Amnesty International-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თავის ყოველწლიურ ანგარიშში 2015 წელს საქართველოში არსებულ რამდენიმე პრობლემურ საკითხს მიმოიხილავს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლებების ფაქტზე და აღნიშნულის მაგალითად გიგი უგულავას საქმე მოჰყავს. უგულავა 2015 წლის 17 სექტემბერს გათავისუფლდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც მისი წინასწარი პატიმრობა უკანონოდ სცნო კანონით დადგენილი 9 თვიანი ვადის გადაჭარბების გამო. უგულავა 18 სექტემბერს კვლავ დააკავეს, მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა.
ანგარიშში ნახსენებია ლევან მურუსიძის მოსამართლედ ახლიდან არჩევის ფაქტიც. "მიუხედავად მოლოდინებისა, მოსამართლე, რომელიც 2006 წელს მკვლელობის გახმაურებული პროცესს თავმჯდომარეობდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კვლავ დამტკიცდა თანამდებობაზე." ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია ახსენებს რუსთავი 2-ის საქმესაც. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები რამდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა. ანგაროშში ნახსენებია ნიკა გვარამიას განცხადება მასზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ვერ შეაჩერა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.
ლგბტ თემის უფლებების ნაწილში Amnesty International საბი ბერიანის მკვლელობის ფაქტს ახსენებს. ანგარიშის ამ ნაწილში ნათქვამია, რომ სასამართლომ მკვლელობა თავდაცვად შეაფასა და შესაბამისად ბრალდებული საქმის ამ ნაწილში გამართლდა, ხოლო მკვლელობის დაფარვის მიზნით გაჩენილი ხანძრის გამო დამნაშავეს კერძო საკუთრების დაზიანებისა და მსხვერპლზე თავდასხმის გამო 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქვე ნახსენებია 2013 წლის 17 მაისს დარბევაში მონაწილე ადამიანების პროცესიც, "მიუხედავად ვიდეო მასალისა, რომელიც წარმოდგენილი იყო პროცესზე, სასამართლომ ბრალდებულები სამხილების არარსებობის გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა." წერია ანგარიშში. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უარი განაცხადა ლგბტ თემისთვის უსაფრთხოების გარანტია მიეცა, თუ ისინი 17 მაისს ღია ღონისძიებას დაგეგმავდნენ.
საქართველოზე ანგარიშის ბოლო ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცები და სახალხო დამცველი კვლავ იტყობინებიან პატიმართა და დაკავებულთა წამებისა და ცემის ფაქტების შესახებ.
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
კომენტარები