აშშ-ს საელჩო გიგი უგულავას დაკავების შემდეგ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: აშშ-ის ელჩი საქართველოში
აშშ-ს საელჩო საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ ელჩი იმედგაცრუებულია, რადგან რისკის ქვეშ დადგა საარჩევნო სისტემაზე დაწყებული დიალოგის გაგრძელება.
საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი. მათი თქმით, ეს იქნება საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად:
"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს.
აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.
დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან".
უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი
თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
- კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა სამართლისა და ინსტიტუტების ნგრევის, ვაგრძელებთ ბრძოლას — ბაქრაძე
- დიქტატორულ ქვეყნებზეც არ მახსოვს, რომ ერთ ბრალზე ადამიანი ორჯერ გაესამართლებინათ — ნინოო ბურჯანაძე გიგი უგულავაზე
სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
კომენტარები