სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია ნეიტრალური საქართველოს წევრები — ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი დაიკითხნენ.
პროკურატურამ სწორედ ნეიტრალური საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო ოპოზიცონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, დაკითხვაზე პროკურატურას "ვრცელი მასალა" წარუდგინეს, რომელიც ოპოზიციური პარტიების "მოქმედების ჯაჭვს" ასახავს.
"მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა, მათ მოქმედებათა ჯაჭვი, ყველა მათი მოქმედება იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება.
აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ეს იყო ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, ეს იყო მედიები, ეს იყო NGO-ები, ეს იყო ეგრეთ წოდებული ცალკეული წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროების, რომელიც იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან.
... არაერთი ქვეყნიდან, არაერთი ცენტრიდან [ხდებოდა მათი დაფინანსება]. სამართლებრივი მტკიცებულებების [მოპოვება] ჩვენი განცხადების საფუძველზე, ეს უკვე იყო პროკურატურის პრეროგატივა. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო, ესე ვთქვათ, უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რომელიც იყო აგებული მათივე საჯარო განცხადებებზე, მათივე ქმედებებზე, მათივე ქმედებებზე და იყო, მათ შორის, გაბმული ლოგიკური ჯაჭვი," — განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
2025 წლის 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალი 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული — მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ვის რა ბრალდება წარედგინა?
- მიხეილ სააკაშვილი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლი, რაც საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს;
- ელენე ხოშტარია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლი და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც საბოტაჟს, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს;
- ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
ე.წ საბოტაჟის საქმის დეტალები იხილეთ:
- POG: სახელმწიფო გადატრიალებაზე სააკაშვილს, ვაშაძეს, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ხაზარაძეს-ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ
- ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ე.წ საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონიანი გირაო შეეფარდა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები