ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნასა და კულტურასთან დაახლოებას ემსახურება. ამჯერად, მწერალი არჩილ ქიქოძე მოგვითხრობს გურამ რჩეულიშვილისა და ნიკო სამადაშვილის შემოქმედებასა და იმ ადგილებზე, რომლებმაც ისინი შთააგონა.
“მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით“.
ასეთი ლამაზი და შემზარავი მეტაფორით ჩნდება უფლისციხე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში — უსახელო უფლისციხელი.
გურამ რჩეულიშვილი მარად ახალგაზრდა მწერალი იყო — თაობის კერპი, კაცი, რომელმაც სოცრეალიზმის ხანგრძლივი ბატონობის შემდეგ, ქართულ ლიტერატურაში რეალური დრო და ნამდვილი ადამიანი შემოიყვანა — თავისი გრძნობებით, ტკივილით, სიყვარულით. მისი ახალგაზრდული და მართალი ხმა ზარივით გაისმა ორმოცდაათიანი წლების ბოლოს.
ისტორიულ მოთხრობებს რჩეულიშვილი ნაკლებად წერდა. მაგრამ ერთხელ ეს მოუსვენარი კაცი ქვახვრელის სადგურზე ჩამოვიდა მატარებლიდან და უფლისციხე მოინახულა. ადგილი მოთხრობის შთაგონება გახდა და დაიბადა უსახელო უფლისციხელი — პატარა მოთხრობა, რომელიც ზმანებას გავს და სიუჟეტი პირდაპირ მკითხველის თვალწინ იბადება.
მოთხრობაში ნარკვევის დასაწერად მთხრობელი ქვაში ნაკვეთ ნაქალაქარს სტუმრობს. გამგზავრებამდე ისტორიულ წყაროებს ეცნობა, ემზადება. მერე კი დიდხანს დახეტიალობს ძეგლზე — ათვალიერებს ელინისტური პერიოდის ჩუქურთმებს. იცის, რომ აქაურობამ არაბებისა და სხვათა შემოსევებს გაუძლო.
მთხრობელი კითხვას სვამს: როგორ შეიძლება, რომ ისტორიას მეფეებისა და მხედართმთავრების გარდა, არც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის სახელი არ შემორჩა? რატომ არ მოვიდა ჩვენამდე გლეხი კაცის გმირობის არც ერთი ამბავი? ეს პირდაფჩენილი სიცარიელე უსამართლოდ ეჩვენება და ამოვსებას თავად ლამობს. იგონებს უსახელო გმირს და მის გმირობაზე გვიამბობს.
უფლისციხეს მტერია მომდგარი. მტრის მხედართმთავარი სიმაგრეზე იერიშისთვის ემზადება და არ იცის, რომ მასთან მყოფი უენო მონა სწორედ სწორედ აქაურია — უფლისციხელია. ტყვეობაში გატარებული წლების შემდეგ მონა სამშობლოში მოხვდა და ახლა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სამშობლოს მხსნელი უნდა გახდეს.
ყინვიან ღამით მონა ბანაკიდან იპარება, რათა თავისიანებს მტრის გეგმა შეატყობინოს. მთელი ღამე მიხოხავს გაჭრილ თხრილში, ხელ-ფეხი ეყინება, მაგრამ მაინც ასწრებს ზმუილითა და სხეულის ენით ციხე-ქალაქის მცველების გაფრთხილებას. ქალაქი გადარჩება. მტერი მარცხდება.
დილით მზე ამოდის და ციხისთავი ვამეხი გამარჯვებას ზეიმობს. ჩვენ ისევ გამარჯვებული დიდებულის სახელი ვიცით და ნამდვილი გმირი ისევ უსახელოდ რჩება.
უფლისციხის კედლებზე ჯოჯოები დაცოცავენ. იქნებ წარსულის მეციხვნეთა სული ჩასახლებულა მათში...
უფლისციხიდან ატენის სიონამდე მცირე მანძილია. ოღონდ ეს ორი ადგილი ერთმანეთს სულ არ ჰგავს. გამოქვაბულების ქალაქი მუდამ ქარიანი მტკვრის განიერ ხეობაში მდებარეობს. მეშვიდე საუკუნის ეკლესია კი ატენის ვიწრო და მყუდრო ხეობაში, პატარა მდინარე ტანას ნაპირასაა კლდეზე დასკუპებული. ტანა რაკრაკით მოედინება, მის ნაპირზე ძველი წისქვილი დგას. კიდევ ფერდობზე შეფენილი ვენახები…
ეს ადგილიც შთაგონებაა, დიდი და დაუფასებელი პოეტი ნიკო სამადაშვილის, რომელსაც სიცოცხლეში ერთი ლექსის გამოქვეყნებაც არ ღირსებია.
სამადაშვილი ატენის სიონით მოჯადოებული ქართლელი კაცი იყო. მის ლექსში —ატენის სიონი ეკლესიის კედელზე გამოსახული ირმებისთვისაც მოინახა ადგილი. მეტიც, პოეტმა მიწის პატარა ნაგლეჯზე მთელი ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო დაატია. “ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს..." პატარა მდინარე ტანა კი ამ ორი სამყაროს საზღვარი გახადა…
ამ პატარა ლექსში ყველაფერია დატეული — მოუსვენრობაც, შფოთიც, მყუდროებაც, მარადისობაც. თავზე კი ატენის სიონს ჩრჩილის დაჭმული ცა ადგას.
გურამ რჩეულიშვილი საკუთარი თაობის გამორჩეული კაცი იყო — ადვილად დასანახი და გამოსარჩევი. დღესაც იტყვი სახელ გურამს და გვარიც რომ არ დააყოლო, ბევრი მიხვდება, ვინ არის საქართველოს მთავარი გურამი.
ნიკო სამადაშვილმა ცხოვრება შეუმჩნევლად გაატარა — ბუღალტრის ტყავში გადაცმულმა. სიკვდილის წინ მეგობარს ეუბნებოდა, მთელი ცხოვრება კაცურად ვიცხოვრე და ერთი დღე არ მიცხოვრია ისე, ადამიანად რომ მეგრძნო თავიო...
ისინი ერთი წლის ინტერვალით გარდაიცვალნენ — ერთი სრულიად ახალგაზრდა, მეორე კი, სამოცს მიტანებული.
ორივე მათგანის მემკვიდრეობა საგანძურია ჩვენი, ისევე როგორც უფლისციხე და ატენის სიონი, ოდესღაც მათი შთაგონებები რომ გახდნენ.
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები