საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
იცოდით, რომ საქართველოს, დღეისთვის, 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს? მკითხველთა უმეტესობისთვის, ალბათ, ეს სიახლეა. თუმცა, ქართველი პარასპორტსმენების გამორჩეული შედეგები ნებისმიერ სპორტულ ისტორიაში საამაყო ადგილს იმსახურებს.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში მოგიყვებით ქართველ პარასპორტსმენებსა და მათი წარმატების ისტორიებზე.
გზა, რომელიც 2008 წელს დაიწყო
საქართველომ პარალიმპიურ თამაშებში პირველად 2008 წელს, პეკინში მიიღო მონაწილეობა — მაშინ დელეგაცია მხოლოდ ერთი სპორტსმენისგან, იაგო გორგოძისგან შედგებოდა, რომელმაც პარაწოლჭიმში მე-8 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ქართული დელეგაცია ყოველ ციკლში იზრდებოდა: ლონდონში ორი სპორტსმენი გვყავდა, რიოში ხუთი, ტოკიოში 13, ხოლო პარიზში ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი, 14-კაციანი გუნდით მივიღეთ მონაწილეობა.
გუნდის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდებოდა სპორტსმენების წარმატებაც.
პირველი პარალიმპიური მედალი საქართველომ 2016 წელს, რიოში მოიპოვა. ზვიად გოგოჭური პარაჯუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს დაეუფლა. ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოში, სამმა ქართველმა პარასპორტსმენმა — ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა), ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ (ორივე პარაჯუდოში) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
პარიზი: აქამდე უპრეცედენტო შედეგი
თუ ტოკიომდე საქართველოს მაქსიმუმი ერთი მედალი იყო პარალიმპიადაზე, პარიზში (2024) ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე გაიზარდა. ქართველმა პარალიმპიელებმა საფრანგეთის დედაქალაქში 9 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, რითაც ქვეყანამ საერთო რეიტინგში 51-ე ადგილი დაიკავა.
გიგა ოჩხიკიძემ, პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი პარამძლეოსანია, რომელიც პარალიმპიური მედლის მფლობელი გახდა.
ვერცხლის მედლები პარიზში ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა: ვლადიმერ ჭინჭარაულმა (პარასროლა, 50მ პნევმატური შაშხანა), ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა (ორივე პარაჯუდოში) და რევაზ ჩიკოიძემ, ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორე პარალიმპიური ვერცხლი მოიპოვა (ის ტოკიოშიც ვერცხლის მედლოსანი იყო).
ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარატაეკვანდო), ნინო თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა (ორივემ ტოკიოს ვერცხლის მიღების შემდეგ პარიზში ბრინჯაო დაამატა) და აკაკი ჯინჭარაძემ (პარაწოლჭიმი), რომელმაც მესამე პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია 19 წლის ანა ჯაფარიძის მიღწევა — ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარალიმპიელი მედალოსანი გახდა.
საქართველოს 10 პარალიმპიელი მედალოსანი:
ნინო თიბილაშვილის, ინა ქალდანისა და რევაზ ჩიკოიძისთვისთვის პარიზის პარალიმპიური თამაშები უკვე მეორე მედალი აღმოჩნდა, რადგან თითოეულმა მათგანმა ტოკიოშიც წარმატებით იასპარეზა. სწორედ ამიტომ, მედლების საერთო რაოდენობა (13) აღემატება მედალოსანი სპორტსმენების რაოდენობას — საქართველოს დღეს 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს:
- ზვიად გოგოჭური — ოქრო (რიო 2016) პარაჯუდო
- ნინო თიბილაშვილი — ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), ეტლით ფარიკაობა
- ინა ქალდანი — ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაჯუდო
- რევაზ ჩიკოიძე — ვერცხლი (ტოკიო 2020) და ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო
- გიგა ოჩხიკიძე — ოქრო (პარიზი 2024), პარამძლეოსნობა
- ვლადიმერ ჭინჭარაული — ვერცხლი (პარიზი 2024), პარასროლა
- ზურაბ ზურაბიანი — ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო
- გიორგი ქალდანი — ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო
- ანა ჯაფარიძე — ბრინჯაო (პარიზი 2024), პარატაეკვანდო
- აკაკი ჯინჭარაძე — ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაწოლჭიმი
რატომ არის ეს შედეგი ისტორიული?
პარიზის თამაშები საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზით იყო განსაკუთრებული: აქ გვყავდა ყველაზე დიდი დელეგაცია ისტორიაში (14 სპორტსმენი), მოვიპოვეთ ყველაზე მეტი მედალი ერთ პარალიმპიადაზე (9), დავიკავეთ ყველაზე მაღალი ადგილი საერთო რეიტინგში და შევძელით მედლების პირველი მოპოვება ოთხ სახეობაში — პარამძლეოსნობაში, პარასროლაში, პარატაეკვანდოსა და პარაწოლჭიმში.
საქართველოს ბანკი, უკვე 5 წელზე მეტია პარალიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორია.
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები