ბრძოლა SNP-ის ნიშნის ქვეშ — უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო
"მხოლოდ ის, ვინც იბრძოლა თავისუფლებისთვის არის ღირსეული", ბრატისლავას ცენტრში მდებარე სახლის კედელზე გაკეთებული ეს წარწერა ამ ადგილის განსაკუთრებულ სიმბოლიზმზე მიგვანიშნებს. SNP-ის მოედანი - ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ახლოს იგრძნობა სლოვაკეთის პულსი.
გვიან შუასაუკუნეებში აქ ქალაქის კედლები გადიოდა. რამდენიმე ქუჩის გზაჯვარედინზე ტერიტორიას იკავებდა ბაზრის მოედანი, სადაც ბაზრობები იმართებოდა. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ამ ადგილმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. იყო დრო მოედანს ერქვა უბრალოდ ბაზრის (Trhové námestie), შემდეგ ხორბლის, პურის მოედანიც... XX საუკუნის დასაწყისში ატარებდა "რესპუბლიკის" სახელს (Námestie Republiky).
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების პატივსაცემად დარქმეულ სახელებსაც. რესპუბლიკის მოედნამდე მას გერმანიის ბოლო იმპერატორის ვილჰელმ II-ის მოედნად მოიხსენიებდნენ.
1945 წელს გერმანელი კაიზერის სახელი ანდრეი გლინკამ - კათოლიკე მღვდელმა, სლოვაკეთის ეროვნულ გმირმა და ერის ლიდერმა ჩაანაცვლა. 1949 წელს ბრატისლავას ცენტრში მდებარე მოედანს დაერქვა საბჭოთა ტირანის იოსებ სტალინის სახელი (Stalinovho námestia).
1962 წელს მოედანს კვლავ შეუცვალეს დასახელება. მისი ბოლო სახელი სლოვაკების მეამბოხე სულს გამოხატავს, რამაც ერს მრავალი საუკუნის განმავლობაში გააძლებინა - Slovenské národné povstanie - სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება, შემოკლებით SNP-ის მოედანი.
1947 წელს მოედანზე აღმართეს სამი ფიგურისგან შემდგარი ბრინჯაოს მონუმენტი - პარტიზანის გიგანტური, ხუთმეტრიანი სილუეტი, რომელსაც ფაშისტების წინააღმდეგ ომში იარაღით მიმავალს ცოლი და დედა აცილებს. ძეგლი 1944 წლის იმ მოვლენებს ეძღვნება, როცა მესამე რეიხის არმიის მიერ ქვეყნის ოკუპაციასა და იოზეფ ტისოს მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ სლოვაკეთის მთებში აჯანყება დაიწყო.
ფაშიზმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლისადმი მიძღვნილი მონუმენტი.
2018 წლის თებერვალში მოკლეს საგამოძიებო ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე.
დღეს SNP პროტესტის სიმბოლოა. ყოველთვის, როცა სლოვაკურ საზოგადოებას სათქმელის ხმამაღლა გამოხატვა სურს, ამ მოედანზე იკრიბება. 1968 წელს აქ სლოვაკები ლიბერალიზაციასა და თავისუფლებას ითხოვდნენ. 1989 წელს - უფლებას თავად გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ბოლო მასშტაბური პროტესტი მოედანს თავს 2018 წელს დაატყდა. ახალგაზრდა საგამოძიებო ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი მეგობარი გოგონას მარტინა კუშნიროვას მკვლელობის გამო.
ტრაგედიიდან წელიწადზე მეტი გავიდა და ბრატისლავას ტურისტულ ცენტრში, ხმაურიანი ქუჩების გზაჯვარედინზე, ბარებისა და რესტორნების, სლოვაკური სამზარეულოს გარემოცვაში ხელუხლებლად რჩება "სტიქიურად შექმნილი ძეგლი": ყვავილები და სანთლები კუციაკისა და მისი მეგობარი გოგონას ფოტოსურათებთან, ზუსტად იმ დაფის ქვეშ, რომელსაც აწერია: "მხოლოდ ის არის ღირსეული, ვინც იბრძოლა თავისუფლებისთვის. 1989 წლის ნოემბერში ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავად აგვეღო, წერტილი დაგვესვა კომუნიზმისთვის და თავისუფლება და დემოკრატია დაგვემყარებინა.”
პეტერ ნაგი კუციაკის კოლეგა და მეგობარია, რომელმაც 2018 წელს მეგობრებთან ერთად საპროტესტო აქცია მოაწყო. "ჩვენ 2 მარტს თავისუფლების მოედანზე პირველი სამგლოვიარო მარში ჩავატარეთ", - იხსენებს პეტერი და დასძენს, რომ ამის შემდეგ საპროტესტო აქციებმა სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მოედანზე გადაინაცვლა.
"1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციის დროს ხალხი SNP-ის მოედანზე იკრიბებოდა. ამიტომაც გახდა სიმბოლური. ეს არის თავისუფლებისა და ცვლილებების სიმბოლო", - ამბობს პეტერი.
კუციაკის მკვლელობის შემდეგ, როცა სლოვაკეთი აქციებმა მოიცვა, აქ 10 ათასობით ადამიანი იკრიბებოდა. ზოგიერთი მონაცემებით, აქციის მონაწილეთა რიცხვი SNP-ზე 60 ათასს აღწევდა. ეს დაახლოებით ბრატისლავას მოსახლეობის 10%-ია. მათი მთავარი მოთხოვნა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იყო.
2018 წლის პროტესტი "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო.
"ჩვენი მშობლები 1989 წელს კომუნისტების წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს და ვფიქრობ, ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ცხოვრება თავისუფალ საზოგადოებაში", - ამბობს ნაგი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები