ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
ფოტო: Alice Chiche / AFP / Getty Images
როგორც მის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაშია, ახალი დღე დადგა — და ამ დღემ ძალზედ სასიხარულო ცნობა მოგვიტანა. ეს დღე კი სელინ დიონის 58-ე იუბილე აღმოჩნდა. სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე დააანონსა ლეგენდარულმა კანადელმა მომღერალმა სცენაზე დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. სანამ ანონსი მთელ ინტერნეტსივრცეს მოიცავდა სინათლის სიჩქარით, მანამდე ამბავი პარიზელებმა შეიტყვეს — ეიფელის კოშკიდან დიონის ყველაზე ცნობილი ჰიტები გაჟღერდა, მერე კი ეკრანზე თავად პოპვარსკვლავი გამოჩნდა და საფრანგეთის დედაქალაქს საშემოდგომოდ კონცერტებს დაჰპირდა...
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას, ლოცვებს, კეთილშობილებასა და სიყვარულს", — ამბობს სელინი ვიდეოში, — "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად დამეხმარეთ და როგორ გაიმართლა, რომ გვერდში ასე მედექით. წელს კი, დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარს ვიღებ. შესაძლებლობა მეძლევა, გნახოთ და სექტემბრიდან ისევ წარვდგე თქვენ წინაშე პარიზში. თავს კარგად და მხნედ ვგრძნობ, აღტაცებული ვარ. ცხადია, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ ყველაზე მეტად მადლიერებით ვარ სავსე. ყველანი მიყვარხართ. მალე შეგხვდებით".
12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, დიონი პარიზში ათ კონცერტს გამართავს. ბილეთები 10 აპრილიდან გაიყიდება, თუმცა, თუკი სელინის წინა კონცერტებს გავიხსენებთ და ფანების განსაკუთრებულ მოლოდინსაც მივიღებთ მხედველობაში, სრულად ამოყიდვას დიდი დრო არ დასჭირდება. 2019 წელს, როცა პოპვარსკვლავი ტურნეს მართავდა, პარიზის კონცერტზე დასასწრები 200 ათასი ბილეთი საათ-ნახევარში გაიყიდა.
ფოტო: Getty Images
სელინ დიონმა კონცერტი ბოლოს ექვსი წლის წინ გამართა. მას შემდეგ მუსიკოსს მოუწია, გამოსვლები რამდენჯერმე გადაედო. 2022 წლის მიწურულს კი დიონმა განაცხადა, რომ გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება, თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრების რთული მომენტები ვიხილეთ სელინზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში I Am: Celine Dion, რომელიც 2024 წელს გამოვიდა.
"ხოხვაც რომ მომიწიოს, სცენას მაინც დავუბრუნდები; ხელებით ლაპარაკიც რომ დამჭირდეს, მაინც. ამას ვიზამ", — განაცხადა დიონმა 2024 წელს და ეს დაპირება შეასრულა კიდეც რამდენიმე კვირაში: მან პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერა.
- ნახეთ სელინ დიონის გამოსვლა პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
- დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
დიონი, რომელმაც 1988 წლის ევროვიზიაზე შვეიცარიის სახელით გაიმარჯვა, გასული წლის ევროფესტივალზეც იყო მიწვეული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბაზელში ჩასვლა ვერ შეძლო.
20 წლის ასაკში ევროვიზიის მოგების შემდეგ, სელინ დიონმა მსოფლიოს ყველაზე დიდი სცენები დაიპყრო და მუსიკის ნამდვილ ლეგენდად იქცა. 200 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები