რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ფოტო: On.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, რუსეთის საგარეო უწყება განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ადანაშაულებს, რადგან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე უარს ამბობს.
"ამ პირობებში სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინრული აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი", — აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყებაში, ასევე, აცხადებენ, რომ თბილისი თითქოსდა მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე აქციების მოწყობითა და პოლიტიკური კამპანიებით, რომელთაც "დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა":
"ეს არ უწყობდა ხელს საზღვართან დაკავშირებული საკითხის პრობლემის გადაჭრას და ძაბავდა ვითარებას რეგიონში, რამაც არსებულ ვითარებამდე სიტუაცია გამოიწვია".
გუშინ, 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და "პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს". შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.
ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო პარასკევს, დილის 6 საათამდე მისცა. ეს ულტიმატუმი ქართულმა მხარემ არ შეასრულა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ოსური მხარისგან ულტიმატუმის პათოსით საუბარი [საგუშაგოს დაშლაზე] გაუგებარი და "კატეგორიულად მიუღებელია". მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებული ტერიტორია 2008 წლის ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად.
ამის შემდეგ ცხინვალის ინიციატივით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის მხარემ თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მათი განზრახვა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მან სოფელ ჩორჩანასთან განაცხადა, სადაც შეხვედრა დასრულდა.
მისივე განცხადებით, საგუშაგოს ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირაში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ ოსური მხარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგოს აშენებას აპირებს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია.
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები