ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს
ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს. მოსამართლემ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმის მოსამართლე თიმურაზ გოგოხია იყო. სხდომას ესწრებოდნენ მელიას თანაპარტიელები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე, რესპუბლიკური პარტიისა და ევროპული საქართველოს წევრები. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.
ადვოკატი პროცესზე 10 ათას ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენა და ხუთდღიანი ვადა ითხოვა. ის აცხადებდა, რომ მელია მზად იყო, ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. გარდა ამისა, მელიას თავდებად ჩაუდგნენ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ყველა დეპუტატი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი.
მოსამართლემ თავდებში ჩამდგარ დეპუტატებს, მათ შორის დავით ბაქრაძეს ჰკითხა, თუ რა ურთიერთობა აქვს ნიკა მელიასთან. ბაქრაძემ ტრიბუნასთან აღწერა, რომ წლების მანძილზე იცნობს და მისი თანაპარტიელი იყო.
"სრულად მაქ გაცნობიერებული, თუ რას მოვაწერე ხელი", — თქვა ბაქრაძემ. ასეთივე კითხვით მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფ დეპუტატს ენმ-ის წევრ თენგიზ გუნავას და ევროპული საქართველოს წევრ სერგო რატიანს. რატიანმა თქვა, რომ მათი ფრაქცია მთლიანად თავდებად უდგება ნიკა მელიას. დეპუტატმა ოთო კახიძემ კი აღნიშნა, რომ მელიას დიდი ხანია იცნობს და იუსტიციის სამინისტროში ერთად მუშაობდნენ. მისი პოზიციით, მელიას მიმავლის ვარაუდი ცინიკურია.
ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკურ მაგალითთან" აქვთ საქმე. ადვოკატმა განაცხადა, რომ ნიკა მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და არასდროს შეუშლია ხელი გამოძიებისთვის. კონდახაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ნიკა მელიას პოლიტიკური განეიტრალების მიზანს ემსახურება: "მსგავსი ტიპის სადამსჯელო ღონისძიებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დაძაბოს არსებული პოლარიზაცია".
სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთი ღონისძიების გამოსაყენებლად. მისი თქმით, ნიკა მელია დიპლომატიური პასპორტით სარგებლობს, რაც მას საშუალებას აძლევს იმოგზაუროს გამარტივებულად.
გარდა ამისა, მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის საზღვარგარეთ წავა და ამით თავს აარიდებს მართლმსაჯულებას. პროკურორის თქმითვე, მელია გამოკითხულ ან გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას. მან ასევე აღნიშნა, რომ მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რამაც ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები