ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანამდე ბავშვების დასაცავად კეტამინი გამოიყენეს
ფოტო: BBC
2018 წლის ივლისში მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდა სამდღიანი სამაშველო ოპერაციის დასრულებას. ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ბავშვი და მწვრთნელი გამოქვაბულიდან 17 დღის შემდეგ გამოიყვანეს.
მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლების ფეხბურთის გუნდსა და მწვრთნელზე ოპერაციის განმავლობაში ზრუნავდნენ, განაცხადეს, რომ გაბედული და სახიფათო მისიის წარმატებით დასრულებას კეტამინს უმადლიან.
გადარჩენის მისიის დეტალები სამედიცინო ჟურნალში ხუთშაბათს გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, ბიჭებს მყვინთავებმა მღვიმიდან გამოყვანის წინ უცნობი დოზის კეტამინი მისცეს.
როგორც სამაშველო ოპერაციის დასრულებიდან ცოტა ხანში მყვინთავების მეთაურმა CNN-ს უთხრა, მათ გამოიყენეს პრეპარატები, რომლებიც ბავშვებს გამოყვანის პროცესში სიმშვიდეს შეუნარჩუნებდა.
ჟურნალში გამოქვეყნებული საერთო წერილის ავტორები არიან ადგილზე მომუშავე ტაილანდელი ექიმები და ავსტრალიელი ანესთეზიოლოგი. მათი თქმით, ბიჭები გამოყვანისას ნიღბებს ატარებდნენ, რომლებიც მათ სახეს სრულად ფარავდა და ჟანგბადით ამარაგებდა.
პირველ ოთხ ბიჭს, მხოლოდ მზის სათვალეები მისცეს, რათა თვალები მზისგან დაეცვათ. მათ მზის სინათლე 17 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ ნანახი. მათი თავები და კისრები კი გამოყვანისას უძრავად იყო დაფიქსირებული, მღვიმის ვიწრო გვირაბებიდან გამოსვლისას გაუთვალისწინებელი დაზიანების ასარიდებლად. საბოლოოდ კი მათ ჰიპოთერმიის ასარიდებლად პლედებში ახვევდნენ.
თუმცა, წერილის მიხედვით, რიგით მეორე გადარჩენილ ბიჭს გამოქვაბულიდან გამოყვანის შემდეგ სხეულის ტემპერატურა 35°-ზე ჰქონდა დაცემული. მას საავადმყოფოსკენ გზაზე ჰიპოთერმია განუვითარდა და გულის, თირკმლებისა და ნერვული სისტემის დაზიანების საფრთხის ქვეშ დადგა.
ექიმების თქმით, კეტამინი ბიჭების გადასარჩენად კარგი არჩევანი იყო. ის ჰიპოთერმიის რისკს ამცირებს და სხეულის ტემპერატურას აღადგენს.
კეტამინი ლაბორატორიაში პირველად 1962 წელს შექმნეს. აშშ-ს სამხედრო ექიმებმა ის იმ ჯარისკაცებს მისცეს, რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. კეტამინი მათ ტკივილისგან ათავისუფლებდა და პანიკური შეტევებისგან იცავდა. თუმცა, მისი გვერდითი ეფექტია მცირედი ჰალუცინაციები და ექიმებს მისი საშუალებით ადამიანების მკურნალობა შეუზღუდეს. კეტამინის რეპუტაცია ჩამოიშალა და ის ასოცირდება როგორც ქუჩის ნარკოტიკთან, ასევე იმ საშუალებასთან, რომლებსაც მოძალადეები მსხვერპლის დასაძინებლად და გასაუპატიურებლად იყენებენ.
2019 წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინსიტრაციამ (FDA) დეპრესიის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტის, ესკეტამინის გამოყენება დაუშვა. აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებმაც მკურნალობის სხვა მეთოდები გამოცადეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით

კომენტარები