საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ფასის მომატება გასაკვირი არაა, რადგან "ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა". მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომიშავების არც ერთი მიმართულება.
- სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
- ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
- დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
საბა ბუაძე ასევე წერს, რომ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში საქართველომ თითქმის 8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა.
"დღეს ნარმანიამ ელექტროენერგიის მორიგი 5 თეთრიანი გაძვირების შესახებ გვამცნო.
რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას?
1. ტოტალური კორუფცია;
2. უკიდურესი უცოდინრობა და ხედვის არარსებობა.
რა თქმა უნდა, ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა.
ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომიშავების არც ერთი მიმართულება — გამოუყენებელია ჰიდრო-რესურსები, აუთვისებელია ქარის და მზის ენერგიის რესურსი, რამაც უნდა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.
მინიმუმ სამი ჰესი მახსენდება, რომელთა მშენებლობაც არა მხოლოდ გაჩერდა, არამედ სახელმწიფოს დამატებით უდიდესი ფინანსური ზიანი მოუტანა — ესენია ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი. ამავდროულად თითებზე ჩამოსათვლელია ქარის და მზის სადგურების რაოდენობა, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ეკონომიკას — მხოლოდ 2026 წლის თებერვალში საქართველომ იყიდა თითქმის 8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია", — დაწერა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება. მიღებული გადაწყვეტილება ყველა სექტორისთვის იმოქმედებს 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 2031 წლის 1-ელ იანვრამდე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები