მშობლის რჩევა — რა ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად, სანამ სკოლები დახურულია
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მე ვარ მშობელი და ჩემს ორ შვილს 29 თებერვლის შემდეგ არდადეგები დაეწყო. ოპტიმისტური განწყობა სწავლის ორ კვირაში განახლების თაობაზე სულ მალე სახლში გამოკეტვით და "არაფრის" კეთებით შეიცვალა. რა ვქნათ ასეთ დროს? როგორ გავართოთ ბავშვები, რა შევთავაზოთ ყურადღების გადასატანად და მონიტორებისგან მცირე ხნით მაინც მოსაწყვეტად?
მე როცა ვიყავი შვილი, მაშინაც თბილისში სწავლა განუსაზღვრელი ვადით შეწყდა, რუსთაველზე ომი დაიწყო და დამაიმედებელიც არაფერი გვესმოდა. ვიხსენებ, რას ვაკეთებდი მაშინ გაკვეთილების და სკოლის ცხოვრების გარეშე, რა შემომთავაზა მაშინ დედაჩემმა ისეთი, რომ დღესაც ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ის კონკრეტული ზამთარი მახსენდება?! რა და, დედამ ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ბიბლიოთეკაში წამიყვანა და გამაწევრიანა. იმ წუთიდან მე ნამდვილი მკითხველი გავხდი! საბუთიანი! და ჩემი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ბიბლიოთეკართან ერთად ვარჩევდი წიგნს, წინასწარ შეთანხმებულ ვადაში ვკითხულობდი, უკან ვაბრუნებდი და შინ ახალი მომქონდა. ქალაქში ამ დროს ბნელოდა და ციოდა, მე კი ვიყავი თბილად და ვიყავი სულ სხვა სამყაროში.
და ახლა, როცა მე თვითონ მიწევს რაღაცის შეთავაზება შვილებისთვის, ამაზე უკეთესი არაფერი მაფიქრდება. მე წავალ მაღაზიაში... მაკარონისა და ფქვილის მაღაზიაში კი არა, წიგნის მაღაზიაში. თუმცა არა, უმჯობესი იქნება წიგნები წინასწარ შევარჩიო და sulakauri.ge -დან შევუკვეთო, შექმნილი ვითარების გამო საიტიდან წიგნების უფასო მიწოდების სერვისია გააქტიურებული. იდეალურია! მაშ ასე, შევუკვეთავ წიგნებს და "მკითხველის დღიურს", რათა ჩემმა შვილებმა იქ ჩაინიშნონ თავიანთი შთაბეჭდილებები.
მე გავხდები ბიბლიოთეკარი, ჩემი შვილების ბიბლიოთეკარი! ვეცდები, ვიყო ისეთივე საინტერესო, როგორიც ჩემი სათვალიანი და პუტკუნა ბიბლიოთეკარი იყო, თან წიგნს რომ ეძებდა ჩემთან ერთად თაროების ლაბირინთებში, თან რომ მელაპარაკებოდა და გულდაწყვეტილი აღნიშნავდა, ამ წიგნში ჩემი საყვარელი პერსონაჟი ცუდად მოიქცაო. მაშინ ვფიქრობდი, ნუთუ საყვარელი პერსონაჟებიც იქცევიან ცუდად-მეთქი?!
ცნობილი ამბავია, მშობელმა თავად უნდა მისცეს კითხვის მაგალითი შვილს, შექმნას და აჩვენოს მკითხველის მოდელი ბავშვს. ჰოდა, ძალიან კარგი, ავარჩევ რამეს ისეთს, რომელიც მეც ძალიან გამახარებს და წავიკითხავ მათთან ერთად.
აი, ჩემი სიაც — ბავშვებთან ერთად საკითხავი წიგნები მშობლებისათვის:
1. ასტრიდ ლინდგრენის თბილი წიგნები
ლინდგრენის ნაწარმოებების გარეშე ეს ამბავი ვერ მოგვარდება. ამ მწერლის წიგნები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია, ბავშვების ხომ წინ უდიდესი სიამოვნება ელოდებათ. პეპი, კარლსონი, ლოტა აურზაურის ქუჩიდან, მაწანწალა რასმუსი და ემილი... და იქვე მახსენდება, რომ მადიკენი ჩემს ბიბლიოთეკარს არ ჰქონდა. ახლა ხელმისაწვდომია — მადიკენიც და მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭაც.
2. ტუვე იანსონის ჯადოსნური წიგნები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მუმინების ხეობის სიკეთითა და სიხარულით სავსე ამბები ძალიან მალე შეაყვარებს თავს თქვენს შვილებს. საინტერესო ისიცაა, რომ ეს წიგნები ყველა ასაკის მკითხველს უდიდეს შთაბეჭდილებას ჰპირდება. მე პირველ კურსზე წავიკითხე ჯადოქრის ქუდი და ახლაც მახსოვს, როგორ გამათბო. კომეტა მუმინების ხეობაში, უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები“, „მამა მუმინის მემუარები“ თქვენს შვილებთან ერთად შეგიძლიათ წაიკითხოთ.
3. არჩილ სულაკაურის საოცარი წიგნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი ნამდვილად უნდა მოხვდეს ამ ჩამონათვალში. კარგი ქართულით დაწერილი, საინტერესო პერსონაჟებითა და ამბებით დახუნძლული ეს წიგნი ყველას გვახსოვს ბავშვობიდან. დროა, ჩვენმა შვილებმაც გაიცნონ სალამურა და ბაია და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხონ მთელი ქონდარეთის უცნაური ამბები.
4. ენიდ ბლაიტონის პოპულარული წიგნები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ვაღიარებ, ამ ავტორის შესახებ ჩემი შვილებისგან შევიტყვე. მათი სურვილია, რომ მეც წავიკითხო ცნობილი ხუთეულისა და საიდუმლო შვიდეულის სერიის წიგნები. ამ შემთხვევაში თავად ბავშვები შემირჩევენ, რომელი წიგნით დავიწყო და რომლით გავაგრძელო. მათ ამ ავტორის მელორი ტაუერსის პირველი წიგნიც უკვე წაიკითხეს. მელორი ტაუერსი სკოლაა, უფრო სწორად სკოლა-პანსიონი მხოლოდ გოგონებისთვის, რომელშიც აღწერილია, როგორ ცხოვრობენ პანსიონის მოსწავლეები ოჯახისგან შორს, როგორ უმკლავდებიან დაბრკოლებებს, როგორ ასწორებენ შეცდომებს... სხვათა შორის, ონლაინშეკვეთისას აღმოვაჩინე, რომ მეორე წიგნიც გამოსულა.
5. აირჩიე სიკეთე!
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სიკეთე რომ ყოველთვის სწორი არჩევანია, ამაში ამ სერიის წიგნებიც გვარწმუნებენ. საოცრება ალბათ უკვე ყველამ იცის. თუ წიგნი წაკითხული გაქვთ, ამ თემაზე გადაღებული ფილმის ნახვაც შეიძლება ბავშვებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, საოცრებას ერთგვარი გაგრძელებაც აქვს — ავგუსტი და მე, რომელიც არანაკლებ ავსებს მკითხველს ემოციებით. საერთოდ, რომელი წიგნიც უნდა აირჩიოთ ამ სერიიდან, იქნება ეს კეთილიონი თუ თევზი ხეზე, ჯაფარა თუ ულისი, შვილებთან ერთად საინტერესო დისკუსია, საუბარი, განხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება გარდაუვალია.
6. პატარა დათვის წიგნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მაიკლ ბონდის პადინგტონი სულაკაურის გამომცემლობამ მოსწავლის ბიბლიოთეკის სერიით გამოსცა, თანაც სამივე ნაწილი. შესაძლოა, ბავშვებმა ფილმის ნახვა უკვე მოასწრეს, ჰოდა, საყვარელ დათუნასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ გაახარებთ და გააბედნიერებთ. თავად ავტორი ამ პერსონაჟს ასე გვიხასიათებს: "მუდამ მჯეროდა და მჯერა, რომ პადინგტონი ნამდვილად არსებობს. ის მყარად დგას მიწაზე და მშვენივრად შეუძლია კარგის და ცუდის გარჩევა. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ მოიქცეოდა პადინგტონი ჩემს ადგილზე".
7. ჩვენი ბავშვობის წიგნები
კარგია, რომ დღესაც არსებობს ჩვენი ბავშვობის წიგნები, რომლებიც შეგვიძლია შვილებსაც შევთავაზოთ. ამის კარგ საშუალებას მოსწავლის ბიბლიოთეკის სერია იძლევა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ: რეზო ინანიშვილის ბიბო და სხვა მოთხრობები, აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები, იაკობ გოგებაშვილის იავნანამ რა ჰქმნა და სხვა მოთხრობები, ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა და სხვა მოთხრობები და სხვა.
8. ანე-კატარინე ვესტლის სახალისო წიგნები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საბავშვო კლასიკად აღიარებული ვესტლის წიგნები ჩვენს ბიბლითეკაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. დიდი ოჯახის ოჯახური ალიაქოთი, ხალისი და ჟრიამული სწორედ ამ წიგნების დახმარებით დაბრუნდება. დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა სათაურიდანვე გვატყობინებს, რომ წინ სახალისო თავგადასავალი გველის, დიდედა და რვა ბავშვი ტყეში კი ბევრ მოულოდნელობას გვპირდება. გაითვალისწინეთ, მოსწავლის ბიბლიოთეკის სერიით ვესტლის შვიდივე წიგნი გამოცემულია.
9. ჯეფ კინის წრიპა წიგნები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
წიგნი სულაც არაა წრიპა. წრიპა ამ წიგნის პერსონაჟია — ბავშვების საყვარელი გრეგ ჰეფლი. ამბობენ, რომ ამ სერიამ თავისი ორიგინალური და განსხვავებული დიზაინის გამო ბავშვები წიგნებს დაუბრუნა. წრიპა ბიჭის 10-ვე წიგნი ყველას გაგახალისებთ, როული ჯეფერსონის ჩანაწერები კი წრიპა ბიჭს მისი საუკეთესო მეგობრის თვალით გაგაცნობთ და წარმოგიჩენთ. ერთი ამბის ორი ვერსია, სხვადასხვა ინტერპრეტაცია კარგი მასალა იქნება შვილებთან საინტერესო დისკუსიის გასამართადაც.
10. ლიზ პიშონის თავბრუდამხვევი წიგნები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ძალიან ფერად, საინტერესო და, მართლაცდა, თავბრუდამხვევ წიგნებს აღმოაჩენთ ტომ გეიტსის სერიაში. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ბავშვები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ ხოლმე. აი, მაგალითად, ტომ გეიტსი ხატავს. მისი ძალიან სასაცილო ჩანახატები და საინტერესო ჩანაწერები მშობლებსაც გულიანად გაგაცინებთ.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები