როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
ფოტო: Freepik
ყველას გამოგვიცდია, ალბათ, შიმშილის მოულოდნელად მოვარდნილი ის ტალღა, მაცივრის ძრავის ხმას რომ გვაგონებს ხოლმე კედლებს მიღმა; ან კიდევ, თაროზე დაწყობილ უგემრიელეს საჭმელს მთელი სიცხადით წარმოგვადგენინებს და გვაფიქრებინებს, რომ თუ ყველაფერს სასწრაფოდ არ ვშთანთქავთ, სამყარო დასრულდება.
თუმცა, ხშირად ეს ძლიერი შიმშილი ისეთი სწორი და ობიექტური სიგნალიც არ არის, როგორადაც გვეჩვენება. ხანდახან ის მართლა ტალღას ჰგავს — მოდის, პიკს აღწევს და თუ მაშინვე არ ავყევით, ცოტა ხანში მშვიდდება კიდეც.
ფოტო: Giphy
ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ პირველივე იმპულსზე მაცივრის კართან მივვარდეთ, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ. ხშირად ტვინის (და კიდევ უფრო მეტად, კუჭის) ეს გამაწვრილებელი ხმაური დაახლოებით 15-20 წუთი გრძელდება, მერე კი ქრება.
არ შეგეშალოთ, იმას ნამდვილად არ გეუბნებით, რომ შიმშილი უნდა დავაიგნოროთ ან თავი ძალით ვაშიმშილოთ. უბრალოდ, იმის გარჩევა უნდა ვისწავლოთ, რა არის ნამდვილი, ფიზიკური შიმშილი და როდის გვინდება ჭამა მხოლოდ იმიტომ, რომ დავიღალეთ, მოვიწყინეთ ან ავნერვიულდით.
რა უნდა ვქნათ ამ 20 წუთის განმავლობაში?
ვიდრე მაცივრისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართები, საკუთარ თავს შემოუძახე — 20 წუთი მოცდა ხომ ნამდვილად შეგიძლია! დააკვირდი: თუ დროის გასვლის შემდეგ მაინც გეშიება, მერე ჭამე. ამით ორგანიზმს საშუალებას მისცემ, გაარკვიოს, ნამდვილად საჭმელი სჭირდებოდა თუ ეს უბრალოდ იმპულსური შემოტევა იყო.
წყლის დალევაც აუცილებლად დაგეხმარება, ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა — შეგიძლია ის კარადა მიალაგო, რომლის დალაგებაც ასე დიდი ხანია გინდა და დრო არასდროს გამოგიჩნდა. ფანჯარასთან რამდენიმე წუთით დადგომაც კარგი საშუალებაა. მთავარია, საკუთარ თავს ცოტა დრო მისცე, რომ პიკმა გადაიაროს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შიმშილის გადავადება საკუთარ თავთან ომად არ იქცეს. თუ 20 წუთის გასვლის შემდეგ ჭამა ისევ გინდა, მაშინ ეს ნამდვილად ფიზიკური შიმშილია. უბრალოდ, პაუზის შემდეგ უფრო გააზრებულად შეარჩევ, რა და რამდენი ჭამო.
ისე კი, თუ მძაფრი შიმშილის ტალღები ხშირად გაქვს, შეიძლება პრობლემა ნებისყოფაში საერთოდ არ იყოს. ზოგჯერ ეს იმის ნიშანია, რომ დღის განმავლობაში საკმარისად არ ჭამ ან ზედმეტად დიდი შუალედებით ჭამ. შეიძლება, ცილა და ბოჭკოც გაკლია და ალბათ, სხეულიც ამის გამო ხშირად ვარდება პანიკაში.
გახსოვდეს, 20 წუთი მოცდა ბევრად უფრო მარტივად მიღწევადი მიზანია, ვიდრე საკუთარ თავთან დაუსრულებელი ბრძოლა.
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
კომენტარები