ფოტორეპორტაჟი ჩრდილოეთ კორეიდან: სარკმელი წარსულში
"100 მეტრის სიღრმეზე გაჭრილი ფხენიანის მეტრო, იმის გარდა რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ღრმა სამგზავრო სისტემაა, ამასთან ყველაზე მისტიკურიცაა.
მხოლოდ მცირე რაოდენობით, რამდენიმე ათას ტურისტს შეუძლია ყოველწლიურად კორეის სახალხო რესპუბლიკას ესტუმროს, ისიც სპეციალურად დაგეგმილი ტურების მეშვეობით. გარკვეულ ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად არის შეზღუდული. ასე რომ, ჩრდილოეთ კორეის ყოველდღიური ცხოვრება, ჩვეულებრივ, გარეშე პირებისთვის დამალულია", - CNN 25 წლის ჰონგ კონგელი ფოტოგრაფის, ელეინ ლის ინტერვიუსა და ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მან ოქტომბერში გადაიღო, მისი პირველი ვიზიტისას ჩრდილოეთ კორეაში.
CNN-თან ინტერვიუში იგი იხსენებს, რომ ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით, რაიმე ნებართვა არ აუღია, მისი თქმით, ტურის გიდები მგზავრობის განმავლობაში თან დაჰყვებოდნენ, თუმცა პლატფორმაზე შეეძლოთ თავისუფლად ეხეტიალათ. მისივე თქმით, მატარებლით მგზავრობისას მხოლოდ გარკვეულ სადგურებზე შეეძლო ემგზავრა.
კომენტარები