სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა. ჟურნალისტებმა ისაუბრეს საფრთხეზე, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობას ეხება.
ლომჯარიამ განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტთა საქმიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პოლიტიკას და ყურადღებით დააკვირდება ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.
"ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევა, მით უმეტეს იმ ხერხებითა და იმ ფორმებით, რაც ჩემთვის გახდა ცნობილი, მიუღებელია და ეს მოვლენები არაჯანსაღ გარემოს ქმნის ტელევიზიაში", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.
მაუწყებლობის დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არსებული კონფლიქტური სიტუაცია ორივე მხარეს უქმნის სირთულეს. სახალხო დამცველმა გიორგი კოხრეიძეს ურჩია მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჟურნალისტების მისამართით შენიშვნებისა და მითითებებისაგან და ძირითადი ყურადღება საორგანიზაციო და მენეჯმენტის საქმიანობაზე გაამახვილოს. ასევე, მას მართებულად მიაჩნია აუდიტის მოწვევა და ექსპერტთა ჩართულობით ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.
წინა დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და ამჟამადაც დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.
- სტუდიაში ცენზურის სუნი მცემს — აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი
- შეწყვიტოს შანტაჟი და თავდასხმა — აჭარა TV-ის ჟურნალისტების აქცია დირექტორის წინააღმდეგ
- შიშებისთვის არსებობს ლოცვა და გამოლოცვა — აჭარა TV-ის დირექტორი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს
- დირექტორის თქმით, ამერიკაში თავშესაფრის მიღების გამო ვაკრიტიკებ — აჭარის TV-ს ჟურნალისტი
კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა 8 თვის განმავლობაში 3 კონკურსზე ვერ შეძლო. კოხრეიძე კი 22 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ აირჩია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები