მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, ის საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გადადგა. პატრიარქის ხელმოწერილი ბრძანება საპატრიარქომ გაავრცელა.
დღეს, 28 ოქტომბერს მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა თავისი ნებით დატოვა.
ფოტო: საპატრიარქო
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.
კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობმა უპასუხა:
"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."
ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის. იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში". სასულიერო პირი ამბობს, რომ "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული".
მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე:
"მათ [გიორგი] გახარია და ვახო [გომელაური] შეხვდა. მას [ვახტანგ გომელაურს] ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ".
მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მოუწოდა, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს.
-
მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მობილური ოპერატორების შემოსავლები ₾63 მლნ-ით გაიზარდა — როგორია მაგთის, სილქნეთის და სელფის შემოსავალი? მობილური ოპერატორების შემოსავლები ₾63 მლნ-ით გაიზარდა — როგორია მაგთის, სილქნეთის და სელფის შემოსავალი?
გადახედვა
-
შსს: მარნეულში ოჯახის წევრის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს შსს: მარნეულში ოჯახის წევრის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტორონტოში, აშშ-ის საკონსულოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტორონტოში, აშშ-ის საკონსულოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს
გადახედვა
-
დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი
-
OSCE: პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური ან სამოქალაქო აქტივობის აკრძალვა წინსვლას არ მოიტანს OSCE: პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური ან სამოქალაქო აქტივობის აკრძალვა წინსვლას არ მოიტანს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედი: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის დასტურია ვაიმარის სამკუთხედი: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის დასტურია
გადახედვა
-
საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
გადახედვა
-
ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა
გადახედვა
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებმა პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებმა პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრეს
გადახედვა
-
რა ვიცით ირანის ომზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებზე, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება რა ვიცით ირანის ომზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებზე, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება
გადახედვა
-
ოკუპირებული გალში ახალი "საბაჟო ტერმინალი" შენდება, რომელიც "რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება" ოკუპირებული გალში ახალი "საბაჟო ტერმინალი" შენდება, რომელიც "რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება"
გადახედვა
-
TI 15 პირს ასახელებს, რომლებიც დაკავების შემდეგ გააშიშვლეს TI 15 პირს ასახელებს, რომლებიც დაკავების შემდეგ გააშიშვლეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: რომელი ფილმი გახდება წელს ოსკარის მფლობელი? გამოკითხვა: რომელი ფილმი გახდება წელს ოსკარის მფლობელი?
გადახედვა
-
როგორ გამოიყურება ქვიშის კატა — ნახეთ ფოტოები უდაბნოდან როგორ გამოიყურება ქვიშის კატა — ნახეთ ფოტოები უდაბნოდან
-
"სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა — არა" — ისრაელის საელჩო ირანის ახალი სულიერი ლიდერის დანიშვნაზე "სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა — არა" — ისრაელის საელჩო ირანის ახალი სულიერი ლიდერის დანიშვნაზე
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ეუთოს წარმომადგენლებთან საპატიმროში მყოფ ადამიანებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებსა და საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ეუთოს წარმომადგენლებთან საპატიმროში მყოფ ადამიანებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებსა და საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: თუ ევროკავშირი არაფერია, რატომ ეხვეწებოდნენ ამოეღოთ ყულევი ამ სანქციების პაკეტიდან? ხატია დეკანოიძე: თუ ევროკავშირი არაფერია, რატომ ეხვეწებოდნენ ამოეღოთ ყულევი ამ სანქციების პაკეტიდან?
გადახედვა
-
ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია — რატომ დაიბარეს გია ხუხაშვილი სუს-ში? ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია — რატომ დაიბარეს გია ხუხაშვილი სუს-ში?
გადახედვა
-
არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციას შეიძლება "კოსმოსური ამინდი" უშლიდეს ხელს — კვლევა არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციას შეიძლება "კოსმოსური ამინდი" უშლიდეს ხელს — კვლევა
გადახედვა
-
ირანში "შავი წვიმა" წამოვიდა — როგორ დაფარა თეირანი ტოქსიკურმა ნალექმა ირანში "შავი წვიმა" წამოვიდა — როგორ დაფარა თეირანი ტოქსიკურმა ნალექმა
გადახედვა
კომენტარები