდება. მისი ინფრომაციით, ქვეყანაში დაფიქსირებულია 42 ქვეყნიდან იმპორტირებული 693 შემთხვევა. რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნაში ჩინეთმა ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 120 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით გარდაცვლილია 3 182 ადამიანი , ხოლო 75 576 გამოჯანმრთელდა.
რა ხდება მსოფლიოში
- აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 135 ათასს გადააჭარბა;
- მოსკოვში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა;
- იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა;
- რუსეთი ხვალიდან საზღვრებს კეტავს;
- ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელება ძირითადად შეჩერებულია;
- მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა;
- სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება — ბორის ჯონსონი კორონავირუსზე
- რუსეთის პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, ტაძრებში სიარულისგან თავი შეიკავონ;
- ათონის მთის მონასტერში ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღის ფოტო
ჩინეთის ქუჩებში ბავშვები თამაშობენ
რა ხდება საქართველოში
29 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, ამათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია.
მთავარი თემა საკვირაო ქადაგებები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზეა, სამების საკათედრო ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა. ქადაგებების განსახილველი თემა კი კორონავირუსის გარცელების გამომწვევი მიზეზები და მისგან მომავალი საფრთხეები იყო. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნით On.ge-ს მკითხველს ყველაზე მეტად თავი შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა დაამახსოვრა.
მისი თქმით, კორონავირუსის სახით ღმერთმა განსაცდელი იმიტომ მოავლინა, რომ "ხალხმა გაიგოს და უზიარებელი არ დარჩეს". მეუფე იოსების აზრით, კორონავირუსის გავრცელება ფულის ერთეულების გაქრობას ემსახურება. შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მრევლს განუცხადა, რომ ბოლო ჟამი დაიწყო და საკვების მოსაყვანად მიწების დამუშავების კურთხევა მისცა.
ადამიანთა ცოდვებისთვის მოვლენილ "მწარე წამლად" შეაფასა კორონავირუსის პანდემია მეუფე შიომ. მისი თქმით," ამ დიდი უბედურების მიზეზი ერის ისეთი ცოდვებია, როგორიცაა: ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის ნორმალურ მდგომარეობად".
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში:
- ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა — სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული;
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა — შსს;
- მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის გამო 3000 ლარით 24 საათში 5 მძღოლი დააჯარიმეს;
- ესპანეთში კატასტროფული შედეგები იყო, ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას — კალაძე სწრაფი ტესტების ხელშეკრულების გაუქმებაზე;
- ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება — კალაძე;
- ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს — სალომე ზურაბიშვილი;
- სამების საკათედრო ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა;
- მეუფე გრიგოლი: საფრთხის განცდა არაა, მოდუნებულობა ისე შეგვარყევს ძალიან მძიმე იქნება ატანა;
- მეუფე იაკობი:სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს;
- ილია მეორე: გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს;
- მეუფე იოსები:ეს ვირუსი იმიტომ იქნა გაშვებული, რომ ფულის ერთეული გაქრეს ზოგადად დედამიწაზე;
- მეუფე იოსები: ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხმა გაიგოს და უზიარებელი არ დარჩეს;
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ეს ვირუსი იმიტომ იქნა გაშვებული, რომ ფულის ერთეული გაქრეს ზოგადად დედამიწაზე — მეუფე იოსები
დღის ფრაზა:
ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა კორონავირუსის გამო ეკლესიის მისამართით გაკეთებული კომენტარების საპასუხოდ განაცხადა.
დღის კარგი ახალი ამბავი
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
80-ს გადაცილებული წყვილი პაემნებს გერმანია-დანიის საზღვარზე აწყობს
გერმანელი კარსტენ ჰანსენისა და დანიელი ინგა რასმუსენის ურთიერთობაში კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, პანდემიის მიუხედავად წყვილი ერთმანეთს მაინც ხვდება. შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის ნახვა ეკრძალებათ, თუმცა ისინი საზღვართან კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და იცავენ როგორც კანონს, ისე სიფრთხილის ზომებს.
საზღვრის 2-კვირიანი ჩაკეტვის მიუხედავად, ჰანსენი და რასმუსენი ერთმანეთს ყოველდღე ნახულობენ. 89 წლის ჰანსენი ადგილზე ველოსიპედით მიდის, 85 წლის ქალი კი შეხვედრის ადგილზე შეყვარებულს მანქანით აკითხავს.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
- როგორ განსხვავდება კორონავირუსის რისკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის – მოკლედ;
- რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითებიდან;
- როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში;
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
- 26 მარტი: $5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია
- 25 მარტი: ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში
- 24 მარტი: 21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში
- 23 მარტი: დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში
- 22 მარტი: ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები