ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
ფოტო: Freepik
დიდი ხნის განმავლობაში, მენეჯმენტი ასოცირდებოდა საათივით აწყობილ მექანიზმთან, რომელიც მკაცრად აკონტროლებს თანამშრომლების მუშაობას და უწევს მათ მუდმივ ზედამხედველობას.
თუმცა, დროთა განმავლობაში, თანამედროვე კომპანიები მიხვდნენ, რომ კარგი მენეჯმენტი არა თანამშრომლებზე დაკვირვება, არამედ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ხელშეწყობაა. კარგი მენეჯმენტი თანამშრომლისთვის ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც თითოეული ადამიანი თავს კომპანიის ღირებულ ნაწილად იგრძნობს.
როგორ უნდა იზრუნოს მენეჯმენტმა?
დღეს ნიჭიერი თანამშრომლის შენარჩუნების მთავარი საშუალება არა მაღალი ანაზღაურება, არამედ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა. მაგალითად, თუკი დასაქმებულისთვის ხელფასი მისაღებია, მაგრამ მუშაობის პროცესი მეტ-ნაკლებად სტრესული — გრძელვადიანი თანამშრომლობა თითქმის წარმოუდგენელია.
კომპანიის მთავარ უპირატესობას განვითარებაზე ორიენტირებული გარემო წარმოადგენს, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
მენტალური კეთილდღეობა — ბალანსი, როგორც პროდუქტიულობის საფუძველი
კარგი მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, თანამშრომლის მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. როდესაც თანამშრომელი გრძნობს, რომ სამუშაო პროცესში მის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, პროდუქტიულობაც იზრდება.
გარდა ამისა, კარგ მენეჯმენტს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის არსებობს ბალანსი, რომლის დაცვა მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, როცა ბალანსი ირღვევა, თანამშრომელი კარგავს ენთუზიაზმს, შრომისუნარიანობასა და საქმის დასრულების სურვილს, რაც, ცალსახად, აისახება სამუშაოს შედეგებზე.
აღიარება და ავტონომია — ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც კარგი მენეჯმენტი ითვალისწინებს, არის თანამშრომლების ნდობა — მაგალითად, როცა მენეჯერი ნიჭიერ თანამშრომელს აძლევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
გარდა ამისა, მუშაობის პროცესში კომპანიის მხრიდან თანამშრომლების დაფასება და მათი შესრულებული საქმის აღიარება წარმატებული თანამშრომლობის გარანტია.
უწყვეტი განათლება — ინვესტიცია, რომელიც სამუდამოდ რჩება
როდესაც საუბარია თანამშრომლის განვითარებაზე, ხშირად მოიაზრება პატარ-პატარა შეხვედრები, თუმცა დასაქმებულის მიმართ რეალური ზრუნვა მათთვის უწყვეტი განათლების მიცემის შესაძლებლობაა.
შედეგად, კომპანიის თანამშრომლები ეუფლებიან ახალ, თანამედროვე ტენდენციებზე მორგებულ უნარებს, მენეჯმენტი კი იღებს მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს, რომელსაც ახალი, განსხვავებული ხედვა შემოაქვს მუშაობის პროცესში. შესაბამისად, ეს არის ინვესტიცია, რომელიც არასოდეს უფასურდება.
რატომ არის უცხო ენა მენეჯმენტის ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია?
დღესდღეობით ინგლისური ენა უნივერსალური კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და პროფესიის ადამიანებს აკავშირებს.
ვინაიდან მსოფლიო პროფესიული რესურსებისა და ლიტერატურის უდიდესი ნაწილი სწორედ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი, ამ ენის ფლობა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, იყოს გლობალური პროცესების მონაწილე და ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა უახლეს ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებზე.
გარდა ამისა, ინგლისურის ენის ცოდნა თანამშრომელს ეხმარება, მარტივად შევიდეს კომუნიკაციაში უცხოელებთან, რაც ზრდის მის თავდაჯერებულობას, აძლევს გამოცდილებასა და ენის არცოდნის გამო ნაკლებად არის სტრესში. ამასთანავე, თანამშრომელი, რომელიც გამართულად ფლობს ინგლისურს, მნიშვნელოვანია მენეჯმენტის წარმატებისათვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო ენის ჯგუფური სწავლება ეფექტური Teambuilding-ია. The Guardian-ის კვლევის მიხედვით, კორპორაციული სწავლება ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, ერთმანეთისგან სწავლასა და სხვადასხვა უნარის განვითარებას. ამასთანავე, ჯგუფური გაკვეთილები ადამიანს ეხმარება ინფორმაციის უკეთ ათვისებაში.
ბექას სკოლა — გამოცდილი პარტნიორი ამ გზაზე
სწორედ აქ ერთვება ბექას სკოლა, სადაც ინგლისურის შესწავლა უშუალოდ კომუნიკაციასა და პრაქტიკას ეფუძნება.
8-წლიანი სტაჟითა და 80-ზე მეტი პარტნიორი კომპანიით, (მათ შორის, ბანკები, კორპორაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი სტარტაპები) ბექას სკოლამ კარგად იცის კორპორაციული სექტორის მოთხოვნები და ის ამ საქმეში ნამდვილად გამოცდილია.
ფოტო: ბექას სკოლა
ბექას სკოლა თანამედროვე კომპანიებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ კურსს, ქართველი და უცხოელი მასწავლებლების ჩართულობას, კურსის დაგეგმვას, მოქნილ გრაფიკს, არაფორმალურ აქტივობებს, ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატსა და, რაც მთავარია, გაკვეთილების ჩატარებას როგორც საკლასო, ისე ონლაინ სივრცეში.
თუ გსურს, თქვენს თანამშრომლებს ხელი შეუწყოთ პროფესიულ განვითარებაში და ამით კომპანიასაც სარგებელი მოუტანოთ, ინგლისური ენის სწავლა ბექას სკოლაში კარგი დასაწყისია.
გაეცანი ბექას სკოლის კორპორაციულ სერვისს და იზრუნე შენი თანამშრომლების განვითარებაზე.
ფოტო: ბექას სკოლა
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები