შეხლა-შემოხლა და დაკავება პანორამა-თბილისისა და ივანიშვილის საწინააღმდეგო აქციაზე
ხვალ, 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატა ფერაძისა და კიდევ ორი პარტიზანი მებაღის პროცესი უნდა გაიმართოს. პოლიცია მათ დაუმორჩილებლობას ედავება.
აქცია პანორამას პროექტის წინააღმდეგ
7 მაისს, კოჯრის გზატკეცილზე, ბოტანიკურ ბაღთან, მოძრაობის "ერთად" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების ის წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც პანორამა-თბილისის პროექტსა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ნაწილის შეძენას აპროტესტებდნენ.
მოქალაქეები ადგილზე მივიდნენ ტრანსფარანტებით "ქალაქი ჩემია", "პაNOრამა", "რა უნდა ზვიგენს მთაზე" და ა.შ.
აქციაზე მისულ მოქალაქეებს ადგილზე პოლიცია დახვდათ, რომელმაც აქტივისტებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა.
აქციაზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის პროექტ პანორამას წინააღმდეგ აქციები გაგრძელდება:
"არ გამოვრიცხავ ძალიან რადიკალურ ფორმებს იმიტომ, რომ უკვე ძალიან შეურაცხმყოფელი და ზღვარგადასულია ერთი ადამიანის ქცევა. საჯარო სივრცეს ყველამ პატივი უნდა სცეს, მით უფრო ისეთ ქალაქში, სადაც თითქმის აღარ არის რეკრეაციული ზონები".
ელისაშვილის თქმით, ივანიშვილი თავისი გეგმით ყველას მოტყუებას ცდილობს და ამას მერიის დახმარებით აკეთებს:
"ძალიან ეშმაკურ გეგმას ახორციელებს [ბიძინა ივანიშვილი] მერიის მეშვეობით და შეცდომაში შეჰყავს საკრებულოც და ხალხიც. ვითომ გზა გაგყავს, ამ დროს ზონას უცვლი, მერე ამას ისაკუთრებ... არ შეიძლება ერთი კაცი, ერთი მოქალაქე, რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს, თავზე დააჯდეს მთელ ქალაქს და წაართვას მისი კუთვნილი რეკრეაციული ზონა".
ელისაშვილის თქმით, კონკრეტული პროექტის შესახებ საკრებულოში ინფორმაცია არ შესულა. On.ge-ს კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა რადიკალური ზომების მიღებაში, დამოუკიდებელმა დეპუტატმა უპასუხა, რომ ეს ნელ-ნელა გამოჩნდება.
პოლიციის კორდონი და აქტივისტების მოთხოვნა
აქციის მონაწილეებს კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებდნენ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ეს იყო ეს არის კერძო სივრცე და ისინი იცავენ კანონს.
პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთი აქტივისტი ნატა ფერაძე შეეცადა პოლიციელებისთვის განემარტა, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის იმ ნაწილში სურდათ ჩასვლა, რომელიც მოქალაქეებს ეკუთვნით:
"ყველას აქვს უფლება ჩავიდეს, ეს არის საჯარო სივრცე, ქვევით არის ალპინისტების საცოცი კლდე და აუზი".
ნატა ფერაძის თქმით, პოლიცია ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს:
"ბოტანიკური ბაღის პატარა ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, იმის მაგალითია, თუ როგორ გაგვიკეთებენ მთელი ქვეყნის ოკუპაციას. აი ასე დაგვიყენებენ კორდონს პოლიციელები და აღარ შეგვიშვებენ".
ფერაძემ აქტივისტებს კორდონის გახსნისკენ და ტერიტორიაზე შესვლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა:
"ესაა ჩვენი საკუთარი ტერიტორია. იგივე იქნება ციხისძირში, იგივე იქნება მწვანე კონცხზე. ბიძინა ივანიშვილი იპყრობს მთელ ქვეყანას".
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს შესთავაზეს, რომ მათთან ერთად, კერძო ტერიტორიის გავლით გადავიდოდნენ საჯარო სივრცეში და მდინარესთან გაჩერდებოდნენ:
"ჩვენ ვართ მოქალაქეები და ჩვენ გვინდა შევიდეთ. ეს არის ჩვენი უფლება. ჩვენ გვინდა ბოტანიკურ ბაღში შესვლა. გთხოვთ გადაგვიყვანოთ, იმ საჯარო სივრცეში გვინდა მოხვედრა, ხომ არ გაყიდულა მდინარე და კლდე?"
პოლიციისგან უარის მიღების შემდეგ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ მათ ბიძინა ივანიშვილისგან მოსყიდულები უწოდა:
"საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების ჰაერს უდგებით წინ. ეს არ არის მოვალეობის შესრულება, ეს არის ქვეყნის ღალატი. ესაა კარგი მაგალითი, თუ რას გვიკეთებს ერთი კაცი, პოლიციაც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი".
აქტივისტების დაკავება და პროტესტი ივანიშვილის სახლთან
მოგვიანებით, აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიაზე შესვლას შეეცადნენ, რასაც რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ჯერ უკანონოდ არ შეუშვა აქტივისტები ტერიტორიაზე, შემდეგ კი უკანონოდ დააკავა ისინი. აქციაზე ისმოდა მოწოდება: "არ გაუშვათ პოლიციის მანქანა".
სიტუაციამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც ნატა ფერაძე დაუმორჩილებლობის ნიშნად პოლიციის მანქანაზე ავიდა. რამდენიმე პოლიციელმა ფერაძე ჩამოიყვანა და დააკავა, რასაც აქტივისტებისგან ხმაური მოჰყვა: "რას აკეთებთ", "ქალს როგორ ურტყამთ" და ა.შ.
ნატა ფერაძის დაკავებას ალეკო ელისაშვილის დაკავებაც მოჰყვა. პოლიციამ სულ 6 აქტივისტი დააკავა - ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე და იოსებ ხიმშიაშვილი.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს ტრანსპარანტით "ქალაქი ჩვენია". მათი ლოზუნგი იყო "შორს ხელები ბოტანიკური ბაღიდან, შორს ხელები ჩვენი აქტივისტებისგან".
დაკავებული აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
შს სამინისტროს განცხადება
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, დაკავებულთაგან 5 (ალეკო ელისაშვილი, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, იოსებ ხიმშიაშვილი და გიორგი ახობაძე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს.
გიორგი ახობაძეს მიმართ გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზეც დაიწყო, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
რაც შეეხება ნატა ფერაძეს, როგორც შინგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით დააკავეს.
როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებდა, ფერაძის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით. მიუხედავად შსს-ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისა, სასამართლოს წინაშე ნატა ფერაძის პასუხისგება სამართალდამცავმა უწყებამ მხოლოდ ადამინისტრაციული სამართალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით მოითხოვა.
ნატა ფერაძის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძეც ადასტურებს, რომ ფერაძეს მხოლოდ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან:
"ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ნატა ფერაძეს სხვა მუხლით ბრალი არ აქვს წაყენებული".
ნონა ქურდოვანიძემ On.ge-სთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს უფლება საფუძვლიანი ვარაუდის არსებობის შემთხვევაში დაკავებული ნარკოლოგიურში გადაიყვანოს, თუმცა ფერაძის შემთხვევაში ამის საფუძვლიანი ვარაუდი არ არსებობდა:
"ესეთი უფლება პოლიციას აქვს და ის მას იყენებს, როცა უჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს აქვს მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერება. საფუძვლიანი ვარაუდი ჰქვია იმიტომ, რომ გარკვეულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. როდესაც [ნარკოლოგიურში] გადაყვანა ხდება ისე, რომ ამის რეალური საფუძველი არ არსებობს, ეს ნიშნავს რომ პოლიციის ქმედება არ იყო სწორი".
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული უკვე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის დასრულებულია ალეკო ელისაშვილის, ირაკლი კიკილაშვილისა და კონსტანტინე გურულის სასამართლო პროცესი. ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ სამივე მათგანი 250 ლარით დააჯარიმა. მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე 10 მაისისთვის გადაიდო გიორგი ახობაძისა და იოსებ ხიმშიაშვილის სასამართლო პროცესები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები