ზაზა შათირიშვილი: საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს
ფოტო: ნეტგაზეთი
ოცნების პროპაგანდისტი ფილოსოფოსო ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ "საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრშია". მისივე თქმით, "ქვეყანაში ათეულობით პარტიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება მარტივად შეუძლიათ".
"ამის საპირისპიროდ კი, თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვები მრავალფეროვნებასა თუ წარმომადგენლობისა და მოსახლეობის განწყობებს შორის შესაბამისობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუკი რომელიმე ძალა ხელისუფლებაში დარჩენას 2 ვადაზე მეტი ხნით ახერხებს, ცდილობენ ქვეყანა, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე მდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ და ამის საუკეთესო მაგალითი ისევ საქართველოა. ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიულობის მთავარი საზომი საარჩევნო პროცესში პარტიების ჩართულობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, საკუთარი ხმა იმ ძალას მისცენ, რომელიც მათ შეხედულებებს ყველაზე უკეთ ასახავს. ამ თვალსაზრისით, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში პრობლემები არსებობს — ჩვენს ქვეყანაში ათეულობით პარტიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც არჩევნებში მონაწილების მიღება მარტივად შეუძლიათ. ხოლო იმის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვერ იღებენ საკმარის მხარდაჭერას, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიონ. ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრშია რომლის დიდი ნაწილიც არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, არამედ უცხოური ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, ის შედეგებიც ლოგიკურია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს "დიპ სტეიტისთვის" დემოკრატიულობის ხარისხი სხვანაირად იზომება - მთავარია პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია, რაც შეიძლება მცირე მხარდაჭერით მოხვდეს, იმისთვის, რომ თითოეულ მათგანზე კონტროლის მოპოვება გამარტივდეს", — წერს შათირიშვილი.
სასამართლოზე საუბრისას ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, რომ "ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საზღვარგარეთ, ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებს, რომელშიც მმართველი გუნდის გავლენა, სამართლებრივი არგუმენტების მიღმა, სხვა ტიპის გარემოებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება შეიძლება იკითხებოდეს". მისივე თქმით, "სინამდვილეში, ქართული ოცნების ხელისუფლებამ "დიპ სტეიტს" გამოსტაცა სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლად მოქმედების, შესაბამისად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა!"
"ოლიგარქიული კლანების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს რომ სასამართლო წარმოადგენს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ნათლად ჩანს. ბუნებრივია, თუკი არაფორმალური გავლენების მქონე რომელიმე ძალა ხელისუფლების აღნიშნულ შტოს დაიქვემდებარებს, მართლმსაჯულების სისტემაზე, ფაქტობრივად, სრულ კონტროლს მოიპოვებს, შესაბამისად, არა მხოლოდ კონკრეტული საყოფაცხოვრებო, კომერციულ თუ სისხლის სამართლებრივ დავებზე ექნება გავლენა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, მისი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ საქმეებზეც და, მაგალითად, არჩევნების შედეგების გაუქმების ბერკეტადაც კი შეიძლება გამოიყენოს, რაც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ, მთელმა მსოფლიომ თავად იხილა.
საქართველოს შემთხვევაში, კარგად გვახსოვს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი რეფორმა სწორედ სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეთა სრული კორპუსი, მათ შორის, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალებიც ჩამოაშორეს საქმიანობას, მათ ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული, მათდამი ლოიალურად განწყობილი კადრები მოიყვანეს. ყველაზე ირონიულია, რომ სასამართლო, ძირითადად პროკურორებით დააკომპლექტეს, რაც დაუშვებელია. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო სისტემა, პროკურატურის, როგორც მთავარი საბრალდებო მხარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, ფაქტობრივად, გენპროკურორი კურირებდა! მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არენაზე, მთელი რიგი უცხოელი პოლიტიკოსებისგან გვესმოდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სანიმუშო, ხელისუფლება კი დემოკრატიის შუქურა იყო.
ქვეყნის სათავეში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც უცხოეთიდან წამოვიდა, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების ხელშეუხებლობა იყო. ნიშანდობლივია, რომ 2012-13 წლებში, ასეთივე მოთხოვნას ახმოვანებდნენ ადგილობრივი "არასამთავრობო ორგანიზაციები" და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების შემდეგ, უკვე დიდი ხანია, იმავე მოსამართლეების სისტემიდან ჩამოშორებას ითხოვენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასამართლო სისტემისთვის თვითგამორკვევისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიეცა, შედეგად კი მივიღეთ, რომ დღეს ქართული სასამართლო, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და სანიმუშოა. მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა და ბრალდებისა, ფაქტებზე დაყრდნობით ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საზღვარგარეთ, ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებს, რომელშიც მმართველი გუნდის გავლენა, სამართლებრივი არგუმენტების მიღმა, სხვა ტიპის გარემოებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება შეიძლება იკითხებოდეს. ამის საუკეთესო დასტური კი "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" გადაწყვეტილებებია, რომელიც, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან სარჩელი იგზავნება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა უმაღლეს დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს! ამ ფონზე, ხშირად გვესმის ბრალდებები, რომ სასამართლო მიტაცებულია, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებს — სინამდვილეში, ქართული ოცნების ხელისუფლებამ "დიპ სტეიტს" გამოსტაცა სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლად მოქმედების, შესაბამისად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა!", — წერს შათირიშვილი.
ის ვრცელ წერილში "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელსაც ახსენებს და წერს, რომ მას "გადასცემენ არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, საუბრობენ მის გმირობასა და თავგანწირვაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ "დიპ სთეითის" სამსახურშია!
"ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მედია რეალურად გათავისუფლდა. დღეს, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მედიასაშუალებების რეგისტრაციისა და ფუნქციონირებისთვის, ბარიერები ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც მაქსიმალურად ღიაა. გვხვდება არაერთი კერძო სატელევიზიო არხი, მათ შორის ტენდენციური, სუბიექტური თუ ობიექტური, ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მხარდამჭერი. გვხვდება არხები, რომლების სარედაქციო პოლიტიკაც რადიკალიზმზე, სიცრუესა და სკანდალების ხელოვნურად აგორებაზეა დაფუძნებული, თუმცა, მათ ფუნქციონირებას არავინ უშლის ხელს! ამ თვალსაზრისით, საქართველოში, მართლაც ეტალონური მოცემულობა გვაქვს, თუმცა, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდისგან, ჩვენს ქვეყანას მედიაგარემოს გაუარესების გამო აკრიტიკებენ. ოლიგარქიული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორებისთვის, დამოუკიდებელი, ობიექტური და სიმართლის სამსახურში მდგარი მხოლოდ ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომელიც აგენტურის ხელით იმართება, სხვა ყველა დანარჩენი კი, მიტაცებულად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რომელი მათგანი ავრცელებს სიყალბესა და ე.წ. "ფეიკნიუსებს".
ფაქტია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, მედია და საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ინდივიდი, თუ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არ ექვემდებარება, ზეწოლის, დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი უნდა იყოს, ეს ყველაფერი კი "სიტყვის თავისუფლების“ იდეით უნდა შეიფუთოს! სიტყვის თავისუფლების ამგვარი გაგება "დიპ სტეიტს" საშუალებას აძლევს, პროცესებისა და კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციით ხელოვნური პოლარიზაცია შექმნას და შეინარჩუნოს. ისინი ცდილობენ, ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფებისგან შემდგარ, დაქსაქსულ ხალხში ქაოსი და აგრესია დაამკვიდრონ, რათა სხვადასხვა პოლუსებად დაყოფილ, არაერთიან, გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებაში საკუთარ მიზნებს მარტივად მიაღწიონ. სწორედ ამიტომ გვისახავენ სიტყვის თავისუფლების ეტალონად გია ნოდიას, რომლის აზრითაც, აღნიშნული ცნება შეზღუდულია, თუკი შეურაცხყოფის მიყენება და ლანძღვა დაშვებული არ არის!
მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ აქციეს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ, - არად აგდებენ იმას, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, შემდეგ კი საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა და ცრუობენ, თითქოს, ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული.
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, გადასცემენ არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, საუბრობენ მის გმირობასა და თავგანწირვაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამსახურშია! ეს ტენდენცია კარგად ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ე.წ. აქტივისტებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების, არამედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების - მსახიობების, მომღერლების თუ მხატვრების შემთხვევაშიც. უკვე წლებია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ის ხელოვანი, რომელიც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს, ე.წ "მეინსტრიმულ" იდეოლოგიას არ მიჰყვება და გავლენიანი ოლიგარქიული ძალების ნარატივს რაიმე ფორმით არ ავრცელებს, არათუ რაიმე პრიზსა და ჯილდოს ვერ იღებს, არამედ შემოქმედებითი პროცესიდან მაქსიმალურად არის ჩამოშორებული", — წერს შათირიშვილი.
-
აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
-
სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
-
დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
გადახედვა
-
ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
-
ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა" ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა"
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას. შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.
გადახედვა
-
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გადახედვა
-
აღმოაჩინე სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებებში Apple-ს ტექნიკა და განაახლე მოწყობილობები საუკეთესო პირობით აღმოაჩინე სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებებში Apple-ს ტექნიკა და განაახლე მოწყობილობები საუკეთესო პირობით
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან
-
გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
გადახედვა
-
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად? გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად?
გადახედვა
-
ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
გადახედვა
-
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
გადახედვა
კომენტარები