მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გააძევეს. მისი გაძევების გადაწყვეტილებას ხელი კომისიის 11-მა წევრმა მოაწერა.

კომისიის თავმჯდომარემ, გივი შაორშაძემ განაცხადა, რომ ეს დამკვირვებელი ყველაფერზე შენიშვნას იძლეოდა, მათ შორის გამარჯობაზეც. თამჯდომარე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ის არაერთხელ გააფრთხიეს, თუმცა, შედეგი არ გამოიღო.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ნაციონალი მოძრაობის დამკვირვებელი ხმაურიანი და აგრესიული იყო. მისივე თქმით, ის ყვიროდა და კომისიის თავმჯდომარეს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.