26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს. ალიანსმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აქცია დაანონსა. ამის შესახებ ალიანსის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.
ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან — სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას.
სწორედ ამიტომ, დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ — ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.
ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ — ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია.
ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია:
პირველი — უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს — ყველგან, სადაც ისინი არიან.
მეორე — უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში.
მესამე — ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად.
მეოთხე — უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა.
და ბოლოს — უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით — ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.
ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.
ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები.
გვინდა მადლობა ვუთხრათ ბრძოლისთვის ყველას, ვინც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში; ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა; ვინც დღეს დგას თავისუფლების დაკარგვის რისკის წინაშე; ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ; ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს.
ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში. ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში.
ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.
ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას. არავის ვპირდებით სასწაულებს.
მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად:
თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი.
ამიტომ, ყველას გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო 2 თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში," — აცხადებს ოპოზიციის ალიანსი.
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები