აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
აშშ-ის მეინის შტატში, საიმიგრაციო ოპერაციის დროს, საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) აგენტმა კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. ერთი კვირის წინ კი უწყებამ ტეხასში, ავტომობილის გაჩერებისას, კიდევ ერთი მიგრანტის წინააღმდეგ გამოიყენა ლეტალური ძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლო ინციდენტის შესახებ ICE-მა განაცხადა, რომ აგენტები ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე (11:00 GMT), ქალაქ ბიდეფორდში აკვირდებოდნენ კონკრეტულ მისამართს, სადაც იმყოფებოდა პირი, რომლის მიმართაც ქვეყნიდან გაძევების საბოლოო გადაწყვეტილება იყო გამოტანილი.
როდესაც ICE-ის თანამშრომლებმა აღნიშნული მისამართიდან მომავალი ავტომობილის გაჩერება სცადეს,
"მანქანამ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა დააპირა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო, ოფიცერმა ცეცხლი გახსნა", — განაცხადა ICE-მა და დასძინა, რომ "ავტომობილის მძღოლს ტყვია მოხვდა".
მოგვიანებით ბიდეფორდში ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
მეინის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ინციდენტში ICE-ის გაძევების ოპერაციების დეპარტამენტის (ERO) ოფიცერი მონაწილეობდა, რომელიც გამოძიების დასრულებამდე შვებულებაშია გაშვებული.
პირველადი განცხადებები მიუთითებს, რომ "სუბიექტმა ავტომობილით ოფიცრის მიმართულებით გაქცევა სცადა და იგი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი", — განაცხადა მეინის გენერალურმა პროკურორმა აარონ ფრეიმ, რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაღუპულის ვინაობა არ სახელდება იქამდე, სანამ მისი ოფიციალური იდენტიფიცირება არ მოხდება და ოჯახს არ ეცნობება.
კოლუმბიის საელჩომ დაადასტურა, რომ მოკლული პირი კოლუმბიის მოქალაქე იყო. საელჩომ აღნიშნა, რომ მათ DHS-სგან "მოითხოვეს ინფორმაცია და განმარტება ამ სამწუხარო სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით და გამოძიების მიმდინარეობას ყურადღებით მიადევნებენ თვალს".
"მეინის მიგრანტთა უფლებების კოალიციის" ინფორმაციით, მოკლული პირი 26 წლის კოლუმბიელი იყო, რომელსაც აშშ-ში მუშაობის უფლება ჰქონდა.
"ის ჩვენი საზოგადოების წევრი, მეზობელი და ადამიანი იყო, რომლის სიცოცხლეც ტრაგიკულად შეწყდა", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც კაცის სახელი მითითებული არ არის.
სროლის შემდეგ ბიდეფორდში, პორტლენდიდან 30 კმ-ის დაშორებით, საპროტესტო აქციები დაიწყო.
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები