როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
თუ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა გსურს და ამ საქმეს გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებ, ინვესტირება ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. როდესაც კომპანიის აქციებს ყიდულობ, მისი ზრდა შენს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. კომპანიის განვითარებასთან ერთად, იზრდება აქციების ფასიც, რაც შენი კაპიტალის ზრდასაც ნიშნავს.
ბაზრის ექსპერტები ახალბედა ინვესტორებს ვაჭრობის დაწყებამდე რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილებას ურჩევენ. მათი თქმით, ინვესტირების პროცესში მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ქონა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მიღებაა მნიშვნელოვანი. ამასთან, მათივე შეფასებით, ინვესტირებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რისკების მართვაა.
ასევე იხილეთ:
შესაძლო რისკები ინვესტირებისას
აქციებით ვაჭრობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შესაძლო მოგებას ყოველთვის ახლავს დანაკარგის ალბათობაც. შენი საინვესტიციო სტრატეგიაც ამის მიხედვით უნდა ააწყო.
რისკების დასაზღვევად დამწყებ ინვესტორებს დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნას ურჩევენ ხოლმე. თუ დივერსიფიცირებული პორტფელის ქონა გსურს, სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდი უნდა შეიძინო. ამასთან, შეგიძლია შენი პორტფელი რამდენიმე სექტორის კომპანიების აქციებით გააჯერო. თუ ერთი რომელიმე სექტორი ვერ განვითარდება, პოტენციურად სხვა სექტორი დაგაზღვევს. ამასთან, კიდევ ერთი გამოსავალია ნაკლებად რისკიან აქტივებში ფულის დაბანდება — მაგალითისთვის, ასეთ აქტივებს მიეკუთვნებიან სავაჭრო ფონდები (ETF), რომლებიც სხვადასხვა სექტორის კომპანიების ფასიან ქაღალდებს აკვირდებიან.
თუ ინვესტორი ხარ ან აქციებით ვაჭრობას აპირებ, უნდა გაითვალისწინო:
- ბაზრის შესაძლო მერყეობა და ეკონომიკური კრიზისები — ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმივითაა. შესაბამისად, დინამიკურ პროცესზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ამასთან, საბაზრო ეკონომიკაში, სადაც ქვეყნებს შორის ვაჭრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პოლიტიკური ცვლილებები პროცესების მიმდინარეობაზე გავლენას ხშირად ახდენს. პირობითად, ტრამპის მიერ გატარებულმა სავაჭრო ტარიფების პოლიტიკამ არაერთი კომპანიის დღის წესრიგი შეცვალა.
- შესაძლო ჩავარდნები კომპანიის მართვისას — როდესაც კომპანიის ფასიან ქაღალდებს ფლობ, მენეჯმენტის მხრიდან მისი სწორად მართვა შენს ჯიბეზე პირდაპირ აისახება. შესაძლებელია, კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის მიერ გაკეთებულმა არასწორმა განცხადებებმა მისი აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა გამოიწვიოს და პირიქით — სწორმა პოლიტიკამ ფასიანი ქაღალდების ღირებულების ზრდას შეუწყოს ხელი.
- არაპროგნოზირებადი გლობალური მოვლენები — ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს და ამისთვისაც მზად უნდა იყო. მაგალითისთვის, 2020 წელს კოვიდის ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა, ზოგიერთი ინვესტორისთვის კრიზისები შესაძლებლობების შექმნის საწინდარიც ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კომპანიის სამომავლო ზრდაში დარწმუნებული ხარ, მოკლევადიანმა ვარდნამ არ უნდა შეგაშინოს და მისი აქციების ყიდვით სწორედ ამ დროს უნდა დაინტერესდე.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წელია, რაც Nasdaq Composite ინდექსი სტაბილურად იზრდება, რასაც ანალიტიკოსები ეგრეთ წოდებულ ხარის ბაზრად (Bull Market) აფასებენ. მათივე თქმით, ბაზრის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აქვს შეტანილი.
როგორ შეგიძლია დაიცვა შენი პირველი ინვესტიცია დანაკარგისგან
თუ აქციებით ვაჭრობით ხარ დაინტერესებული, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმის საშუალებით შეგიძლია ფული დააბანდო ისეთ აქტივში, სადაც ზუსტად გეცოდინება, რომ არაფერს დაკარგავ. აქ შესაძლებლობა გაქვს შეიძინო შემოთავაზებული სამი აქციიდან ერთ-ერთი — თუ 30 დღის შემდეგ შენი აქციის ფასი დაიკლებს, დანაკარგი საინვესტიციო ანგარიშზე დაგიბრუნდება.
დამწყები ინვესტორებისთვის, და არა მხოლოდ, ეს შემოთავაზება საუკეთესო შანსია ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად. ცდა განსაკუთრებით მარტივია მაშინ, როდესაც იცი, რომ არაფერს კარგავ.
უნდა იცოდე, რომ ინვესტირების დაწყება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა — თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე. ივაჭრე საკომისიოს გარეშე თუნდაც 1 დოლარიდან.
გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე. ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
კომენტარები