ვინ იყო ადამიანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის პირველი მსხვერპლი გახდა
პროფესიით ნატურალისტმა და ასტრონომმა, მერი უორდმა, ერთ დღეს თავისი ბიძაშვილის დამზადებული ავტომობილით გასეირნება გადაწყვიტა, რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ფოტო: Wikimedia Commons
1869 წლის აგვისტოში მერი უორდი ნანატრი არდადეგების გასატარებლად დუბლინის დასავლეთით, ირლანდიის მიდლენდსში, თავისი ბიძაშვილის სასახლეში გაემგზავრა. პროფესიით ნატურალისტი და ასტრონომი, უორდი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა ვიქტორიანული პერიოდის პატრიარქალური საზოგადოების სამეცნიერო სფეროში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა. ამას გარდა ის რვა შვილს თითქმის სულ მარტო ზრდიდა. ასე რომ, დასვენება უორდს ნამდვილად სჭირდებოდა და როცა სასახლეში ყოფნისას მისი ბიძაშვილის დამზადებული მანქანით გასეირნება შესთავაზეს, ის ამ წინადადებას სიამოვნებით დასთანხმდა.
1860-იან წლებში ადამიანები ავტომობილებს დიდ სათამაშოებად აღიქვამდნენ და როცა უორდმა და მისმა რამდენიმე ნაცნობმა ქალაქის სიმწვანეში გასვლა გადაწყვიტეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს დღე რომელიმე მათგანის სიკვდილით დასრულდებოდა. თუმცა მანქანით მგზავრობა სიცოცხლისთვის მაშინაც სახიფათო იყო და 1869 წლის 31 აგვისტოს - ზუსტად 150 წლის წინ - მიღებულ ამ გადაწყვეტილებას უორდის სიცოცხლე შეეწირა. ის მანქანის ბორბლებს შორის მოჰყვა. ავარიამ 42 წლის ეს მეცნიერი ისტორიაში პირველ ადამიანად აქცია, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამ უბედურმა შემთხვევამ მის არამხოლოდ შრომატევად ოჯახურ ყოფას, არამედ, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან პროფესიულ კარიერასაც დაუსვა წერტილი.
უორდმა მეცნიერული საქმიანობა ცხოვრების ადრეულ წლებში დაიწყო. ის ჯერ კიდევ სამის იყო, პეპლებს რომ აგროვებდა, ხოლო 1835 წელს, რვა წლისამ პატარა ტელესკოპით ჰალეის კომეტა სრულიად დამოუკიდებლად შეამჩნია. მან ეს აღმოჩენა მოგვიანებით წვეულებაზე მყოფ სტუმრებს გაუზიარა. ამასთან, მისი ოჯახი ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე ტორფნარის გარემოცვაში მდგომ სახლში, რომლის კედლებსაც მწერების ფიტულები და გამომშრალი ყვავილები ამშვენებდნენ. უორდი მეცნიერებით მისმა პასტორმა მამამ დააინტერესა, რომელმაც მას მოგვიანებით 48 ფუნტის (დღეს, დაახლოებით, 4,200 დოლარის) ღირებულების მძლავრი მიკროსკოპი უყიდა.
მერი უორდი.
ფოტო: Public Domain
იმ პერიოდში მიკროსკოპი ძვირადღირებული და ერთობ ეგზოტიკური ნივთი იყო. თავდაპირველად უორდი დაკვირვებისთვის სუსტ გამადიდებელ შუშებს იყენებდა, მიკროსკოპმა კი მის წინ ახალი სამყარო გადაშალა და ის ფლორისა და ფაუნის დეტალების შესწავლას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ის აკვირდებოდა ყველაფერს - ღამურის ბეწვითა და ჩრჩილების ქერცლიანი ფრთებით დაწყებული, ჭრიჭინათა და ვირთევზების თვალებით დამთავრებული, რომელთაც ის თავისით, ფენა-ფენა კვეთდა.
მიკროსკოპით ჩატარებულმა ამ კვლევებმა უორდს პირველი წიგნის დაწერისკენ უბიძგა, რომელსაც საკუთარი ილუსტრაციებიც დაურთო. ეს წიგნი, მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად შექმნილი სკეტჩები, მეგობარ ემილი ფილგეიტისთვის მიწერილი წერილების სერიას წარმოადგენდა, რომელიც მწერებზე ახლო ანატომიურ დაკვირვებებსა და მიკროსკოპის გამოყენების პრაქტიკულ რჩევებს შეიცავდა. წიგნი ახალ-ახალი ტირაჟით რვაჯერ გამოიცა და, მასში თავმოყრილი მარტივად გასაგები მეცნიერული ახსნებითა და უამრავი ჩანახატის წყალობით, იმდროინდელ სხვა მსგავს წიგნებზე მეტი თუ არა, არანაკლები როლი შეიტანა მიკროსკოპის გაპოპულარულებაში.
უორდის რიგით მეორე წიგნი, ენტომოლოგია სპორტისთვის, უფრო მსუბუქი წასაკითხი იყო. ის უორდის და მისი დის მიერ მოზარდობისას დაწერილ გრძელ პოემას ეყრდნობოდა და როგორც ზუსტ, ასევე ფანტაზიით შექმნილ ისეთ ილუსტრაციებსაც შეიცავდა, როგორიცაა ნახატი, რომელზეც ხოჭოები ყვავილის გარშემო ცეკვავენ.
უორდს არც ასტრონომიული საქმიანობა მიუტოვებია. მან წიგნისთვის, ტელესკოპის სწავლებები, ციური სხეულების უმშვენიერესი გამოსახულებები შექმნა, რომლებიც კოსმოსურ თემატიკაზე იმ პერიოდისთვის შესრულებულ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოებად შეიძლება ჩაითვალოს. მან კომეტებსა და პლანეტა ვენერას გადაადგილებაზე ჩატარებული კვლევებიც გამოაქვეყნა და მოიპოვა პატივი, გამხდარიყო სამი ქალიდან ერთ-ერთი, ვისაც სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიური ბიულეტენის მიღების უფლება ექნებოდა (დანარჩენი ორი დედოფალი ვიქტორია და ამერიკელი ასტრონომი, მარია მიტჩელი გახლდათ).
მერი უორდისთვის სამეცნიერო საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება ადვილი არ ყოფილა. როგორც ქალს, მას საზოგადო აღიარების მოსაპოვებლად უკვე გაკვალული გზების გავლის საშუალება არ ჰქონდა. მას საუნივერსიტეტო განათლების მიღებასთან ერთად პროფესიონალური სამეცნიერო ჯგუფების წევრობაც ეკრძალებოდა. თავისი პირველი წიგნიც, რომელმაც, საბოლოოდ, დიდი პოპულარობა მოიპოვა, თავდაპირველად საკუთარი სახსრებით დაბეჭდა. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მან იმიტომ მიიღო, რომ არ სჯეროდა, ქალის დაწერილ მეცნიერულ წიგნს ვინმე თუ გამოაქვეყნებდა (მოგვიანებით ის ლონდონის ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა). უორდის მიერ მიღწეული წარმატება მისი შეუპოვრობის დამსახურება იყო.
ალბათ მის ბიოგრაფიაში ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ უორდმა ეს ყველაფერი ცამეტწლიანი ქორწინების განმავლობაში თერთმეტჯერ დაორსულების პარალელურად მოახერხა (მას ორჯერ მუცელი მოეშალა, ხოლო მისი ერთი შვილი მშობიარობას ემსხვერპლა). უორდის ქმარი - ვიკონტის უმცროსი ძმა - არმიის კაპიტანი იყო, მაგრამ ამ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ აღარასოდეს უმუშავია. უორდს შვილების მოვლა მარტოს უწევდა, რადგან დამხმარეს აყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ქმრის ქონება გაიფლანგა, ოჯახს სხვდასხვა ძველი, დანგრევის პირას მყოფი სახლის ქირაობა უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ უორდი ნაყოფიერად მუშაობდა, სახლის საქმეები მის პროფესიულ მოღვაწეობას ყოველთვის აფერხებდა.
მერი უორდის ილუსტრაცია.
ფოტო: Mary Ward
დროისა და ფულის ნაკლებობა მისთვის ალბათ ჩვეულებრივზე მეტად გამაღიზიანებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ერთ-ერთი ბიძაშვილი, უილიამ პარსონსი, როსის მესამე გრაფი, თავის კვლევებზე უზარმაზარ თანხას ხარჯავდა. პარსონსი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის მსოფლიოში უდიდეს ტელესკოპს ფლობდა, რომელიც ქალაქ ბირში, უორდის დაბადების ადგილიდან დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით არსებულ სასახლეში იდგა. ბირის ლევიათანის სახელით ცნობილი ეს ტელესკოპი სიგრძეში 15 მეტრი იყო და მისი ლამის ორი მეტრის სიგანე სარკე ოთხ ტონას იწონიდა (ჟიულ ვერნს ეს ტელესკოპი თავის რომანში, დედამიწიდან მთვარემდე, აქვს მოხსენიებული). პარსონსი ინდუსტრიული რევოლუციის მონაპოვარი მძიმე სამანქანო დანადგარებითაც იყო გატაცებული. მისი შეშინებული სტუმრები იხსენებდნენ, სასახლესთან მიახლოებისას როგორ ხედავდნენ ღუმელებიდან ამომავალ შავ კვამლს.
სამწუხაროდ, მანქანებისადმი პარსონსის სიყვარულმა მისი ბიძაშვილის სიკვდილი გამოიწვია. 1860-იანი წლების მიწურულს მან მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილი დაამზადა. ის ორთქლზე მომუშავე ძრავათი იყო აღჭურვილი და ადგილობრივ ოღროჩოღრო გზასთან გასამკლავებლად რკინისგან დამზადებული სამი სქელი ბორბალი ჰქონდა - ერთი პატარა ბორბალი მანქანის წინა მხარეს, ხოლო ორი დიდი - უკანა მხარეს.
1869 წელს ბიძაშვილის სასახლეში მყოფ უორდს ვიღაცამ მანქანით გასეირნება შესთავაზა. არავინ იცის, ავტომობილში ვინ რომელ მხარეს იჯდა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ სულ ხუთნი იყვნენ. მათ გადაწყვიტეს, ბირში მდებარე გამწვანებული ტერიტორიისთვის წრე დაერტყათ. როგორც ერთი თვითმხილველი ამბობს, წმინდა ბრენდანის ეკლესიის მოსახვევთან მიახლოებისას "მძღოლი ავტომობილს დაბალი სიჩქარით მართავდა".
რა მოხდა შემდეგ, ზუსტად არავინ იცის. სავარაუდოდ, ბორბალი ქვას მიეჯახა ან ორმოში ჩავარდა. შესაძლოა, 1869 წელს სახლში დამზადებული მანქანები გზაზე მსუბუქად ვერ გადაადგილდებოდნენ. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ფაქტი ისაა, რომ მოხვევისას მგზავრებით გადატვირთული ავტომობილი შეინჯღრა, უორდი მიწაზე გადმოვარდა და ამ დროს მანქანის ერთ-ერთმა უკანა, რკინის დიდმა ბორბალმა მას ზედ გადაუარა.
1860 წელს დამზადებული რიკეტის ორთქლის ძრავაზე მომუშავე ეს ავტომობილი იმ მანქანის მსგავსია, რომლიდანაც მერი უორდი გადმოვარდა.
ფოტო: Getty
ადგილობრივი ექიმი შემთხვევის ადგილას ორ წუთში გაჩნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბორბალმა უორდს კისერი და ყბა გადაუტეხა; მას ყურებიდან სისხლი სდიოდა, რაც, ექიმის აზრით, თავის ქალის დაზიანების ნიშანი იყო; სახეზე ფერი უკვე დაკარგული ჰქონდა, ენა კი სუნთქვისას უტოკავდა. ის ექიმის მოსვლიდან ერთი წუთის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ავტომობილი ნაწილებად დაშალეს და სასახლის ბაღში ჩამარხეს.
უორდის სიკვდილი კიდევ უფრო ტრაგიკული ხდება, როცა მისი ოჯახის ბედს ვითვალისწინებთ. უბედური შემთხვევიდან ათი წლის შემდეგ მისმა ქმარმა უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ ვისკონტის ტიტული და მისი მთელი ქონება მიიღო. მოულოდნელად ოჯახს გაუჩნდა ფული, მშვენიერი სახლი და მსახურები, რომლებიც საჭმლის მომზადებასა და ბავშვების მოვლაზე ზრუნავდნენ. უორდს ამ დრომდე რომ ეცოცხლა, უამრავი ყოფითი საქმისგან საბოლოოდ გათავისუფლდებოდა.
უორდის მეცნიერული მიღწევები, მისი ხანმოკლე ცხოვრების გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავია. იმ დღეს მანქანაში სხვა მხარეს რომ დამჯდარიყო და იმ დრომდე ეცოცხლა, როცა - ვირჯინია ვულფს რომ დავესეხოთ - საკუთარი ლაბორატორიის ქონას შეძლებდა, ვინ იცის, კიდევ რას მიაღწევდა.
ამ ინციდენტის მერე მსოფლიოს გარშემო ავტოსაგზაო შემთხვევებში ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანის გამოგონებას ასეთი სიკვდილიანობა იშვიათად თუ გამოუწვევია. მაგრამ უორდის შემთხვევა მხოლოდ იმიტომ კი არაა გამორჩეული, რომ ის ავტოსაგზაო ინციდენტის პირველი მსხვერპლი გახდა, არამედ იმითაც, რომ ამ ავარიამ ვიქტორიანულ პერიოდში თითებზე ჩამოსათვლელ ქალ მეცნიერებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოაზროვნეს მოუსწრაფა სიცოცხლე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები