ამერიკაში მოქალაქეებსა და ICE-ს შორის შეტაკებები მიმდინარეობს — ნახეთ ფოტოები
ფოტო: AP Photo/Jae C. Hong
გასულ დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ განხორციელებულმა რეიდებმა მასობრივი პროტესტები, ძალადობრივი დაპირისპირებები და ასობით ადამიანის დაკავება გამოიწვია.
6 ივნისს ლოს-ანჯელესში ICE-ის რეიდები, რომლის მიზანი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების დაკავება იყო, 44 ადამიანის დაკავებით დაიწყო. მომდევნო დღეების განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობა 118-მდე გაიზარდა. ICE-ის წარმომადგენლები ადამიანებს აკავებდნენ სამსახურებში, უნივერსიტეტებში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით თუ საკუთარ სახლებში.
ფოტო: AP Photo/Eric Thayer
ICE-ის წარმომადგენელთა თქმით, რეიდები მიმართული იყო ემიგრაციის კანონების დარღვევის წინააღმდეგ, თუმცა აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ქმედებები მიმართულია ლათინოამერიკელთა და ემიგრანტთა საზოგადოებების წინააღმდეგ და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
რეიდებმა მალევე გამოიწვია ამერიკელთა უკმაყოფილება. ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ICE-ის მოქმედებების წინააღმდეგ. პროტესტები სამართალდამცველებთან
დაპირისპირებაში გადაიზარდა — პარამაუნტისა და კომპტონის რაიონებში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და შოკური ბომბები. დემონსტრანტებმა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალები გადაკეტეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა, დაიწვა რამდენიმე მანქანა და დაშავდა კერძო საკუთრებები.
ფოტო: AP Photo/Eric Thayer
6-7 ივნისს სამართალდამცველებმა პროტესტების დროს დააკავეს 100-ზე მეტი პირი. ლოს ანჯელესის პოლიციამ (LAPD) და კალიფორნიის საავტომობილო პატრულმა (CHP) ასევე დააკავეს მინიმუმ 27 აქტივისტი. დაშავებულია მინიმუმ 3 მოქალაქე და რამდენიმე სამართალდამცველი.
ფოტო: AP Photo/Eric Thayer
პროტესტების მასშტაბების ზრდის გამო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში გაგზავნა ეროვნული გვარდიის 2,000-მდე წევრი. მათ დაევალათ "საჯარო წესრიგის დაცვა" და "რადიკალური მემარცხენეების მიერ გამოწვეული დესტაბილიზაციის აღკვეთა." პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია — კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა და ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა საჯაროდ დაგმეს სამხედრო ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ განიხილავენ სამართლებრივ ნაბიჯებს ფედერალური ჩარევის წინააღმდეგ.
ფოტო: AP Photo/Eric Thayer
ეროვნული გვარდიის გამოძახების შემდეგ, 8 ივნისს სიტუაცია კრიტიკულად დაიძაბა ლოს-ანჯელესში. საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ათიათასობით მოქალაქემ შეკრება ქალაქის სხვადასხვა ადგილზე დაიწყო, გადაკეტეს გზები და ეროვნულ გვარდიას პირდაპირ დაუპირისპირდნენ. გვარდიის მხრიდან რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას დემონსტრანტები ქვებისა და ფეიერვერკების სროლით, ბარიკადების აღმართვითა და სამართალდამცველებთან ხელჩართული ჩხუბით დაუპირისპირდნენ. დაშავდნენ ჟურნალისტები, დემონსტრანტები და სამართალდამცველები. აქციაზე ჯამში 29 ადამიანი დააკავეს.
ფოტო: AP Photo/Eric Thayer
ICE-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, რეიდები გაგრძელდება ემიგრაციის კანონის აღსასრულებლად. ტრამპის ადმინისტრაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი მიზანია დღეში საშუალოდ 3,000 ადამიანის დაკავება, რაც დეპორტაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას გულისხმობს.
ფოტო: AFP Photo
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დაკავებული იქნა უკვე დეპორტირებული, თუმცა უფლებადამცველები შიშობენ, რომ პროცესები მიმდინარეობს გამჭვირვალობის და სამართლებრივი დაცვის გარეშე.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები