26 ფილმი, რომელსაც 2026 წელს ვიხილავთ
ფოტო: Rayo
2026 წელს კინოთეატრებში არაერთი დიდი სტუდიური პროექტის პრემიერაა დაგეგმილი. ჩამონათვალში შედის როგორც ცნობილი ფრენჩაიზების გაგრძელებები და პრიქველები, ისე ახალი კინოადაპტაციები და საავტორო ფილმები, რომელთა გამოსვლაც ოფიციალურად არის დადასტურებული:
1. Greenland: Migration
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 9 იანვარი
ფოტო: Lionsgate
2020 წელს გამოსული Greenland-ის გაგრძელებაში ჯეარდ ბატლერი და მორენა ბაკარინი თავიანთ როლებს უბრუნდებიან. სიუჟეტი გადარჩენილთა ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც ბუნკერს ტოვებს და განადგურებულ ევროპაში ახალი თავშესაფრის საძიებლად მიემგზავრება.
2. People We Meet on Vacation
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 9 იანვარი
ფოტო: IMDB
მალე ემილი ჰენრის პოპულარული რომანის ეკრანიზაციას ვიხილავთ, რომელშიც მთავარ როლებს ტომ ბლაითი და ემილი ბეიდერი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს ორ საუკეთესო მეგობარზე, რომლებიც ყოველ წელს ერთად ისვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ.
3. Dead Man’s Wire
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 16 იანვარი
ფოტო: IMDB
გას ვან სენტის კრიმინალური დრამა 1977 წელს მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. ტონი კირიტისმა, რომლის როლსაც ბილ სკარსგარდი ასრულებს, იპოთეკის ბროკერი 63 საათის განმავლობაში მძევლად აიყვანა, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა გახდა.
4. Return to Silent Hill
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 22 იანვარი
ფოტო: Davis Films
რეჟისორი კრისტოფერ განსი ფრენჩაიზს ახალი, დამოუკიდებელი პროექტით უბრუნდება. ფილმი წარმოადგენს საკულტო ვიდეოთამაშის, Silent Hill 2-ის ეკრანიზაციას და წინა ფილმების პირდაპირი გაგრძელება არ არის. ის მოგვითხრობს ჯეიმს სანდერლენდზე, რომელიც იდუმალი წერილის მიღების შემდეგ საყვარელი ქალის საძებნელად ნისლიან ქალაქში ბრუნდება.
5. Wuthering Heights
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 13 თებერვალი
ფოტო: Warner Bros.
ემერალდ ფენელი ემილი ბრონტეს კლასიკას ახლებური, გაბედული ხედვით აცოცხლებს. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ, სიუჟეტი კი ვიზუალურად შთამბეჭდავია და თანამედროვე ინტერპრეტაციით გადმოგვცემს კეტრინისა და ჰითკლიფის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას.
6. Scream 7
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 27 თებერვალი
ფოტო: Paramount
ფრენჩაიზის მეშვიდე ნაწილში საკულტო პერსონაჟი სიდნი პრესკოტი ბრუნდება, რომლის როლსაც კვლავ ნივ კემპბელი მოირგებს. რეჟისორი კევინ უილიამსონი მაყურებელს Ghostface-ის მორიგ, გასაიდუმლოებულ და სისხლიან ისტორიას სთავაზობს.
7. Hoppers
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 6 მარტი
ფოტო: Pixar
Disney და Pixar წარმოგვიდგენენ ორიგინალურ ანიმაციას გოგონაზე, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტის წყალობით, გონებას რობოტი თახვის სხეულში გადაიტანს. ფილმი იუმორისტულ სტილში იკვლევს კავშირს ადამიანებსა და ბუნებას შორის, რაც მთავარ გმირს ცხოველთა სამყაროს სულ სხვა თვალით დაანახებს.
8. The Bride!
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 6 მარტი
ფოტო: Warner Bros.
მეგი ჯილენჰოლი მაყურებელს ფრანკენშტეინის პატარძლის ისტორიის პანკ-როკ ვერსიას სთავაზობს, სიუჟეტი კი 1930-იანი წლების ჩიკაგოში ვითარდება. ფილმში კრისტიან ბეილი მონსტრის, ხოლო ჯესი ბაკლი მკვდრეთით აღმდგარი ქალის როლს ასრულებს, რაც კლასიკურ მითს სრულიად ახალ სიცოცხლეს სძენს.
9. Peaky Blinders: The Immortal Man
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 6 მარტი
ფოტო: Netflix
სტივენ ნაიტის საკულტო სერიალის სიუჟეტური გაგრძელება ტომ ჰარპერის რეჟისორობით დიდ ეკრანზე გადაინაცვლებს. ფილმში კილიან მერფი კვლავ ტომი შელბის როლს მოირგებს, მასთან ერთად კი სამსახიობო ჯგუფს რებეკა ფერგიუსონი, ტიმ როტი და ბარი კიოგანი შეუერთდებიან. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, დაბომბილ ბირმინგემში ვითარდება, სადაც ტომი რეალურ ამბებზე დაფუძნებულ საიდუმლო მისიებში ერთვება და ეროვნული მასშტაბის საფრთხის წინაშე დგება.
10. The Super Mario Galaxy Movie
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 3 აპრილი
ფოტო: Universal Pictures
Nintendo-სა და Illumination-ის ერთობლივი ანიმაციური პროექტი 2023 წლის ჰიტის პირდაპირი გაგრძელებაა. ამჯერად მარიოსა და მისი მეგობრების თავგადასავალი კოსმოსურ მასშტაბებს იძენს, სადაც მათ ახალი პლანეტების აღმოჩენა და გალაქტიკათშორისი საფრთხეების დაძლევა მოუწევთ. პერსონაჟებს კვლავ კრის პრატი, ანია ტეილორ-ჯოი და ჩარლი დეი ახმოვანებენ.
11. The Drama
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 3 აპრილი
ფოტო: A24
რეჟისორი კრისტოფერ ბორგლი ზენდეიასა და რობერტ პატინსონის მონაწილეობით დრამატული ელემენტებით დატვირთულ რომენტიკულ კომედიას გვთავაზობს. სიუჟეტი მოგვითხრობს წყვილზე, რომლის იდეალური ურთიერთობა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი მოულოდნელი საიდუმლოს გამო, რადიკალურად იცვლება.
12. The Mummy
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 17 აპრილი
ფოტო: Warner Bros.
Universal Pictures კლასიკურ ფრენჩაიზს თანამედროვე ვერსიით დიდ ეკრანზე აბრუნებს. ფილმი მიზნად ისახავს მუმიის ლეგენდაში საშინელებათა ჟანრის თავდაპირველი ელემენტებისა და მასშტაბური სათავგადასავლო მოქმედებების გაერთიანებას.
13. Michael
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 24 აპრილი
ფოტო: Lionsgate
რეჟისორ ანტუან ფუკუას ბიოგრაფიული დრამა პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის, ცხოვრებას ეძღვნება. მთავარ როლს მუსიკოსის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს, ფილმი კი მაყურებელს უყვება მაიკლის გზის შესახებ, ბავშვობიდან მსოფლიო აღიარებამდე.
14. The Devil Wears Prada 2
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 1-ლი მაისი
ფოტო: 20th Century Studios
საკულტო ფილმის გაგრძელებაში მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი თავიანთ დაუვიწყარ როლებს უბრუნდებიან. ამჯერად სიუჟეტი თანამედროვე მედიის კრიზისს ეხება: როგორ უმკლავდება ტრადიციული ჟურნალი ციფრულ ეპოქასა და ინფლუენსერების სამყაროს.
15. Mortal Kombat 2
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 8 მაისი
ფოტო: Warner Bros.
ვიდეოთამაშის პოპულარული ეკრანიზაციის გაგრძელება კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ტურნირებსა და საკულტო პერსონაჟებს. ფილმში ვიხილავთ ახალ გმირებს, მათ შორის ჯონი კეიჯს, რომლის როლსაც კარლ ურბანი ასრულებს.
16. The Mandalorian & Grogu
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 22 მაისი
ფოტო: Walt Disney Pictures
ჯონ ფავროს რეჟისორობით Star Wars-ის სამყარო დიდ ეკრანზე სრულმეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება. სიუჟეტი პოპულარული სერიალის პერსონაჟების თავგადასავალს აგრძელებს და მანდალორელისა და პატარა გროგუს ახალ, სახიფათო მისიაზე მოგვითხრობს.
17. Supergirl: Woman of Tomorrow
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 19 ივნისი
ფოტო: DC
ჯეიმს განის განახლებული DC სამყარო მაყურებელს სუპერგოგონას ახალ ისტორიას სთავაზობს, რომელშიც მთავარ როლს მილი ალკოკი ასრულებს. ფილმი წარმოადგენს მასშტაბურ კოსმოსურ თავგადასავალს, რომელიც პერსონაჟის უფრო მძაფრ და მებრძოლ მხარეს წარმოაჩენს.
18. Toy Story 5
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 19 ივნისი
ფოტო: Pixar
Pixar-ის საკულტო სერიის მეხუთე ნაწილში ვუდი და ბაზ ლაითერი კვლავ ერთიანდებიან. ამჯერად სათამაშოებს სრულიად ახალ რეალობასთან მოუწევთ შეჯახება, სადაც ბავშვების ყურადღების მოპოვებაში მათი მთავარი კონკურენტები თანამედროვე მოწყობილობები ხდებიან.
19. Moana
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 10 ივლისი
ფოტო: Walt Disney
დისნეის პოპულარული ანიმაციის "ლაივ-ექშენ" ვერსია მაყურებელს კვლავ ოკეანეთში ეპატიჟება. დუეინ ჯონსონი კვლავ მაუის როლს მოირგებს, ფილმი კი მსახიობებისა და ეფექტების დახმარებით გააცოცხლებს მოანას თავგადასავალს.
20. The Odyssey
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 17 ივლისი
ფოტო: Empire
კრისტოფერ ნოლანის ახალი, საიდუმლოებით მოცული პროექტი ჰომეროსის უკვდავი ეპოსის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. ვარსკვლავურ ქასთთან ერთად, რომელშიც შედიან მეტ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუეი, ზენდეია და რობერტ პატინსონი, ეს იქნება პირველი ფილმი კინოს ისტორიაში, რომელიც მთლიანად IMAX კამერებითაა გადაღებული.
21. Spider-Man: Brand New Day
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 31 ივლისი
ფოტო: Marvel
ტომ ჰოლანდის მონაწილეობით Marvel-ის სამყაროში ადამიანი ობობას ახალი თავი იწყება. ფილმი No Way Home-ის მოვლენების შემდეგ ვითარდება და პიტერ პარკერის ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპს ასახავს, რომელშიც მას ძველ მეგობრებთან და განსხვავებულ საფრთხეებთან გამკლავება მოუწევს.
22. Street Fighter
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 16 ოქტომბერი
ფოტო: Paramount
ლეგენდარული საბრძოლო თამაშის ახალი კინოადაპტაცია ფრენჩაიზის განახლებულ ვერსიას გვთავაზობს. ფილმი ორიენტირებული იქნება უფრო რეალისტურ საბრძოლო ხელოვნებასა და პერსონაჟების ისტორიებზე.
23. The Chronicles of Narnia: The Magician's Nephew
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 18 დეკემბერი
გრეტა გერვიგი
ფოტო: Vogue
ბარბის წარმატების შემდეგ, გრეტა გერვიგი ნარნიის ქრონიკებს ეჭიდება. გერვიგის ჯადოქრის დისწული წინა ფილმების პრიქველია და ნარნიის სამყაროს შექმნის ისტორიას მოგვიყვება. რეჟისორი აპირებს, რომ ამ ფილმით ისეთივე ხელშესახები და ფერადი სამყარო შექმნას, როგორიც მის წინა პროექტებში ვიხილეთ.
24. Avengers: Doomsday
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 18 დეკემბერი
ფოტო: Marvel
Marvel-ის სამყაროს ყველაზე მასშტაბური მოვლენა რობერტ დაუნი უმცროსის დაბრუნებას უკავშირდება, რომელიც ამჯერად ბოროტმოქმედი დოქტორ დუმის როლს მოირგებს. ფილმი, რომელსაც ძმები რუსოები იღებენ, შურისმაძიებლების ახალ შემადგენლობას უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს.
25. Dune 3
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 18 დეკემბერი
Dune 2
ფოტო: Warner Bros.
დენი ვილნევი თავის ეპიკურ ტრილოგიას ფრენკ ჰერბერტის დიუნის მესიის მიხედვით ასრულებს. ფილმი პოლ ატრეიდესის ისტორიის კულმინაციაა, სადაც ის საკუთარი წინასწარმეტყველების შედეგებსა და სამყაროს მმართველობის მძიმე ტვირთს უპირისპირდება.
26. The Hunger Games: Sunrise on the Reaping
პრემიერის თარიღი: 2026 წლის 20 ნოემბერი
ფოტო: Lionsgate
შიმშილის თამაშების ახალი პრიქველი მაყურებელს 24 წლით უკან აბრუნებს და ახალგაზრდა ჰეიმიჩ აბერნათის ისტორიას უყვება. სიუჟეტი ფოკუსირებულია 50-ე შიმშილის თამაშებზე, სადაც ჰეიმიჩს პანემის ყველაზე სასტიკ პირობებში გადარჩენა უწევს.
-
ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა
გადახედვა
-
ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა
გადახედვა
-
კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი
-
ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
გადახედვა
-
თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან ოფიციალურად აღდგება თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან ოფიციალურად აღდგება
გადახედვა
-
"ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და, ცხადია, აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი "დაიქირაონ"! — სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების ღონისძიებაზე "ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და, ცხადია, აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი "დაიქირაონ"! — სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების ღონისძიებაზე
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო - ლელო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია "ძლიერი საქართველო - ლელო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა
გადახედვა
-
GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს
გადახედვა
-
ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში
გადახედვა
-
ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორე ხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორე ხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
გადახედვა
-
მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე
-
"უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს "უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა 17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა
გადახედვა
-
ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ თამთა მიქელაძე: ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ
გადახედვა
-
გერმანიის პოლიციამ ვეფხვი, რომელიც ვოლიერიდან გაიქცა და ხანდაზმულ მომვლელს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა გერმანიის პოლიციამ ვეფხვი, რომელიც ვოლიერიდან გაიქცა და ხანდაზმულ მომვლელს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე მოქმედი ვაი პოლიტიკოსები — გიორგი სიორიძე სინდისის პატიმრებზე ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე მოქმედი ვაი პოლიტიკოსები — გიორგი სიორიძე სინდისის პატიმრებზე
გადახედვა
-
"ტვ პირველი": ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ — ახალშობილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება "ტვ პირველი": ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ — ახალშობილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება
გადახედვა
კომენტარები