ადამიანს მრავალი უცნაური კითხვა შეიძლება დაებადოს, ზოგიერთ მათგანზე პასუხი კი უკვე ცნობილია. მაგალითად, დაფიქრებულხართ, რამხელა ხორცის ბურთულას მივიღებთ, ამჟამად ცოცხალი მოსახლეობა რომ გავაერთიანოთ?

საუბარია მრავალმილიარდიან პოპულაციაზე, რომლის რაოდენობაც არც ისე ცოტაა. შესაბამისად, ამ უცნაურ კითხვაზე პასუხად, ალბათ, ძალიან დიდი, ნამდვილად გიგანტური ხორცის ბურთულა წარმოგიდგენიათ. როგორც თითქმის ყველაფრის, ამით მათემატიკურად გამოთვლაც შესაძლებელია და ეს პლატფორმა Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა 4 წლის წინ გააკეთა.

kiwi2703-ის სახელით ცნობილი ანგარიშის მფლობელმა გაითვალისწინა, რომ ადამიანის საშუალო სიმკვრივე 985 კგ/მ3-ია (თითქმის წყლის მსგავსი), სხეულის მასა კი 62 კილოგრამს შეადგენს. აქედან ის ასკვნის, რომ მაშინდელი მოსახლეობის — 7.88 მილიარდი ადამიანის — ხორცის ბურთულაში გაერთიანებით შეიქმნებოდა სფერო, რომლის ზომაც 1 კილომეტრზე ოდნავ ნაკლები იქნებოდა.

ის, აი, ასეთი იქნებოდა:

ფოტო: kiwi2703

შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეს ისეთი უზარმაზარი არ მოგეჩვენოთ, როგორიც წარმოგედგინათ. ამის მიუხედავად, 500 მილიონი მეტრული ტონის მქონე ხორცის ბურთულა პატარა ნამდვილად არაა. როგორც სურათზე ხედავთ, ის ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი ცენტრალ პარკის ერთ ბოლოშიც კი დაეტეოდა.

თუ მას ეიფელის კოშკს შევადარებთ, ჩვენ წინ ასეთი სურათი გადაიშლება:

ფოტო: Shutterstock/IFLScience

გაინტერესებთ, რამხელა მასა იქნებოდა სხვა არსებების შემთხვევაში?

მაგალითად, მწერების გაერთიანებით დაახლოებით 1 მილიარდი ტონის ხორცის ბურთულა შეიქმნებოდა, ვინაიდან მათი სიმკვრივე ჩვენსას ჩამოუვარდება. შესაბამისად, ამგვარი სფეროს ზომა უფრო დიდი, გაორმაგებული, იქნებოდა. იგივე მაჩვენებელი აქვთ ოკეანის მეზოპელაგიურ ზონაში მცხოვრებ თევზებსაც, ბაქტერიებით კი 70 მილიარდ ტონას მივიღებდით (მათი სიმკვრივე წყლისას აღემატება).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.