თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად, მდინარაძემ ჯანეზაშვილის დიპლომი წარადგინა
ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარადგინა. როგორც ცნობილია, თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა სასამართლოს დადგენილებით სახელი 2003 წელს შეეცვალა და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი გახდა. თუმცა თადუმაძის დიპლომში, რომელიც 5 წლით ადრე გაიცა, ეს სახელია მითითებული.
მდინარაძემ განაცხადა, რომ ჯანეზაშვილის დიპლომშიც ინსტიტუტის იგივე სახელი წერია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრმა სასწავლებელი 2002 წელს დაამთავრა. მისი თქმით, ოპოზიციის არგუმენტი იმაზე, რომ თადუმაძის დიპლომი სახელწოდების გამო ნამდვილი არ არის გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან ჯანეზაშვილის დიპლომის ნამდვილობაში პარლამენტში ეჭვი არავის შეუტანია. თუმცა, ამ დიპლომებს განასხვავებს ის ფაქტი, რომ თადუმაძესთან ჩარიცხვის თარიღად ის წელია მითითებული, როცა ინსტიტუტი გახსნილი არ იყო.
ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ მის დიპლომში ეს სახელი წერია და აცხადებს, რომ დიპლომს აქვს ყველა ის რეკვიზიტი, რაც უნდა ქონდეს და მისი ნამდვილობა ეჭქვეშ არ დგება. მისი თქმით, სწავლისას სტუდენტები იმაზე არ ფიქრობენ, თუ რომელი აქტით მიენიჭა სასწავლებელს სახელი.
"შეიძლება სამეწარმეო რეესტრში ან სასამართლოს მიერ მოგვიანებით გატარდა და რაიმე შიდა აქტი იყო. კორუფცია, რომ იყო მაშინ განათლების სისტემაში აღიარებულია ეს ამბავი და მამა აბრამის ბატკნებივით ნუ ლაპარაკობენ.
სახელმწიფოს ლიცენზიებით არსებობდა ასეთი ინსტიტუტები და რისი შესაძლებლობაც ქონდა ჩემს ოჯახს, იქ ვსწავლობდი. თუმცა, ამაზე არ გავჩერებულვარ და რამდენიმე საერთაშორისო უნვიერსიტეტში ვისწავლე, რომელთა დიპლომების ნამდვილობა, ასევე, არ დამდგარა ეჭვქვეშ. მარტო ამით არ წარვმდგარვარ მე პარლამენტში", — განაცხადა მან On.ge-სთან საუბრისას.
ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ არამხოლოდ სახელმა, არამედ ჩარიცხვისა და ინსტიტუტის დაარსების თარიღების აცდენამაც გამოიწვია.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაარკვია, თადუმაძის დიპლომის მიხედვით ის 1993 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. თადუმაძემ ეს ფაქტი ექსტერნად ჩაბარებით განმარტა.
მისი თქმით, მაშინ აუცილებელი მოთხოვნა იყო, დიპლომში სწავლის ხანგრძლივობა მიეთითებინათ. ვინაიდან მან 1994 წელს ჩააბარა და 5-წლიანი კურსი ექსტერნად 1998 წელს დაასრულა, დიპლომის გამცემმა 5-წლიანი პროგრამის ჩასათვლელად თარიღი გადაწია და 1993 წელი ჩაუწერა.
გაიგეთ მეტი:
- რა (ვერ) გავიგეთ შალვა თადუმაძისგან თავის დიპლომზე
- შალვა თადუმაძე: სადაც გაიხსნა, იქ მივედი; როგორი დიპლომიც მომცეს, ის წამოვიღე
- გადადგომას არ ვაპირებ იმის გამო, რომ არაკვალიფიციური NGO-ები ჩემს დიპლომზე ეჭვიანობენ — თადუმაძე
- ექსტერნად დავასრულე — თადუმაძე 1994 წელს დაფუძნებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე
- შალვა თადუმაძემ ვერ გაიხსენა პირველ კურსზე რომელი საგნით დაიწყო სამართლის შესწავლა
- "სირცხვილია თქვენი კურსელობა?" — თადუმაძემ ლექტორები და კურსელები არ დაასახელა
- დიპლომის ინგლისური ტექსტი წაკითხული გაქვთ? 20 სიტყვაში 10 შეცდომაა — ბოკერია თადუმაძეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები