ჩინეთში, კერძოდ, ჩუნცინის მუნიციპალიტეტში, 800 მეტრზე გრძელი ესკალატორი ააშენეს, რომელსაც "ქალღმერთი" უწოდეს. ესკალატორი უშანში, ქალაქის ცენტრზე გადის. ვიზუალურად ისე ჩანს, თითქოს ეს ნაგებობა ცას ეხებაო.

როგორც The Financial Times განმარტავს, ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორია: მასზე ასვლას 21 წუთი სჭირდება. როგორც ერთ-ერთი ინჟინერი ამბობს, ამ სიგრძის სხვა ესკალატორი არ არსებობს: არც უკვე აშენებული და არც დაწყებული.

"ქალღმერთი" რამდენიმე ცალკეული ესკალატორისა და ლიფტისგან შედგება, რომლებიც საბოლოოდ ერთ სისტემას ქმნის. ესკალატორის კიბეები შვეიცარიულმა კომპანიამ, Schindler-მა, შექმნა, რის შედეგადაც ისინი შანხაის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ საწარმოში დაამუშავეს. სხვათა შორის, კომპანიის ჩინურ ფილიალს ჩუნცინის მეტროს სისტემისთვის 1400-მდე ესკალატორი აქვს დამზადებული.

მოხსენების თანახმად, ახალი ესკალატორით ყოველდღიურად 9000 ადამიანი სარგებლობს. ერთი მიმართულებით მგზავრობა საათში $0.43 ჯდება. გასულ თვეში გაზაფხულის ფესტივალი მოეწყო, ამ დროს ესკალატორით 450000-მა ადამიანმა ისარგებლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.