ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ში მელანია ტრამპის ინიციატივით გამართულ გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მისი განმარტებით, მელანია ტრამპის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა.
ბაია კვიციანი ასევე წერს, რომ "ვაშინგტონში საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა". აღნიშნული შეხვედრა საქართველოში აშშ-ის საელჩოში შედგა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონისა და დელეგაციის ოფიციალური მიწვევა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში გამართულ, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გლობალურ სამიტზე — "ერთად უკეთესი მომავლისთვის" — უნიკალური შესაძლებლობა იყო, 45 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ხმა გაჟღერებულიყო მსოფლიო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას იმ ქვეყნების წრეში, რომლებიც გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ.
პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა — მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის — "ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია", — გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა.
მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი თამარის ინტერაქციები აშშ-ის პირველ ლედისთან, ასევე მოწვეული ქვეყნების პირველ ლედებთან, გლობალური სამიტის ინიციატივის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ასევე, სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენა, სადაც საშუალება მოგვეცა გავცნობოდით განათლების მიმართულებით უახლეს ინოვაციურ სერვისებსა და ინსტრუმენტებს ისეთი გლობალური კომპანიებისგან, როგორებიც არიან — Starlink, Alpha, Adobe, Microsoft, Meta, OpenAI, Gemini. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სერვისებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება შესაძლებელია ქვეყნის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რაც ქმნის რეალურ და პრაქტიკულ საფუძველს განათლების სისტემის გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიმართულებით.
ვაშინგტონში საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და შეეხო მომავალი წლის კონგრესის საქართველოში ჩატარების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობას", — დაწერა ბაია კვიციანმა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები