მხდალები მამაცებს ვერ შეაშინებენ — თავდასხმა ნუცა მახარაძის ლიფტში

Op-ed ოპ-ედი არასარედაქციო კატეგორიაა, მრავალფეროვანი იდეებით და ადამიანებით. აქ გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს On.ge-ს რედაქციის პოზიციას.
0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ნუცა მახარაძე აღწერს 5 მაისს, როცა მას და მის მეგობრებს სახლთან თავს დაესხნენ. ეს ოპ-ედი არის ნაწილი On.ge-ის სერიისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნაზე გვიყვება.

5 მაისი

2025 წლის 5 მაისს, სამწლიანი უმუშევრობის შემდეგ, პირველად ვიყავი ახალ სამსახურში. ლამაზი მწვანე ჟაკეტი მეცვა და ცოტას ვღელავდი. დღის ბოლოს, ქეთიმ და სალომემ მომაკითხეს და პანაშვიდზე წავედით. ეს დღე გამონაკლისი იყო, რადგან რუსთაველზე არ ვყოფილვართ, პანაშვიდიდან გვიან წამოვედით, ტრადიციულად ჩემთან.

ამ ნახევარი წლის განმავლობაში, ახლიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და საკუთარი თავებიც, ახალი წესები, ჩვევები, ობსესიები, შფოთები, სიხარულები, დრამები და დღესასაწაულები შევიძინეთ — ჩემს სახლში დაბრუნებაც ერთ-ერთია.

"ვიღაც"

ერთი თვით ადრე დაწყებული დევნა, თვალთვალი და დაშინება იმ ღამით დასრულდა, ლიფტის კართან დაგვხვდა "ვიღაც", რომელის სახელი და გვარიც არავის აინტერესებს, მისი სახელი ყოველთვის იქნება უსუსურობის, შიშის, სიმხდალის, არარაობის კრებსითი სახელი. პიროვნება ამას ვერ ჩაიდენს, გაპიროვნებას სხვა თვისებები სჭირდება.

ამ "ვიღაცამ", სანამ კარს გავაღებდით, ლიფტის ღიობში ხელი შემოყო და ალბათ 2 კვადრატული მეტრის სიდიდის კაბინაში მყოფ სამ ქალს მთლიანად დაგვაცალა წიწაკის სპრეი და მერე სახელდახელოდ ცივი ჩაის ბოთლში რუდუნებით ჩასხმული ბრილიანტის მწვანეც არ დაინანა. ეს ყველაფერი წამებში ხდება, სრულ სიჩუმეში, ეს სიჩუმე არასდროს დამავიწყდება, ასეთი სიჩუმე არასდროს მსმენია იქამდე, ხმა ვერ ამოვიღეთ, დაბნეულობის და უკიდურესი მოულოდნელობისგან დავმუნჯდით. "ვიღაც" გაიქცა, ჩვენ როგორც იქნა გავაღეთ ლიფტის კარი და გამოვედით. იმ წუთის სიტყვები კარგად არ მახსოვს, ვაგინებოდი, ეს კი იყო. ხმაზე მეზობლები გამოვიდნენ, ჰაერში წიწაკის სპრეის ისეთი რაოდენობა იყო გაშვებული, ჩემმა ქოცმა მეზობლებმაც ბოლოსდაბოლოს შეიგრძნეს ის გემო — დარბევების დროს როგორ გვიჭირდა სუნთქვა და როგორ ვერაფერს ვხედავდით — რაც საერთოდ არ მაღელვებს, ძალიანაც კარგი, რომ ასე მოხდა, მითუმეტეს, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, პირდაპირ თუ ირიბად, ამ თავდასხმაში ჩემი მეზობლების ქოცური ნაწილი ჩართული იყო.

ამ ლიფტში შესაძლოა დედაჩემიც ყოფილიყო, რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა, მაგრამ, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ნინოც სუპერმარკეტის სააქციო ფასდაკლებებს არის ჩასაფრებული და მაშინაც იქ დავტოვეთ, საბედნიეროდ.

დედაჩემმა ნერვიულობისგან ყველაფერი იყიდა - ფასდაკლებულიც და დაუკლებელიც, და რამდენიმე წუთში, შეშლილი სახით და ბევრი პარკით ამოქანდა სახლში.

სალომეს რომ შევხედე, უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ამიტომ დავიწყე ვიდეოს გადაღება, დაბნეული ვარ, არ ვიცი რას ვაკეთებ, კონტროლი დაკარგული მაქვს ყველაფერზე და ეს მაგიჟებს, მინდა აღვწერო რა მოხდა, მაგრამ სალომეს ვატყობ, რომ ცუდადაა და ვეკითხები — ვერ სუნთქავ? ვერ სუნთქავ? და სალომე მპასუხობს — ვსუნთქავ, ვსუნთქავ და მპასუხობს ზუსტად ისე, როგორც ძალიან პაწაწინა გვპასუხობდა ხოლმე, სწრაფ-სწრაფად, არ ვიცი ეს როგორ უნდა ავხსნა, მაგრამ იმ წამს პატარა სალომე მპასუხობს. ჩვენ შორის სხვაობა 12 წელია — შესაბამისად მახსოვს მისი მუცლადყოფნიდან დღემდე ყველაფერი, ჩემი იმედები, სიხარულები, ბედნიერებები, დარდები, ფიქრები მას უკავშირდება — მას, მის ორ დას, და მართას, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან, "ჩემი ბავშვები" ახლა ჩემი თანამებრძოლები გახდნენ, ყველაზე საიმედოები, ყველაზე ერთგულები.

ვიდეოს ატვირთვა მინდა, ამ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, არაფერი დაფარული აღარ არის, ყველა ვალდებული ვართ საჯარო ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთი ასე მაინც დავიცვათ. მანამდე დედაჩემს და მამიდაჩემს ვურეკავ და ვაფრთხილებ, რომ ასეთი ამბავია, რომ ვიდეოს დავდებ და არ შეეშინდეთ.

დედაჩემმა ნერვიულობისგან ყველაფერი იყიდა - ფასდაკლებულიც და დაუკლებელიც, და რამდენიმე წუთში, შეშლილი სახით და ბევრი პარკით ამოქანდა სახლში. მამიდაჩემის ჩვევა სტრესის დროს ასეთია, ტანსაცმელს უკუღმა იცვამს და ისე მოდის, ამჯერად წაღმა ეცვა, ეტყობა ამდენ დარდში გამოიწრთვნა.

ფენიქსის ორდენი

მართასთან და ელენესთან ვიდეოზარით ვრეკავ, რუსთაველზე არიან. 15 წუთში მთელი ჩემი რაზმი, სახელად "ფენიქსის ორდენი", რომელიც 10 მებრძოლი, მამაცი, შეუპოვარი, გამბედავი, ჭკვიანი ქალისგან შედგება, ჩემ სახლშია — სახლში ქაოსია, მაგრამ არავინ არის შეშინებული, დათრგუნული და უმწეო. ყველა საბრძოლველად მომზადებულია, განიხილება სხვადასხვა სადამსჯელო ვარიანტები, თან ვხუმრობთ.

სასწრაფო მოვიდა, სალომეს და ქეთის პირველი ხარისხის დამწვრობა აქვთ თვალებზე და მთლიანად სახეზე, კლინიკაში უნდა წამოხვიდეთო, ესენი არ ეწინააღმდეგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლა ძალიან აწუხებთ, სხვა შემთხვევაში ქეთი კლინიკაში არ წავა, გამორიცხულია. სალომეს პასუხს არც არავინ ელოდება, ცხადია რომ ექიმი სჭირდება.

ტელეფონი აფეთქებულია, მირეკავენ, მწერენ, მამხნევებენ, როგორც ხდება ხოლმე. ელენე
ფოტოებს მიღებს და ყველას უნდა აჩვენოს, რომ ძალიან მხნედ ვარ და კარგ ხასიათზეც კი, ძალიან ნერვიულობს და არ უნდა რომ მეც იგივე შემატყოს, მეც არაფერი მეტყობა, კისერზე დიდი მწვანე ლაქების და ოდნავი შფოთვის გარდა.

სახლი აივსო ექიმების წუხილით, პოლიციელების უბადრუკობით და ჩვენი ერთიანობით. ტელევიზორში უკვე ტრიალებს ნავალნის, ჟურნალისტ ელენა მილაშინას და სალომეს მწვანედ შეღებილი სახეები, მე სიცილით ვკითხულობ, ცოცხალია თუ არა ელენა მილაშინა -— ნავალნი ვიცით, რომ აღარ. (რამდენიმე დღის მერე სალომე გვეუბნება, რომ მე მეგონა გვწვავდნენო, მეგონა ცეცხლს გვიკიდებდნენო, მას მერე ლიფტშით ვეღარ სარგებლობს, რა გასაკვირია) ჩართვა მაქვს, ძლივს ვპოულობ თავისუფალ და ცოტა ჩუმ ადგილს სახლში, ვყვები ამბავს და მილიონჯერ ვიმეორებ, რომ მხდალები მამაცებს ვერ შეაშინებენ, გამორიცხულია, ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და ვიცინი, გულით ვიცინი,ძალით არა.

სინამდვილეში, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ — მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ეს
არ მოხდებოდა, ჩემი სახლის კართან ვერავინ დამხვდებოდა, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ თან ვხედავ როგორ დადის საშკა და "ღადაობს", ყველა ამბის მხიარულებად გარდაქმნა შეეძლო მამაჩემს და ეს მხიარულება მაკლია იმ წუთას, და ყოველ წუთას, ალბათ სალომეც იმავეს ფიქრობს, ასე მგონია.

სალომეს ვატყობ, რომ ცუდადაა და ვეკითხები — ვერ სუნთქავ? ვერ სუნთქავ?

ქეთი ჩუმად არის, მაგრამ ვგრძნობ, რა ტრიალებს მის გულში და გონებაში, ყველა სიტყვა და შეგრძნება მესმის, ერთმანეთს ვუყურებთ და თვალებით ვეუბნებით, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ, სალომე ამ ამბავში არ უნდა გახვეულიყო, მას არ უნდა მოხვედროდა, ეს არის რაც გვაცოფებს და ამას უსიტყვოდ ვუზიარებთ ერთმანეთს. ქეთი, უკიდურესად წესიერი და ექსტრემალურად მებრძოლი უძვირფასესი მეგობარია. მის გარეშე ალბათ დიდი ხნის წინ გავტყდებოდი, მაგრამ ქეთი არის უდიდესი საყრდენი. ლაპარაკი არ უყვარს, სულ ამაზე ვჩხუბობთ, ინტროვერტის და ექსტროვერტის კლასიკური
დუო ვართ. ხელოვნების ისტორიკოსია, მხატვარი, თბილისის უბადლოდ მცოდნე და მანქანას ისე ატარებს, როგორც ვერავინ ამ ქალაქში. ჩვენი გადარჩენა მთელი ამ დროის განმავლობაში ქალაქიდან გასვლები იყო, ჩავსხდებით ქეთის Fiat Grande Punto-ში და მივდივართ უმისამართოდ, სადაც გზა წაგვიყვანს, სხვათაშორის ეს დაუგეგმავი მოგზაურობები ძალიან აბნევს სუსს და ჩვენზე მომაგრებულ ეშმაკის ფეხებს, ჩვენ კი ვერთობით.

კრიმინალ(ურ)ი პოლიცია

სასწრაფოს მოყოლილი პოლიცია თვალშისაცემად და ამაზრზენად თავაზიანია, კედელზე ატუზული, ვითომ შეწუხებული, ამ სცენაზე გული მერევა და ხმამაღლა ყვირილს ვიწყებ, ხო, პოლიციელებს ვუყვირი, ყველას ვუყვირი, რომ მაგალითად ის "ვიღაც" პატრიოტია ახლად დადგენილი წესებით და ჩემი 24 წლის მამიდაშვილი, სრულიად მწვანე, რომელმაც ორი დღის წინ არქიტექტურის ფაკულტეტი Top GPA-თ დაამთავრა, რომელსაც შვეიცარიაში უპრესტიჟულეს არქიტექტურულ კომპანიაში Christ & Gantenbein-ში ხელგაშლილი შეეგებნენ და სექტემბრიდან ისევ შვეიცარიის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ უნივერსიტეტში გააგრძელებს სამაგისტრო კურსს, რომელიც გაზაფხულის ყველა დარბევაში და უბედურებაში ჩემ გვერდით იდგა, თავის ქვეყნისთვის და არავისთვის სხვისთვის, არის ქვეყნის მტერი, უსამშობლო, უღმერთო და კიდევ ვინ მოთვლის. ამას ხმამაღლა ვყვირი და ყველა პოლიციელი, ყველა ეს უზნეობამდე თვალთმაქცი ადამიანი, თავჩახრილი დგას და მისმენს, პასუხი არ აქვთ, ან რა უნდა მიპასუხონ, მოსულები არიან, რომ ტყუილები თქვან, ტყუილები აკეთონ, თავი მოიტყუონ, თითქოს საქმეს აკეთებენ და სიმართლის გამორკვევაა მათი მიზანი — ალბათ ამ უკანასკნელის გამო ყველაზე მეტად
ეზიზღებათ საკუთარი თავები, იციან, რომ ლიფტთან იმ "ვიღაცამ" ბოთლი დატოვა და იციან, რომ ახლა უნდა გამოიძახონ კრიმინალური პოლიცია, რომ მე კი არა, სალომე და ქეთი კი არა, სამართალი და კანონი კი არა, აი ის ბოთლი აქვთ დასაცავი, მოსაპარი და გასაქრობი, მაგიტომ არიან დაძაბულები და დამფრთხლები, ასეც მოხდა, ბოთლი რომელშიც "ზილიონკა" ესხა, "ვიღაცას" გაქცევისას დაუვარდა, ნივთმტკიცება თავის ანაბეჭდებით ლიფტის კარის წინ ეგდო. კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანი თანამშრომლები მთელი ღამის და დილის განმავლობაში "იცავდნენ ბოთლს"- ეს ციტატაა, მე არ მომიგონებია, ამ დაცვის დროს, წაღებაც მოახერხეს და უკან დაბრუნებაც — ჰო, ეს
ნივთმტკიცება კი არ დალუქეს, როგორც წესია და ეს ყველამ ვიცით, ფილმებში მაინც ხომ გვინახავს? არა, დაჯარობდნენ, და დილის 4 საათზე, როდესაც ჩვენს მეგობარს ვაცილებდით, აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლი იქ აღარ არის, მაშინ ვიფიქრეთ, რომ მართლა წესის მიხედვით წაიღეს, მაგრამ უკვე დილის 10 საათზე ის ბოთლი ისევ ლიფტის კართან რომ დაგვხვდა, ნათელი იყო, რომ ბოთლი გააქრეს, სავარაუდოდ გაასუფთავეს და მერე ისევ დანაშაულის ადგილას დააბრუნეს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამ გაჩანაგებული სამართლის ქვეყანაში არცერთ ნივთმტკიცებას აზრი არ აქვს, გინდ ყოფილა გინდ არა.

ყველა პოლიციელი, ყველა ეს უზნეობამდე თვალთმაქცი ადამიანი, თავჩახრილი დგას და მისმენს

დღემდე არცერთი ჩვენგანი არ დავუკითხივართ და საქმე აღძრულია 126-ე, ძალადობის მუხლით, რომელიც საერთოდ არ ასახავს რეალობას, ადევნებას, თვალთვალს, მანქანის დაზიანებას, და თავდასხმას. ცხადია არც დაზარალებულის სტატუსი მოუნიჭებია ვინმეს ჩვენთვის, პირიქით რეჟიმის პროპაგანდისტი ვინმე გურამ ნიკოლაშვილი ასე საჯაროდ, სტუდიაში ზის და ამბობს, რომ აი, სალომეს გახამებული წითელი სვიტერი აცვია და დაუჯერებელია, რომ ეს თავდასხმა ყოფილიყო და ჩვენ გვაბრალებს, რომ ეს ამბავი საკუთარ თავებს თავად მოვუწყვეთ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სალომეს დამწვრობასთან
ერთად დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა, რამდენიმე დღის განმავლობაში თვალში მხოლოდ15 პროცენტი ჰქონდა მხედველობა და სიბნელიდან ვერ გამოდიოდა.

სიზმარში ნანახივითაა სამართლიანობის შეგრძნება.

რატომ ჩვენ?

ერთი კითხვა, რასაც გვისვამენ არის — რატომ თქვენ? ეს ერთი მხრივ ცოტა საწყენი კითხვაა, თითქოს მანამდე უყურადღებოდ დაგვტოვა რეჟიმმა, ან არ დაგვიჭირა, ან არ გვცემა, ან არ დაგვარბია, ან არ გვაგინა, ან არ შეგვამცირა, ან სახლში არ მოგვივარდა, ან არ გვითვალთვალა.... მაგრამ ვერცერთხელ, ვერცერთხელ ვერ შეგვაშინა, ვერ გაიმარჯვა ჩვენ შიშებზე, ყოველ ჯერზე, ახალი ენერგია მოგვცა, ახალი შემართება,ჩვენ მათ დავცინეთ და არაფრად ჩავაგდეთ რეჟიმი, რომელსაც სულ სხვა გეგმები ჰქონდა ჩვენთან დაკავშირებით და რაც მთავარია, უდიდესი მორალური უპირატესობა ვიგრძენით. ჩვენ —სალომე, ქეთი და მე, არავის ვეკუთვნით, არავის წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის და თავების
გარდა, ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა, რაც ამ შესანიშნავი ქვეყნისთვის და საკუთარი თავებისთვის გვინდა. ჩვენი ბრძოლის მიზანი ძალიან ცხადია და რამ შეიძლება ის გააჩეროს? მხოლოდ გამარჯვებამ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების — ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი0 ნახვა
  2. ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბუტურიენტებს წარმატებას უსურვებს0 ნახვა
  3. დააგროვეთ ქულები და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის0 ნახვა
  4. საქართველოში HBO Max შემოდის — ყველაფერი, რაც ვიცით0 ნახვა
  5. ნახეთ: ეს ვიდეო გვიჩვენებს, რას ნიშნავს ცისარტყელა ლგბტქ ადამიანებისთვის0 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანე მაჭავარიანი დღეს, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოიკითხება

დღეს საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~