დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.

worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში Covid-19 დაუდასტურდა 104 256 ადამიანს, მათგან 1 704 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 2525 ადამიანი. ამერიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით, ამ დროისთვის, აშშ პირველია. რაც შეეხება იტალიას, იქ ვირუსი ჯამში 86 498 პირს დაუდგინდა, თუმცა ყველაზე მეტი გარდაცვლილი აქ არის — 29 იანვრიდან დღემდე კორონავირუსით ქვეყანაში 9 134 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში ჯამში 81 394 ინფიცირებულია, მათ შორის 74 971 გამოჯანმრთელდა, 3 295 კი დაიღუპა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით შემდეგი ესპანეთია — 65 719 დადასტურებული შემთხვევა და 5 138 გარდაცვალება. Covid-19-ით ინფიცირების 50 871 დადასტურდა გერმანიაში, ხოლო 32 964 — საფრანგეთში. ყველა ამ ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ირანში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვირუსი გავრცელდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: