Amazon კორონავირუსთან გასამკლავებლად 100 000 თანამშრომელს დაიმატებს
კორონავირუსის გამო Amazon 100 000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ადამიანებს თვითზოლაციაში ყოფნა მოუწიათ შესაბამისად შეკვეთებისა და გამოწერების რიცხვიც მკვეთრად გაიზარდა.
როგორც კომპანიის განცხადებიდან ვიგებთ, რომელიც მან ორშაბათს გაავრცელა, მათ საწყობისა და მიტანის სერვისის თანამშრომლები ესაჭიროებათ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ აპრილიდან ამ პოზიციაზე მომუშავეთა ხელფასი საათში 2$-ით გაიზრდება.
ნელ-ნელა, სულ უფრო მეტი ამერიკელი რჩება სახლში, რათა კორონავირუსს აარიდოს თავი, შესაბამისად ისინი სურსათისა თუ სხვა საჭირო ნივთების შესაძენად ელექტრონულ წყაროებს ეძებენ.
პარასკევს, ამაზონმა განაცხადა, რომ პრაიმის მომხმარებლებს მცირედი შეფერხებები ექნებოდათ და ამასთან ერთად მოთხოვნადი პროდუქტის მარაგებიც იწურებოდა.
"ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეტწილად მოწყვლად ჯგუფში შემავალი ადამიანები სახლში დარჩენას ამჯობინებენ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი სახლამდე მივუტანოთ. მოთხოვნა ძალიანაა გაზრდილი, ამიტომ თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდას მოითხოვს" — განაცხადა ამაზონის საერთაშორისო ოპერაციების პირველმა ვიცე პრეზიდენტმა დეივ კლარკმა.
კომენტარები