ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ბიბლიოთეკები მოეწყობა
ეროვნული ბიბლიოთეკის, მოძრაობა ეკვილიბრიუმის მხარდაჭერით, კომპანია გალფის სპონსორობითა და ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობის" პროექტის "განათლება ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში სპეციალური სივრცეები მოეწყობა, სადაც ბიბლიოთეკები განთავსდება.
სულ საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ექვსი თავშესაფარი არსებობს: თბილისის კრიზისული ცენტრი, თბილისის თავშესაფარი, ასევე ქუთაისის, გორის, ბათუმის, სიღნაღის თავშესაფრები. საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობა ყველა მათგანში იგეგმება. ამ ეტაპზე კი სამუშაოები თბილისის თავშესაფარში დაიწყო.
"უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ნატალია ამირეჯიბი (დე პიტა) ქმნის ესკიზს ძლიერი ქალის გამოსახულებით და თავშესაფრის ერთი კედელი, რომელსაც ფემინისტური კედელი დავარქვით, ასე მოიხატება. სივრცეში განთავსდება თაროები, მაგიდები, მცენარეები, წიგნები. წიგნებით მომარაგებას ეკვილიბრიუმი უზრუნველყოფს. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თავშესაფრის ბენეფიციარებს განტვირთვის, დასვენების, მუსიკის მოსმენის, წიგნის წაკითხვის საშუალება ჰქონდეთ. თავშესაფარი დახურული დაწესებულებაა. მისი მისამართიც კი უცნობია საზოგადოებისთვის. ამდენად, აქ მყოფი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც გარესამყაროს, ფაქტობრივად, მოწყვეტილნი არიან, ასეთი სივრცის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს სივრცე მათ საშუალებას მისცემს თავშესაფრის კედლებს გასცდნენ, განიტვირთონ, იფიქრონ და რაც მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნონ" — აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობის" თავმჯდომარე ნინი სალუქვაძე.
ნინი სალუქვაძე
"ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ბიბლიოთეკების მოწყობა აქ მყოფ ბენეფიციარებს რეაბილიტაციაში, ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში თავიანთი ადგილის დაბრუნებაში დაეხმარება. ეს თემა ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მათი როგორც მატერიალური, ისე მორალური მხარდაჭერა. გალფი თავშესაფრებს ბიბლიოთეკების ავეჯით და სხვა ინვენტარით მოწყობაში დაეხმარება" — აცხადებს კომპანია გალფის ვიცე-პრეზიდენტი, ნინჩო ჯიბლაძე.
ნინჩო ჯიბლაძე
"მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: საქართველოში არსებულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში, სადაც მხოლოდ ქალები არიან, ბიბლიოთეკები მოეწყობა შესაბამისი სამკითხველოებით. პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი და ორგანიზაცია "სამართლიანობა და თანასწორობა" განახორციელებენ, მხარდამჭერი კი ჩვენი ტრადიციული პარტნიორი, კომპანია გალფი იქნება" — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი
გადახედვა
-
ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია? ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
-
სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის" ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის"
გადახედვა
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
-
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
გადახედვა
-
"ნინოწმინდის" საბაჟო პუნქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც მანქანაში იარაღი და ტყვიები ჰქონდათ "ნინოწმინდის" საბაჟო პუნქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც მანქანაში იარაღი და ტყვიები ჰქონდათ
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა ბანკის გაძარცვა კნუტთან ერთად სცადა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა აშშ-ში კაცმა ბანკის გაძარცვა კნუტთან ერთად სცადა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
გადახედვა
-
სეს-მა შპს "კობი თევზს" საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა შპს "კობი თევზს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი კატარში შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი კატარში შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში კატარის ემირს შეხვედება და მას ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში კატარის ემირს შეხვედება და მას ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
გადახედვა
-
სილქნეტი წინანდლის ფესტივალს მერვედ წარადგენს სილქნეტი წინანდლის ფესტივალს მერვედ წარადგენს
-
₾5 მლნ სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ₾5 მლნ სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: პარტიებმა უნდა დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და გაერთიანდნენ სალომე ზურაბიშვილი: პარტიებმა უნდა დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და გაერთიანდნენ
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები