ნიკა გვარამია

9 Jun. 2025, 14:28

"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სრულიად კატასტროფული იყო ის, რაც მოვისმინეთ და ამდენად აღმაფრთოვანებელი იყო თინა ბოკუჩავას გამბედაობა, ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია.

ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა მიმართული იყო მისი პოლიტიკური განეიტრალებისკენ, უპირველეს ყოვლისა, და იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს. სრულ თანადგომას ვუცხადებ თინას და კვლავ ვაფიქსირებ, რომ ამ უმძიმეს "მწვერვალებს" ყოველდღიურად იპყრობს ქართული ოცნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი, ასე ვთქვათ, სუბიექტების მიმართ მუქარით, ვგულისხმობ ბავშვებს და, მათ შორის, პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლის წინ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს უცნობია, და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები.

ამგვარ ვითარებაში ხაზგასმულად ვამბობთ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული არ თანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და, უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოს, არ აწყობთ საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული".

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება. ბოკუჩავას თქმით, მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ. სწორედ ეს გახდა იმ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი, რომელიც კოტე იოსელიანმა გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს უხდიდა უტა ივანიშვილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სიფა: დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული მომსახურებისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) პარლამენტში ინიცირებულ "გრანტების შესახებ" და "იურიდიული დახმარების…