იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი — საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უჭერს მხარს, რათა მათ სამშობლოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საკუთარ ოჯახთან და ქვეყანასთან კავშირი შეინარჩუნონ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი — იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი, რომელიც ყველასთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის გაცნობის საშუალებად აქცევს.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ საბანკო სერვისებითა და პროდუქტებით დავუჭიროთ მხარი, არამედ ისეთი ნოვაციები შევთავაზოთ, რომლებიც მათთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, შვილებმა ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზღვარგარეთ იზრდებიან. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი. გვჯერა, რომ სამშობლოსთან კავშირი ხშირად სწორედ ასეთი პატარა, ყოველდღიური გამოცდილებებით მყარდება“, — ამბობს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.
პროექტი ეფუძნება პატარა ბავშვების ენის ათვისების პრინციპებს. კვლევების მიხედვით, ბავშვები ახალ ენას ყველაზე ეფექტურად რიტმის, განმეორებისა და ემოციური კონტექსტის საშუალებით სწავლობენ, ხოლო იავნანა ერთ-ერთი პირველი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში ყოველდღიურად მრავალჯერ ისმენს.
“პროექტზე მუშაობისას ერთი მარტივი კითხვა გვაწუხებდა — როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე ისწავლოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი კი არა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს? სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ყველაზე ხშირად განმეორებადი ხმა ბავშვის ცხოვრებაში იავნანაა. სწორედ ამ კონტექსტმა მოგვცა საშუალება, იავნანა ბავშვის პირველი ქართული ენის გაკვეთილად გვექცია,” — ამბობს კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი ეკა ყიფიანი.
სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, პედაგოგებთან, მწერლებთან, თარჯიმნებთან და კომპოზიტორებთან თანამშრომლობით, შეიქმნა ერთსაათიანი ორენოვანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ქართულ ენას ბავშვისთვის უკვე ნაცნობ ენებთან აერთიანებს. იავნანას ახალი ვერსია ოთხ ძირითად თემას მოიცავს: ოჯახს, სხეულს, ბუნებასა და ცხოველებს — იმ სიტყვებსა და ცნებებს, რომლებსაც ბავშვები ყველაზე ადრეულ ასაკში ეცნობიან.
თითოეულ კომპოზიციაში ბავშვი ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე ისმენს მარტივ სიტყვებსა და წინადადებებს, შემდეგ კი იმავე მნიშვნელობას ქართულად. ასე ახალი სიტყვები იზოლირებულად კი არ ისწავლება, არამედ უკვე ნაცნობ მნიშვნელობასა და კონტექსტს უკავშირდება, რაც მათ ბუნებრივად დამახსოვრებას უწყობს ხელს.
“პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანას სიმშვიდე და ემოციური ხასიათი სრულად შეგვენარჩუნებინა. ამიტომ ახალი სიტყვები და ფრაზები მელოდიაში ისე ჩავაქსოვეთ, რომ იავნანა ყოფილიყო ის, რასაც მშობლები ყოველ საღამოს შვილებს ჩაურთავდნენ. გვინდოდა, ბავშვებისთვის ეს ყოფილიყო არა სასწავლო ჩანაწერი, არამედ თბილი, დამამშვიდებელი იავნანა, რომელსაც თან ბუნებრივად მოჰყვება ქართული სიტყვების დამახსოვრება”, — აღნიშნავს Heima Production-ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი მებო ნუცუბიძე.
იავნანა ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა — იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც ქართველი ოჯახები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ერთჯერადი კამპანია არ არის. იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი მუსიკალურ პლატფორმებზე (Youtube, Spotify, Soundcloud) ეტაპობრივად განთავსდება და მისი მოსმენა ბავშვებს ყოველდღიურად, ძილის წინ შეეძლებათ. ასე ქართული ენა ბავშვის ყოველდღიური გარემოს ბუნებრივი ნაწილი იქნება მაშინაც კი, როდესაც ის სამშობლოდან შორს იზრდება.
ზოგჯერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება სწორედ ერთი იავნანათი იწყება.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
კომენტარები