უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აქტივისტ თამარა მეარაყიშვილის დაკავების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოაგდობას ახალ დეტალებს აცნობს. მისი განცხადებით, აქტივისტის საქმე "იმდენად თეთრი ძაფითაა შეკერილი", რომ ოკუპირებული ცხინვალი "ხელმოსაჭიდს ეძებს" და დაკავებიდან მეორე დღეს მეარაყიშვილის და მისი მშობლების სახლის ჩხრეკა დაიწყეს.
ნანუაშვილი წერს, რომ "თავდაპირველად ე.წ. პროკურატურა თუ საუბრობდა სტრატეგიული ობიექტების გადაღებაზე და ჯაშუშობაზე, შემდეგ ეს რიტორიკა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობით და მასალების მიწოდებით შეიცვალა, ანუ ჟურნალისტური საქმიანობის გამოცხადება სურთ ჯაშუშობად".
"თამარ მეარაყიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ, გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს ახალგორში, საიდანაც წაიღეს სხვადასხვა პირადი ნივთი, მათ შორის თამარის გაგზავნილი წერილების ასლები ადგილობრივი დე-ფაქტო უწყებებისთვის ახალგორელების სხვადასხვა პრობლემებზე, კომპაქტ-დისკები საოჯახო ფოტოებით, ნიდერლანდების საელჩოს კონკურსში გამარჯვებისთვის 2018 წელს გადაცემული პრიზი "ადამიანის უფლებათა — ტიტა", ასევე ქართული ბანკების ვადაგასული ბარათები და სხვა. გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს თამარის მშობლების სახლი ახალგორში, თუმცა იქიდან მალე წავიდნენ და მხოლოდ ზედაპირული ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც ჩანს, იმდენად თეთრი ძაფითაა საქმე შეკერილი, ცდილობენ, რამე ხელმოსაჭიდის პოვნას და ამიტომ თამარის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, დაიწყეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.
თავდაპირველად ე.წ. პროკურატურა თუ საუბრობდა სტრატეგიული ობიექტების გადაღებაზე და ჯაშუშობაზე, შემდეგ ეს რიტორიკა შეიცვალა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობით და მასალების მიწოდებით. ანუ ჟურნალისტური საქმიანობის გამოცხადება სურთ ჯაშუშობად.
აღსანიშნავია, რომ თამარი წლების მანძილზე არამხოლოდ ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებას, ასევე არანაკლებ აკრიტიკებდა თბილისს მთელი რიგი დარღვევების გამო. თამარი კვლავ არ იღებს საკვებს, არ აღიარებს ბრალს და ითხოვს გათავისუფლებას. მისი ადვოკატი სამი დღის ვადაში გაასაჩივრებს წინასწარი პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა გასაგებია, რომ "სასამართლოსგან" სამართლიან გადაწყვეტილებას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
ამ ფონზე, სრულიად გასაკვირი და მიუღებელია ის დუმილი და მხოლოდ ტექნიკური განცხადება, რაც ოფიციალური თბილისის მხრიდან კეთდება. დღემდე არ მოგვისმენია რას გეგმავს თბილისი თამარის გათავისუფლებისთვის. დღემდე არ ისმის მკაფიო ხმა მისი უფლებების დასაცავად!" — წერს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული ცხინვალის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს გუშინ, 24 დეკებერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მედიასაშუალება "საპას" ცნობით, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს დააკავეს.
მანამდე მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებდა "ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის" წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
მეარაყიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან მარგიევს, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით და შეხვედრა ითხოვა. მან თქვა, რომ მოთხოვნა ე.წ. პარლამენტის მისაღებშიც შეიტანა, მაგრამ უშედეგოდ.
როგორც "კავკაზსკი უზელი" იტყობინება, ქართველი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ვერ იღებს ახალ პასპორტს, რაც მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ფარგლებში გადაადგილებასა და დასაქმებაში ხელს უშლის. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ პოსტებს უკავშირდება.
2024 წლის თებერვალში ჟურნალისტმა და აქტივისტმა თამარა მეარაყიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ის ლენინგორის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე დავით გურციევის დანიშვნას აპროტესტებდა, რომელმაც მის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სისხლის სამართლის საქმედ აღძრა.
- ოკუპირებულ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
- DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
- თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები