პარტიზანული მებაღეობა არის მოძრაობა, რომელიც ქალაქის გამწვანების იდეას უჭერს მხარს.
პარტიზანი მებაღეები ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების აქციებისა და ხეების დარგვის გარდა, სხვადასხვა პროექტების დაწყებასაც აპროტესტებენ, რომელთა განხორციელებაც მათი აზრით ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს. მათი აზრით, ერთ-ერთი ასეთია პანორამას-თბილისის პროექტი.
მოძრაობა 2013 წლის ივლისში დაიწყო. იდეის ავტორია ნატა ფერაძე.