"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" სოფია სიგუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მეუღლეს — ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქმეში "საფარის" იურისტი ჩაერთო, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ხოლო სასამართლომ დაზარალებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული ზედამხედველობა დაამტკიცა. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან, მათი განცხადებით, დაცვის მხარე მიზანმიმართულად ცდილობს აქცენტის ქონებრივ დავაზე გადატანას და მსხვერპლის დისკრედიტაციას.
"2026 წლის 8 ივლისს საფარს სოფია სიგუამ მიმართა, რომლის მეუღლეც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მასზე 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.
საქმეში საფარის იურისტი თამარ ლუკავა ჩაერთო და იმავე დღეს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პარალელურად, სოფია სიგუა, 112-ს დაუკავშირდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა. თუმცა, 9 ივლისს, ოთხი განხორციელებული ზარის მიუხედავად, სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. მეტიც, გაირკვა, რომ ორდერის მოთხოვნის შესახებ უკვე თავად იოსებ სიგუამაც გაიგო.
10 ივლისს დაზარალებულმა საფართან ერთად კვლავ მიმართა 112 და შსს-ს გენერალურ ინსპექციას, უწყებამ მსხვერპლის მონაწილეობით რისკის შეფასების კითხვარი შეავსო, რამაც, არსებული რისკების გათვალისწინებით, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საჭიროება გამოავლინა.
საჭირო პროცედურა საღამოს 8 საათზე დასრულდა, თუმცა ქალი სპეციალური აპარატის დამონტაჟებას კიდევ 5 საათის განმავლობაში ელოდა. შსს-ში დარეკვისას მას
პასუხობდნენ, რომ გარკვეულ პროცედურებსა და მოძალადესთან დაკავშირებას დრო სჭირდებოდა. გვიან ღამით, უკვე 11 ივლისს, ელექტრონული ზედამხედველობის აპარატი ამოქმედდა.
იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პროტოკოლის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართა. 12 ივლისს გამართულ სხდომაზე, სოფია სიგუას ინტერესებს საფარის იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა, რომელმაც სასამართლოს დასაბუთებული პოზიციით მიმართა და შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა. სასამართლომ საფარის პოზიცია სრულად გაიზიარა და მოთხოვნა 1 თვის ვადით დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, იოსებ სიგუა და მისი ადვოკატები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქმე ქონებრივ დავას ეხება. ამგვარი ცრუ ნარატივით დაცვის მხარე ცდილობს დაჩრდილოს და მეორეხარისხოვანი გახადოს მსხვერპლის 13-წლიანი ძალადობრივი გამოცდილება, რაც სოფია სიგუას დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და თავი შეიკავონ ცალმხრივი გაშუქებისგან.
ამჟამად თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება და საფარის ჩართულობით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოფია სიგუა-შატბერავამ მეუღლეს ბრალდებები თავდაპირველად "ნოდარ მელაძის შაბათში" 5 ივლისს გააჟღერა. მისი თქმით, იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა იმასაც ამბობდა, რომ ქმარი მას ორსულობის დროსაც სცემდა. იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.
როგორც სოფია სიგუას ინტერესების დამცველი, ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერდა, ქალმა 10 ივლისს "112 ოთხჯერ გამოიძახა და მხოლოდ 11 ივლისის დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად".
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები