RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
ქალი, რომელიც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. არპინე სოღოიანი მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა სწორედ პრემიერმინისტრთან კამათს უკავშირდება.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, არპინე სოღოიანი ქანაქერ-ზეითუნის პოლიკლინიკის ქალთა კონსულტაციის განყოფილების ხელმძღვანელი იყო; იგი უკვე 21 წელია, გინეკოლოგად მუშაობს. სოღოიანს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 13 ივლისს აცნობეს.
ექიმი ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნების მოგებიდან ორ თვეში დაითხოვეს. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა "რადიო თავისუფლებასთან" უარყო მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და განაცხადა, რომ არპინე სოღოიანი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დარჩა უსამსახუროდ.
რატომ დაუპირისპირდა ნიკოლ ფაშინიანი მოქალაქეს?
18 მაისს, ერევანში, არაბკირის რაიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ნიკოლ ფაშინიანი არპინე სოღოიანს დაუპირისპირდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფაშინიანსა და ქალს შორის კამათი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ უკანასკნელმა ყარაბაღის ომზე საუბრისას ფაშინიანი "სამშობლოს მოპარვაში" დაადანაშაულა.
"შენ ჩემი სამშობლო მომპარე, მთელი თაობა გაანადგურე, ჩემი ძმა, ჩემი სიხარული წამართვი, ჩვენი განადგურება სცადე, მაგრამ ვერ შეძელი," — ეუბნება სოღოიანი პრემიერს.
ფაშინიანსა და მოქალაქეს შორის შელაპარაკება კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ქალმა პრემიერს საუბარი გააწყვეტინა და უთხრა: "თქვენ ჩვენი გაცურება სცადეთ". საპასუხოდ, ფაშინიანმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩამოთვალა და მათი "განადგურებით" დაიმუქრა:
"თუ რობზე (ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი) მელაპარაკებით, მე გავანადგურებ რობს! რობი ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს! გავანადგურებ "კალუგელ კაცსაც" (შინაპატიმრობაში მყოფი სომეხი-რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი), გავანადგურებ სერჟსაც (ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი) და გაგოსაც (ოპოზიციონერი მილიონერი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი)," — განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, 6 ივლისს ჩხრეკა ჩატარდა პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის კერძო სახლსა და კონცერნ "მულტი გრუფში" შემავალ თითქმის ყველა კომპანიაში, ისევე როგორც ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ბინებში. ჩხრეკისას სამი ლომი, ერთი ვეფხვი და 200-მდე ფრინველის ფიტული აღმოაჩინეს. მოგვიანებით წარუკიანი თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები