აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
ფოტო: AP Images
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros. Discovery-ის შეძენის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა. სარჩელი მასშტაბური მედიაგაერთიანების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური დავის დაწყებას ნიშნავს.
Warner Bros. Discovery CNN-ის მშობელი კომპანიაა. გარიგების კრიტიკოსები შეშფოთებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ Paramount შესაძლოა საკაბელო საინფორმაციო არხის მფლობელი გახდეს და ის CBS News-თან გააერთიანოს.
კალიფორნიის გენერალური პროკურორის, რობ ბონტას განცხადებით, მედიაგიგანტების შერწყმა კონკურენციას შეამცირებს, გაზრდის ფასებს, გააუარესებს კონტენტის ხარისხს და ყოველწლიურად ნაკლები ფილმისა და სერიალის შექმნას გამოიწვევს. მისი განცხადებით, შერწყმის შედეგად ამომრჩევლების ინფორმირებაზე ნაკლები ჟურნალისტი იმუშავებს, ამერიკელებს კი სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციისა და მოსაზრებების სრულ სპექტრზე ნაკლები წვდომა ექნებათ, რაც დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანას გაურთულებთ.
რობ ბონტა, კალიფორნიის გენერალური პროკურორი.
ფოტო: X
"ანტიმონოპოლიური კანონების აღსრულება ოლიგარქიის წინააღმდეგ დემოკრატიის დამცავი მექანიზმია", — განაცხადა რობ ბონტამ ჰოლივუდის ნიშნის წინ გამოსვლისას.
Paramount ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის შეფასებით, ის ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც მცდარია, შტატები კი თანამედროვე გასართობ ინდუსტრიაში არსებულ კონკურენციას არასწორად წარმოაჩენენ. Paramount-ის მტკიცებით, შერწყმა კონკურენციას გააძლიერებს, რადგან Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის გაერთიანებით შეიქმნება უფრო ძლიერი, ფინანსურად მყარი და შემოქმედებით სფეროზე ორიენტირებული მედიაკომპანია, რომელიც უკეთ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიას, როგორიც Netflix-ია.
სარჩელის განხილვას პოლიტიკური მიკერძოების ბრალდებებიც ახლდა. ამის მიზეზად Paramount-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან მჭიდრო კავშირები სახელდებოდა.
ლარი ელისონი დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში, 2025 წლის იანვარი.
ფოტო: Getty Images
Paramount-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შტატების სარჩელი დემოკრატების პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. კომპანიის კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავად შერწყმაა, რადგან CNN-სა და სხვა მედიასაშუალებებზე კონტროლი ტრამპთან დაახლოებულ ელისონების ოჯახს გადაეცემა.
ლარი ელისონს ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის ათობით მილიონი დოლარი აქვს შეწირული, დევიდ ელისონს კი პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. Paramount ტრამპთან რაიმე ფარულ შეთანხმებას უარყოფს და აცხადებს, რომ CNN-ში ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის შენარჩუნება სურს.
Paramount მედიაგიგანტების შერწყმის დასრულებას ამ ზაფხულს გეგმავს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები