ირლანდიელმა კაცმა, რომელის სიცოცხლეშივე გამორჩეული იყო თავისი კარგი იუმორის გრძნობით, წინასწარ დაგეგმილი ხუმრობით საკუთარ დაკრძალვაზე ყველას გამხიარულება მოახერხა.

ეს უცნაური ვიდეო კი ფეისბუქზე მისმა ქალიშვილმა გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ იმ უჩვეულო დღეს ასახავს — მაშინ, როცა ყველას უნდა ეტირა, ადამიანები სიცილს ძლივს იკავებდნენ.

"არის აქ ვინმე? ძალიან ბნელა, გამომიშვით", — ყვირის კაცი საგანგებოდ გაკეთებულ ხმოვან ჩანაწერში, რომელიც გარდაცვალებამდე ჩაწერა და ახლობლებს თავისივე დაკრძალვაზე გაჟღერება სთხოვა.

"მამაჩემს ასეთი სურვილი ჰქონდა გარდაცვალებამდე, რადგან ის ყოველთვის ხუმარა და მხიარული იყო. იზრუნა, რომ ყველას გაგვეღიმა, სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ყოველთვის მეყვარები!", — წერს ენდრია ბრედლი ფეისბუქზე.