შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, თუმცა მაშინ, როცა გლობალური ტემპერატურა საგანგაშოდ იმატებს, დედამიწის ერთი კონკრეტული ნაწილი საგრძნობლად ცივდება. ეს ადგილი გრენლანდიასა და ირლანდიას შორის მდებარეობს და "ჩრდილო ატლანტის გამთბარი ხვრელი" (NAWH) ჰქვია.

NAWH, რომელსაც "ცივ ლაქასაც" უწოდებენ, გლობალური ტემპერატურის რუკაზე შეუსაბამო ლურჯი ლაქასავით ჩანს. მაშინ, როცა ოკეანის საშუალო ტემპერატურა კლიმატის ცვლილების შედეგად იმატებს, NAWH ამ საერთო ტენდენციას ეწინააღმდეგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქარების დინების ცვლილება ოკეანის ცირკულაციაზე გავლენას მოახდენს და გაცივების პროცესს დაახლოებით 2040 წლიდან უფრო დააჩქარებს.

ფოტო: Wikipedia

"მართალია, გლობალური დათბობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ტერიტორიაზე ტემპერატურა იკლებს. სავარაუდოა, რომ ისევ ასე გაგრძელდება", — განაცხადა კვლევის ავტორმა, ქეი მაკმონიგალმა, რომელიც ალასკას უნივერსიტეტის მეცნიერებების ასისტენტ-პროფესორია.

მაკმონიგალმა და მისმა გუნდმა კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს და ორი სცენარი განიხილეს. ერთში ქარების ცვლილებამ ოკეანის ცირკულაციაზე იმოქმედა, ხოლო მეორეში — არა. მათ 1850-2014 წლების ისტორიული მონაცემები გააანალიზეს და გაზრდილი სათბურის აირების გამოყოფის სცენარზე დაყრდნობით მომავლის პროგნოზი შექმნეს.

მოდელებმა აჩვენა, რომ საწყის ეტაპზე ქარების ცვლილება დიდ გავლენას არ ახდენდა. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 2040 წლიდან ქარების შესუსტება NAWH-ის გაციებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ოკეანეები მოქცევას ქარებისა და წყლის ბინადრების მოძრაობის შედეგად მუდმივად განიცდის. ამას ქვედა თბილი წყლები ზედაპირზე ამოაქვს და ტემპერატურა იზრდება. როდესაც სუსტი ქარები გამთბარი წყლის ზემოთ ამოსვლას ვერ უზრუნველყოფს, ტემპერატურა იკლებს.

„ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამინდის პროგნოზებზე, განსაკუთრებით ევროპისთვის“, — ამბობს მაკმონიგალი — "თუ ზუსტი პროგნოზირება გვსურს, ქარების გათვალისწინება აუცილებელია".

კვლევა გამოქვეყნებულია Journal of Climate-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.