შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
ფოტო: ELENA LACEY
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
17 მარტის მდგომარეობით:
- 197 164 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 7 949 გარდაცვლილი
- 81 643 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 34
- კარანტინის რეჟიმში - 1 008
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64
დღის ფაქტი
ახალი კვლევის თანახმად, ყოველ დადასტურებულ შემთხვევაზე 5-10 ადამიანი მოდის, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მსუბუქი შემთხვევები დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით ნაკლებად გადამდებები არიან, თუმცა სწორედ მათ მიერაა გამოწვეული ახალი შემთხვევების 80% - წერია კვლევაში, რომელიც ჩინეთიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
მსგავსი შედეგები აჩვენა იტალიის სოფელ ვოში ჩატარებულმა კვლევამაც: 3 000-იან მოსახლეობაში ყველას გაუკეთეს ტესტი. მათგან ვისაც კორონავირუსი ჰქონდა, 50-75%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი არა მხოლოდ მძიმე შემთხვევების, არამედ უსიმპტომო ადამიანების იზოლაციაც.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
წინა ხაზზე მომუშავე ექიმები, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სხვა პაციენტებთან შედარებით ვირუსის უფრო მძიმე ფორმით ავადდებიან
ფოტო: Jacqueline Howard
"ვიცით, რომ ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმული ადამიანებისთვის, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ჯანდაცვის მუშაკები გართულების უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე იმავე ასაკის სხვა პაციენტები", - ამბობს პიტერ ჰოტეზი, ჰიუსტონის სამედიცინო კოლეჯის დეკანი.
CNN-თან ინტერვიუში მან ივარაუდა, რომ შეიძლება სიტუაციის გართულება ვირუსის უფრო მაღალი დოზის გამო ხდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზების დადგენას კვლევა სჭირდება.
დღის ფოტო: ქუჩების დეზინფექცია - ცოტა ხნის წინ ეს ფოტო ვიდეოთამაშის კადრი გვეგონებოდა
ფოტო: cdicdd2018
დღის დამაიმედებელი ამბები:
პირველი ტალღის ანტივირუსული წამლის, ფავიპირავირის კლინიკური ცდები კარგ შედეგს აჩვენებს
ჩინელმა მკვლევრებმა ფავიპირავირის საწყისი კლინიკური ცდები დაასრულეს. ჩინეთის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ჟან ქსინმინი აცხადებს, რომ ფავიპირავირით მკურნალობის შემთხვევაში პაციენტები მოსალოდნელზე სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და ფილტვის ფუნქციებიც ნაკლებ დროში აღიდგინეს.
კვლევა 80 ადამიანზე ჩატარდა. მათგან 35-მა წამალი მიიღო. შედეგებმა აჩვენა, რომ ფავიპირავირის შემთხვევაში პაციენტებს ოთხი დღის შემდეგ უფიქსირდებოდათ ნეგატიური შედეგი, როცა საკონტროლო ჯგუფში იმავე შედეგის მიღწევას 11 დღე სჭირდებოდა.
კორონავირუსის 10-წუთიანი ტესტი, რომელიც მხოლოდ $1 ეღირება, გზაშია
დასავლეთ აფრიკაში მდებარე ლაბორატორია, რომელმაც ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი ვაქცინა შეიმუშავა, იმ ბრიტანულ კომპანიასთან გაერთიანდა, რომელსაც ფეხმძიმობის ტესტის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ.
სენეგალში მდებარე ლაბორატორია სწრაფი ტესტების შექმნაზე მუშაობს. ლაბორატორიის წარმომადგენლების თქმით, სამ თვეში 1$-იანი ტესტები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადამიანები თავად შეძლებენ, რომ კორონავირუსზე შეემოწმონ და პასუხს 10 წუთში გაიგებენ.
რა ხდება მსოფლიოში:
- ამერიკაში COVID-19-ის კომერციული ტესტების გაყიდვა იწყება
- WHO-ს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი საავადმყოფოდან გაწერეს
- კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო
- Amazon კორონავირუსთან გასამკლავებლად 100 000 თანამშრომელს დაიმატებს
- საფრანგეთმა ზომები გაამკაცრა: ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მოქალაქეებს მკაცრად მოსთხოვა, რომ მომავალი 15 დღის განმავლობაში სახლში დარჩნენ და სოციალური კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდონ. ყველას, ვისაც ქუჩაში დააფიქსირებენ, დამაჯერებელი მიზეზი უნდა ჰქონდეს, რის გამოც სახლიდან გავიდა. კარანტინის ზომებს 100 000 ოფიცერი დაიცავს.
- ტაილანდსა და კამბოჯაში ახალი შემთხვევები დაფიქსირდა: ტაილანდში დაავადებულთა რიცხვი 177-მდე გაიზარდა (30 ახალი შემთხვევა ერთ დღეში), კამბოჯაში კი 12 ახალი ინფიცირებულია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის მქონე ადამიანების რიცხვს 24-მდე ზრდის;
- ამჟამად ვირუსი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება იტალიაში (+3526 შემთხვევა), ესპანეთში (+1884 შემთხვევა), გერმანიაში (+2095 შემთხვევა) და საფრანგეთში (+1097 შემთხვევა). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობით აშშ-მ ირანს გადაუსწრო (აშშ - 1793 შემთხვევა, ირანი - 1178)
- ბრაზილიაში კორონავირუსის გამო წესების გამკაცრების შემდეგ ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. სან-პაულუს რეგიონში მდებარე ნახევრად-ღია ციხეების პატიმრებს დაწესებულება აღდგომისთვის უნდა დაეტოვებინათ, მოგვიანებით კი უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა უსაფრთხოების ზომების გამო მათი ციხეში დატოვება გადაწყდა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ასობით პატიმარი, მათ კი შორიდან კაცი უყვირის: ორშაბათს დაბრუნდით, კარგი?
რა ხდება საქართველოში:
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში კორონავირუსის ისეთი შემთხვევა გამოვლინდეს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის პირველწყაროს ვეღარ დავადგენთ. ასე რომ, მომავალში შემთხვევების ზრდას უნდა ველოდოთ.
ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება:
- ალბათ, მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში — გახარია
- 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება
- კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება, შესაძლოა, პატიმრობაც
- ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას უნდა მოხდეს — იმერეთის გუბერნატორი
- კორონავირუსის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები დროებით იზღუდება
- სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირება სრულად შეიზღუდება
- ავტობუსებში გამოიყოფა მძღოლის სივრცე, კონდუქტორები მუშაობას დროებით შეაჩერებენ — კალაძე
- გახარია: რაღაც მომენტში, შეიძლება მოგვიწიოს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ ეს საგანგებოს აუცილებლობას არ ნიშნავს
- გახარია: ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება, ეს ობიექტური რეალობაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ
შემთხვევების მატებაზე რეაგირება ჰქონდა საპატრიარქოსაც. კორონავირუსისგან დასაცავად საპატრიარქომ თბილისის ქუჩები აკურთხა. წყლის კურთხევის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ამის შემდეგ სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ. ქალაქის კურთხევის შემდეგ სასულიერო პირები გლდანის ციხესთან მივიდნენ და პატიმრები დალოცეს.
სანამ მასწავლებლები ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას ეჩვევიან, განათლების სამინისტრო სწავლის შეჩერებისა და დისტანციური სწავლების შედეგებს აფასებს. გიორგი გახარიას თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწავლის აღდგენა 26 აპრილამდე მოხდეს, ამ შემთხვევაში კი "უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ".
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
კორონავირუსის გამო დაკეტილ აკვარიუმში პინგვინები მეზობელ ცხოველებს ათვალიერებენ
სანამ ადამიანები არ არიან, ჩიკაგოში მდებარე აკვარიუმი პინგვინებმა დაიპყრეს და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი მეზობლები გაიცნეს.
დღის რჩევა:
მშობლის რჩევა — რა ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად, სანამ სკოლები დახურულია
ცნობილი ამბავია, რომ მშობელმა თავად უნდა მისცეს კითხვის მაგალითი შვილს, შექმნას და აჩვენოს მკითხველის მოდელი ბავშვს. ჰოდა, თუ არ გინდათ, რომ ბავშვები მთელ დღეს ეკრანებთან ატარებდნენ, თავადაც მოძებნეთ საინტერესო წიგნები და მათაც ურჩიეთ.
ამ სტატიაში ქართველი მწერლების წიგნებსაც ნახავთ, ბესტსელერებსაც და ცოტა "დაუფასებელ" შედევრებსაც. რაც მთავარია, არც ასტრიდ ლინდგრენი დაგვვიწყებია, რომელიც ბავშვებს ამ უჩვეულო დღეებს გაუხალისებს.
აქვე გეტყვით, რომ თუ კორონავირუსმა თქვენი ყოველდღიური რეჟიმიც შეცვალა და, ჩვენი რედაქციის მსგავსად, თქვენც სახლიდან გიწევთ მუშაობა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს საინტერესო გამოცდილება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ფოტო: CMarix / Dribbble
-
სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
გადახედვა
-
"ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე "ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
-
"საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
-
მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე
გადახედვა
-
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია
-
ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
გადახედვა
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა

კომენტარები