პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
პედრო პასკალი, მადონა, ხავიერ ბარდემი, მარკ რუფალო, ელიოტ პეიჯი და ჯეინ ფონდა იმ ათეულობით ჰოლივუდელ ცნობილ ადამიანს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ღია წერილს, სადაც ფედერალურ მთავრობას მოუწოდებენ, დახუროს ტეხასში მდებარე დილის იმიგრაციული საპროცესო ცენტრი (Dilley Immigration Processing Center), სადაც ICE ბავშვებსა და მათ მშობლებს აკავებს. ღია წერილი იწყება განცხადებით: "არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს ჩაკეტილი დაკავების ცენტრში".
ჰოლივუდის ვარსკვლავები უერთდებიან საბავშვო კონტენტის ავტორს, Ms. Rachel-საც, რომელმაც ამ თვეში ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც დაკავებულ ბავშვებს ვიდეოზარის საშუალებით შეხვდა და პირობა დადო, რომ დილის ცენტრის დახურვისთვის იბრძოლებს. წერილს ასევე აწერენ ხელს ჯონ ლეჯენდი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ბილი პორტერი, კიკი პალმერი, ჰასან მინაჟი, სიუზან სარანდონი და სხვა მრავალი.
NBC News-ის მიხედვით, დილიში ბავშვები უჩივიან განათლებაზე შეზღუდულ წვდომას, მუდმივად ჩართულ განათებასა და ობიან საკვებს. ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, "2300-ზე მეტი ბავშვი" აღმოჩნდა დაკავების ცენტრში მშობლებთან ერთად, სასამართლოს მიერ დანიშნული მონიტორების მონაცემებით, "მათგან აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დილიში". ბევრი მათგანი იქ კვირებით ან თვეებითაც კი რჩება.
ღია წერილში წერია: "იმიგრაციულ დაკავებაში მყოფი ბავშვები განიცდიან ტრავმას, უყურადღებობას და ცხოვრობენ პირობებში, რომლებიც არღვევს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და ადამიანის უფლებების საბაზისო სტანდარტებს. სასამართლო დოკუმენტებში აღწერილი ძალადობის შემთხვევები მოიცავს სუფთა წყლის მიწოდებაზე უარს, ჭიებით დაბინძურებულ ლპობად საკვებს, საშიშ სამედიცინო უყურადღებობას, ძილის დეფიციტს, იურიდიული დახმარების უარყოფას, ბავშვების ოჯახებისგან განცალკევებას და იმ ოჯახების მიმართ შურისძიებას, რომლებიც არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. ბავშვების ადგილი არის სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, არა დაკავების ცენტრებში".
წერილი აგრძელებს: "ჩვენ მოვუწოდებთ ფედერალურ მთავრობასა და CoreCivic-ს დაუყოვნებლივ დახურონ დილის ცენტრი, დააბრუნონ ბავშვები და ოჯახები იმ სახლებსა და საზოგადოებებში, საიდანაც ისინი წაიყვანეს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბავშვების დაკავება. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ დახურვით არ სრულდება, ვითხოვთ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სისტემურ რეფორმებს, რათა ასეთი დარღვევები აშშ-ის არც ერთ ნაწილში აღარ განმეორდეს".
Ms. Rachel, რომლის ნამდვილი სახელია რეიჩელ აკურსო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო კონტენტ-კრეატორია იუთუბზე. მისი პროექტი სიმღერები პატარებისთვის ორიენტირებულია ადრეული ასაკის ბავშვების მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე და ეფუძნება ადრეული განვითარების პრინციპებს. აკურსოს ვიდეოები მილიონობით მშობლისთვის ყოველდღიური რესურსია და ხშირად გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მეტყველების განვითარების პროცესში. სწორედ ამ ფართო გავლენის გამო მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება მისმა ჩართულობამ დილის თემაში, როცა მან საჯაროდ დაიწყო საუბარი დაკავებულ ბავშვებზე და მათთან პირდაპირი კომუნიკაციაც სცადა. ცოტა ხნის წინ მან ვიდეოზარით დაურეკა 9 წლის დეივერ ჰენაო ხიმენეს, რომელიც მარტის დასაწყისში მშობლებთან ერთად იქ მოათავსეს. ეს მისი მეორე ვიდეოზარი იყო დაკავებულ ბავშვთან, პირველად ის 5 წლის გეილს ესაუბრა.
NBC News-თან საუბრისას აკურსომ თქვა: "სრულიად დაუჯერებელი იყო ამ პატარა, კეთილი სახის დანახვა და იმის შეგრძნება, თითქოს ზარზე ვიყავი ვინმესთან, ვინც ციხეშია. ეს გულს მიკლავდა და არასდროს მეგონა, რომ ასეთ რამეს ცხოვრებაში შევხვდებოდი… ვცდილობთ, ბავშვი ციხიდან გამოვიყვანოთ, რომ მართლწერის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვებს ერთ წინადადებაში ვიტყოდი".
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები