სუს: 9 რეგიონში 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავეს
ქრთამის აღება, თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება — 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, 28 პირი დააკავეს. ამის შესახებ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა. მისი თქმით, საბიუჯეტო სახსრების მითვისების სქემა მუნიციპალიტეტებში საგზაო, წყლისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა.
გარდა ამისა, გამოძიებამ გამოავლინა მძიმე სამართალდარღვევები თბილისის ბაღებისა და ბათუმის სოციალური სასადილოების მომარაგების პროცესში, სადაც კერძო კომპანიები სახელმწიფოს უხარისხო და ნაკლები ოდენობის პროდუქციას აწვდიდნენ, რამაც ბიუჯეტს ასობით ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით — მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე — დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 28 პირი.
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.
კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.
ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის, განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფოს ჯამში 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა", — თქვა გაგნიძემ.
ემზარ გაგნიძის თქმით, გამოძიების კიდევ ერთი მსხვილი მიმართულება მუნიციპალური მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყალბი საბუთებით ხელს უწყობდნენ კერძო პირებს, რათა მათ თაღლითურად დაერეგისტრირებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ათიათასობით კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები.
"სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდ პირს ბრალდება წარედგინა.
საქმე ეხება სხვადასხვა დროს დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში 91 564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ჯამში 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა", — თქვა მან.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ქრთამის აღების ფაქტებიც, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის მფარველობასა და სახელმწიფო ტყის მასივებიდან ხე-ტყის უკანონო გატანას უკავშირდებოდა. პარალელურად, სააგენტომ გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებზე ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ყალბ პასპორტებს, მართვის მოწმობებსა და უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს ასაღებდა.
"ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ეგრეთ წოდებული დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე-მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.
სამ სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს", — თქვა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.
ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე მოპოვებულია უტყუარი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ბრალდებულთა დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლითაა აღძრული.
"ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, 196-ე მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი", — თქვა ემზარ გაგნიძემ.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები