პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
საფრანგეთში, ფონტენბლოს მახლობლად (პარიზიდან 60 კილომეტრში) გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ორი პირი დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ორშაბათს, 13 ივლისს განაცხადა, რომ ისინი პატიმრობაში იმყოფებიან "განზრახ ან გაუფრთხილებლობით ცეცხლის წაკიდების" ეჭვის საფუძველზე. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამომძიებლების თქმით, ორი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი 18 წლისაა და მას კრიმინალური წარსული არ აქვს. წყაროს ინფორმაციით, დაკავებისას ახალგაზრდას ხელები ჭვარტლით ჰქონდა დაფარული და თან სანთებელა აღმოაჩნდა.
ეს არის პარიზში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტყის ხანძარი. ხელისუფლების განცხადებით, 1 300 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა და 1 000-მდე ადამიანის უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია გახდა საჭირო. სააგენტო AFP-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 600 მეხანძრე მუშაობდა, პროცესში ჩართული იყო საავიაციო ტექნიკაც.
ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო ოთხი Canadair-ის ტიპის თვითმფრინავი, ორი Dash-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.
"ჯამში წყალი 187-ჯერ დაიცალა", — განაცხადა სამაშველო ოპერაციების მეთაურმა ჟან-მარკ სიკარმა.
დაღამებისას, ხანძართან საბრძოლველად ადგილზე მორიგეობაზე 600-მდე მეხანძრე დარჩა. სტიქიის გამო რამდენიმე ავტომაგისტრალის ჩაკეტვა გახდა საჭირო.
Deutsche welle წერს, რომ საფრანგეთი წლის დასაწყისიდან სიცხის მესამე ტალღას განიცდის. ტყის ხანძრებმა ქვეყანაში 32 000 ჰექტარი მიწა დააზიანა, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა 59 პირი დააკავეს, რომლებსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევენ ცეცხლის განზრახ წაკიდებაში ან გაუფრთხილებლობაში (მაგალითად, ჩაუმქრალი სიგარეტის ნამწვის დატოვებაში).
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები