ანა წითლიძე

9 Jun. 2025, 12:37


"სანამ თინამ განცხადება არ გააკეთა მანამდე არ დავწერე.

ცხადია ვიცოდით რაც მოხდა.

ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვებრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები.

მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა! ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს.

კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო.

თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს — მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე.

ბიძინა ალბათ ელოდა რომ გუშინდელი ფაქტის, ქმრის გატაცებისა და შვილებზე მუქარის შემდეგ — თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა.

ვერ მივართვით!

თინა ბოკუჩავა — როგორც 13 წელი ვიარეთ, მტკიცედ და მედგრად, ასე ვივლით ერთად რეჟიმის ჩამოშლამდე!"

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე, ენმ-ის ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ. სწორედ ეს გახდა იმ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი, რომელიც კოტე იოსელიანმა გუშინ, 8 ივნის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს უხდიდა უტა ივანიშვილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა და…